ჯვაროსანთა ლაშქრობები ეგვიპტეში
ჯვაროსანთა ლაშქრობები ეგვიპტეში | ||||
---|---|---|---|---|
ჯვაროსნული ლაშქრობების ნაწილი | ||||
სირიული არმია ქვიშის ქარიშხლის შემდეგ (გუსტავ დორე) | ||||
თარიღი | 1154-1169 (გვიანდელი ლაშქრობები: 1213–1221[კ 1], 1248–1254[კ 2], 1365[კ 3]) | |||
მდებარეობა | ეგვიპტე | |||
შედეგი | 1154-1169 წლების ლაშქრობებში ზენგიდების გამარჯვება. | |||
მხარეები | ||||
| ||||
მეთაურები | ||||
| ||||
|
ჯვაროსანთა ლაშქრობები ეგვიპტეში — იერუსალიმის სამეფოს მიერ წამოწყებული სამხედრო კამპანიების სერია, რომელიც მიზნად ისახავდა მისი პოზიციების განმტკიცებას ლევანტში. იერუსალიმის მეფე სარგებლობდა არეულობის გამო ფატიმიანთა სახალიფოს სისუსტით.
ომი დაიწყო, როგორც ფატიმიანთა სახალიფოში არსებული კრიზისის გაგრძელების ნაწილი, ეს უკანასკნელი დაიშალა სირიიდან და ჯვაროსანთა სახელმწიფოებიდან მომდინარე შევიწროების გამო. როდესაც ერთი ნაწილი დასახმარებლად ნურ ალ-დინ ზანჯის მოიხმობდა, მეორე ნაწილი ჯვაროსანთა მხრიდან ელოდა დახმარებას. ომის განვითარებასთან ერთად, იგი დამპყრობლურ ომად გადაიქცა. იერუსალიმის მეფის — ამალრიკ I-ის აგრესიული კამპანიის შედეგად, უეცრად შეწყდა მთელი რიგი სირიული კამპანიები. 1169 წელს ბიზანტიელთა და ჯვაროსანთა მიერ დამიეტაზე განხორციელებული კომბინირებული შეტევა წარუმატებელი აღმოჩნდა. იმავე წელს სალაჰ ად-დინმა (ევროპაში ცნობილია, როგორც სალადინი) ეგვიპტეში ხელში ჩაიგდო ძალაუფლება, როგორც ვეზირმა. 1171 წელს იგი ეგვიპტის სულთანი გახდა და ჯვაროსნებმა ყურადღება საკუთარი სამეფოს დაცვაზე გაამახვილეს, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტისა და სირიის მიერ იყო გარშემორტყმული, მომდევნო 16 წელი აგრძელებდა არსებობას. მოგვიანებით ჯვაროსნები ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ იერუსალიმის სამეფო და მიხვდნენ, რომ მთავარი საფრთხე ეგვიპტე იყო, მაგრამ საბოლოოდ ეს ბრძოლა უშედეგო აღმოჩნდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Fajfric, Zeljko (2006). History of Crusades . Sremska Mitrovica: Tabernakl. ISBN 978-86-85269-05-9 .
- William of Tyre, Historia rerum in partibus transmarinis gestarum (A History of Deeds Done Beyond the Sea) , edited by EA Babock and AC Krey, translation by EA Babock and AC Krey, Columbia University Press, 1943. (ინგლისური)
- Alain Demuger, I Templari, Varese, historical collection Garzanti, 2006, pp. 216-218.
- Claudio Lo Jacono, The Near East , in History of the Islamic World (VII-XVI century) , Vol. I, Turin, Einaudi, 2003. (see pages 216-218)
- Steven Runciman, The First Crusades and the Foundation of the Kingdom of Jerusalem , in A History of the Crusades , Vol. 1, Cambridge, Cambridge University Press, 1990, ISBN 0-521-06161-X. (ინგლისური)
- Steven Runciman, The Kingdom of Jerusalem and the Frankish East: 1100-1187 , in A History of the Crusades , Vol. 2, London, Penguin Books, 1990, ISBN 0-14-013704-1. (ინგლისური)
- Raymond C. Smail, Crusading Warfare 1097-1193 , New York, Barnes & Noble Books, 1995 [1956] , ISBN 1-56619-769-4. (ინგლისური)