შინაარსზე გადასვლა

ჰიროსიმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ჰიროსიმა
იაპონ. 広島市
დროშა გერბი

ქვეყანა იაპონიის დროშა იაპონია
შიდა დაყოფა Naka-ku, Higashi-ku, Minami-ku, Nishi-ku, Asaminami-ku, Asakita-ku, Aki-ku და Saeki-ku
კოორდინატები 34°23′07″ ჩ. გ. 132°27′19″ ა. გ. / 34.38528° ჩ. გ. 132.45528° ა. გ. / 34.38528; 132.45528
მმართველი Kazumi Matsui
დაარსდა 1 აპრილი, 1889
ფართობი 905.01 კმ²
მოსახლეობა 1,173,980 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 1,297.2 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+09:00
სატელეფონო კოდი 82
საფოსტო ინდექსი 730-8586
ოფიციალური საიტი city.hiroshima.lg.jp
ჰიროსიმა — იაპონია
ჰიროსიმა

ჰიროსიმა (იაპონ. 広島市) — ქალაქი იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ჰიროსიმას პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრი და ტიუგოკუს რეგიონის უდიდესი ქალაქი. ჰიროსიმა ამასთანავე ჰონსიუს უდიდესი ქალაქია. 2010 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით, ქალაქში ცხოვრობდა 1,173,980 ადამიანი. მდებარეობს მდინარე ოტის დელტაში, იაპონიის შიგა ზღვის ნაპირზე.

ქალაქი აღმოცენდა ფეოდალი მთავრის მორის ციხე-დარბაზის (აშენდა 1591 წელს) გარშემო. მსოფლიოსთვის ის ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც პირველი ქალაქი ისტორიაში, რომელიც ბირთვული იარაღის მსხვერპლი გახდა. ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი დაინგრა, დაიღუპა და დაიჭრა 140 ათასზე მეტი ადამიანი. 1959 წლიდან ჰიროსიმაში მრავალჯერ ჩატარდა ბირთვული იარაღის წინააღმდეგ მებრძოლთა საერთაშორისო კონფერენცია. ქალაქში არის ჰიროსიმის მშვიდობის მემორიალური პარკი, რომლის არქიტექტორია კენძო ტანგე. ჰიროსიმამ მუნიციპალური სტატუსი 1889 წლის 1 აპრილს მიიღო, ხოლო 1980 წლის 1 აპრილს კი, გადააჭარბა რა მოსახლეობით 500.000-ს, „სამთავრობო მნიშვნელობის“ ქალაქის წოდება მიიღო.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]