ჯანჯაფილისებრნი
იერსახე
ჯანჯაფილისებრნი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Zingiberaceae | ||||||||||||||
|
ჯანჯაფილისებრნი (Zingiberaceae) — ერთლებნიან მცენარეთა ოჯახი. მრავალწლოვანი არომატული ბალახებია. ხორცოვანი ფესურა და ხშირად გორგლისებრი ფესვები აქვთ. მათი ფოთლები ხალთიანია. ყვავილები ჩვეულებრივ თავმოყრილია ყვავილედებში. იშვიათად მარტოულია. ნაყოფი კოლოფია. მცენარის ყველა ნაწილი შეიცავს ეთეროვან ზეთებს.
ჯანჯაფილისებრთა 45-მდე გვარი (1300-ზე მეტი სახეობა) უმთავრესად გვხვდება ტროპიკებში, იშვიათად — სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სუბტროპიკებში. მცირე ნაწილი — აფრიკასა და ამერიკაში.
ჯანჯაფილისებრნი მოჰყავთ როგორც საჭმელი, სანელებელი, სამკურნალო და დეკორატიული მცენარეები (ჯანჯაფილი, ილი, ქურქუმა და სხვა).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 540.