ჰექტორ ბარბოსა
ჰექტორ ბარბოსა (ინგლ. Hector Barbossa) — უოლტ დისნეის „კარიბის ზღვის მეკობრეების“ პერსონაჟი. ცნობილი გახდა ფილმების სერიით, რომელშიც მისი როლი ჯეფრი რაშმა განასახიერა. პერსონაჟის დებიუტი შედგა ფილმში „კარიბის ზღვის მეკობრეები: შავი მარგალიტის წყევლა“.
ფილმებში ჰექტორ ბარბოსა არის მეკობრეთა ხომალდ „შავი მარგალიტის“ კაპიტანი. „შავი მარგალიტის წყევლაში“ ის არის „შავი მარგალიტის“ დაწყევლილი კაპიტანი, რომელმაც შორეულ წარსულში ჯეკ ბეღურა ერთ კუნძულზე, ერთი დამბაჩით და ერთი ტყვიით დატოვა, ამის შემდეგ ჯეკ ბეღურა დიდი თავგადასავლების შემდეგ პოულობს ბარბოსას და მას კლავს. შემდეგ სერიებში პერსონაჟი ვითარდება და აღარ არის დაწყევლილი. ის კარიბის ზღვის მეკობრეების მეორე და მესამე ფილმში ჯეკ ბეღურასთან ერთად უპირისპირდება დეივი ჯოუნსს. ეს უკანასკნელი „მფრინავი ჰოლანდიელის“ დაწყევლილი კაპიტანია. ბარბოსა მეოთხე ფილმში ებრძვის ედვარდ ტიჩს, იგივე შავწვერას, რომელსაც ფილმის ბოლოს კლავს და მისი გემის დედოფალი ანას შურისძიების კაპიტანი ხდება. მეხუთე ფილმში ბარბოსას უპირისპირდება ესპანეთის ფლოტის ყოფილ ადმირალს, დაწყევლილ კაპიტან სალაზარს. ბარბოსა ამავე ფილმში იღუპება.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|