ჰათაის პროვინცია
ადმინისტრაციული ერთეული | ||
---|---|---|
ჰათაის პროვინცია თურქ. Hatay ili | ||
ქვეყანა | თურქეთი | |
რეგიონი | ხმელთაშუა ზღვის რეგიონი | |
ადმ. ცენტრი | ანთაქია | |
შიდა დაყოფა | Altınözü, ანთაქია, Arsuz, Belen, Defne, Dörtyol, Erzin, Hassa, ისქენდერუნი, Kırıkhan, Kumlu, Payas, Reyhanlı, Samandağ და Yayladağı | |
კოორდინატები | 36°12′00″ ჩ. გ. 36°09′00″ ა. გ. / 36.20000° ჩ. გ. 36.15000° ა. გ. | |
ფართობი | 5.341[1] კმ² | |
ოფიციალური ენა | თურქული ენა | |
მოსახლეობა |
1 609 856 (2018)[2] , 1 501 571 (2021)[3] | |
სატელეფონო კოდი | 326 | |
საფოსტო ინდექსი | 31000–31999 | |
საავტომობილო კოდი | 31 | |
ოფიციალური საიტი | https://www.hatay.bel.tr და http://hatay.gov.tr | |
| ||
ჰათაის პროვინცია (თურქ. Hatay ili) — პროვინცია (ილი) დასავლეთ თურქეთში, ხმელთაშუა ზღვის რეგიონში. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ანთაქია. მოიცავს 15 რაიონს. მოსახლეობა 1,386 ათ. ადამიანი (2007), უდიდესი ქალაქია:ანთაქია (145 ათასი კაცი, 2000).
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროვინციას ესაზღვრება ადანის, ოსმანიესა და გაზიანთეფის პროვინციები. სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან კი - სირია.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ პროვინცია შედიოდა სირიის შემადგენლობაში. 1938 წელს აღწერის შედეგების მიხედვით დაწესდა ეროვნული ქვოტები ჰათაის წარმომადგენელთა საბჭოსათვის (სანჯაკი): 22 ადგილი თურქებისთვის, 9 - არაბებისთვის, 5 - სომხებისათვის, 2-2 არაბი-სუნიტებისათვის და არაბი-ქრისტიანებისთვის. წარმომადგენელთა საბჭო აირჩიეს 1938 წლის ზაფხულში, ხოლო 2 ნოემბერს გამოცხადდა დამოუკიდებელი ჰათაის რესპუბლიკა. 1939 წელს საყოველთაო რეფერენდუმის შედეგად ჰათაი გახდა თურქეთის პროვინცია (ილი, ვილაიეთი), რის შედეგადაც არაბებმა და სომხებმა მიატოვეს პროვინცია და საცხოვრებლად გადავიდნენ სირიაში. პროვინცია წლების მანძილზე იყო სადავო თურქეთსა და სირიას შორის. 2005 წლამდე ეს უკანასკნელი არ აღიარებდა თურქეთის სუვერენიტეტს პროვინციაზე.
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოსახლეობა 1,386 ათ. ადამიანია. 12-დან სამ რაიონში სჭარბობენ არაბები, დანარჩენში თურქები. მოსახლეობის მესამედს შეადგენენ ალავიტები.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტი, MS Excel document – City and Village Population, Annual Growth Rate of Population, Surface Area and Population Density by Districts
- ↑ Population of provinces by years - 2000-2018 — Turkish Statistical Institute.
- ↑ Turkish Statistical Institute — 1926.
|