შინაარსზე გადასვლა

ჯორჯ ბერკლი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯორჯ ბერკლი

ჯორჯ ბერკლი (ინგლ. George Berkeley; დ. 12 მარტი, 1685, ირლანდია — გ. 14 იანვარი, 1753, ოქსფორდი) — ირლანდიელი ფილოსოფოსი და პროტესტანტი მღვდელი, ემპირიზმის წარმომადგენელი. მისი „ტრაქტატი ადამიანური ცოდნის პრინციპების შესახებ“ შესულია 100 ყველაზე გავლენიანი წიგნის სიაში.

სწავლობდა ტრინიტი კოლეჯში. 1713 წელს ის ლონდონში გაემგზავრა ათეისტებთან სადისკუსიოდ. 1728-1731 წლებში იმოგზაურა ამერიკაში მისიონერული საქმიანობისთვის. . ირლანდიაში დაბრუნებული ბერკლი კლოინის ეპისკოპოსად აკურთხეს. 1752 წლიდან ცხოვრობდა ოქსფორდში და ერთი წლის შემდეგ იქვე გარდაიცვალა.