18 მაისი
იერსახე
<< | მაისი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 | ||
2024 |
18 მაისი — გრიგორიანული კალენდრის 138-ე დღე (ნაკიან წლებში - 139-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 227 დღე.
დღის მოვლენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1804 : ნაპოლეონ I გამოცხადდა საფრანგეთის იმპერატორად.
- 1888 : აშშ-ში წარმოადგინეს პატეფონის პირველი ფირფიტა
- 1915 : გამოსცადეს მსოფლიოში პირველი ტანკი.
- 1916 : კანადის ქალაქ ბერლინის მცხოვრებლებმა, პირველ მსოფლიო ომთან დაკავშირებით მიიღეს გადაწყვეტილება ქალაქისთვის სახელის შეცვლის შესახე, დღეს იგი ცნობილია როგორც კიტჩენერი.
- 1923 : ფრანგმა ინჟინერმა ფრანსუა ბერნაიმ მიიღო პატენტი, ციფერბლატიანი ტელეფონის გამოგონებისთვის
- 1927 : ამერიკელ კინოვარსკვლავის ნორმა ტოლმაჯის მიერ ცხელ ასფალტზე შემთხვევით დატოვებულმა ნაკვალევმა დაამკვიდრა მსახიობთა ფეხის და ხელის ანაბეჭდების ჰოლივუდის ბულვარში დატოვების ტრადიცია.
- 1989 : ლიტვის სსრ უმაღლესმა საბჭომ მიიღო დეკლარაცია ლიტვის სუვერენიტეტის შესახებ.
- 1944 : დაიწყო ყირიმელი თათრების იძულებითი გასახლება სსრ კავშირის აღმოსავლეთ რეგიონებში.
- 2008 : ლეონელ ფერნანდესმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში საკმარისი ხმის რაოდენობა დააგროვა და კვლავ არჩეულ იქნა დომინიკელთა რესპუბლიკის პრეზიდენტად.
- 2009 : თამილის ვეფხვების მეომრები შრი-ლანკის არმიას ჩაბარდნენ, რითაც ამ ქვეყნის 25-წლიანი სამოქალაქო ომი დასრულდა.
- 2011 : ევროზონის ფინანსურმა ლიდერებმა პორტუგალიისთვის €78-მილიარდიანი დახმარების პაკეტი დაამტკიცეს.
- 2013 : ევროვიზიის სიმღერის კონკურსის 2013 წლის გამარჯვებული დანიელი ემილი დე ფორესტი გახდა.
- 2015 : ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა ქალაქები რამადი (ერაყი) და პალმირა (სირია) დაიკავეს.
- 2017 : ამერიკელი მუსიკოსი, მომღერალი და სიმღერების ავტორი, Soundgarden-ის და Audioslave-ის ლიდერი კრის კორნელი გარდაიცვალა.
- 2019 : ნიდერლანდების წარმომადგენელი დანკან ლოურენსი, სიმღერით Arcade, ევროვიზია 2019-ის გამარჯვებული გახდა.
ამ დღეს დაბადებულნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1048 : ომარ ხაიამი — სპარსელი პოეტი, მათემატიკოსი და ფილოსოფოსი (გ. 1131)
- 1711 : რუჯერ იოსიპ ბოშკოვიჩი — XVIII საუკუნის ხორვატი მეცნიერი (გ. 1787)
- 1868 : ნიკოლოზ II — რუსეთის ბოლო იმპერატორი 1894-1917 (გ. 1918)
- 1872 : რასელი, ბერტრან — ინგლისელი მათემატიკოსი და ფილოსოფოსი (გ. 1970)
- 1883 : ვალტერ გროპიუსი — გერმანელი არქიტექტორი, ბაუჰაუზის დამფუძნებელი (გ. 1969)
- 1895 : აუგუსტო სესარ სანდინო — ნიკარაგუელი რევოლუციონერი და 1927 და 1933 წლების შეერთებული შტატების წინააღმდეგ აჯანყების მეთაური (გ. 1934)
- 1897 : ფრენკ კაპრა — იტალიური წარმოშობის ამერიკელი რეჟისორი, მსახიობი და სცენარისტი (გ. 1991)
- 1850 : ჰევისაიდი, ოლივერ — ინგლისელი ფიზიკოსი და მათემატიკოსი (გ. 1925)
- 1895 : ასათიანი, ანთეოს — ქართველი ჰიგიენისტი (გ. 1981)
- 1920 : იოანე პავლე II — რომის პაპი 1978-2005 წლებში (გ. 2005)
- 1939 : პეტერ გრიუნბერგი — გერმანელი ფიზიკოსი, მყარი სხეულების ფიზიკის დარგში (გ. 2018)
- 1978 : რიკარდუ კარვალიუ — პორტუგალიელი ფეხბურთელი, რომელიც მცველის პოზიციაზე თამაშობს.
ამ დღეს გარდაცვლილნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1450 : სეჯონგ დიდი — კორეის მეფე. (დ. 1397)
- 1799 : პიერ ბომარშე — ფრანგი დრამატურგი და პუბლიცისტი. (დ. 1732)
- 1800 : ალექსანდრე სუვოროვი — რუსი მხედართმთავარი და სამხედრო თეორეტიკოსი. (დ. 1730)
- 1911 : გუსტავ მალერი — ავსტრიელი კომპოზიტორი. (დ. 1860)
- 1951 : ბალანჩივაძე, ვასილ — ქართველი მსახიობი. (დ. 1867)
- 1973 : ჯინეტ რენკინი — ამერიკელი პოლიტიკოსი. (დ. 1880)
- 1980 : კერტისი, იენ — ინგლისელი მუსიკოსი (Joy Division). (დ. 1956)
- 1981 : უილიამ საროიანი — ამერიკელი მწერალი. (დ. 1908)
- 2013 : ალექსეი ბალაბანოვი — რუსი რეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი და პროდიუსერი. (დ. 1959)
- 2017 : კრის კორნელი — ამერიკელი როკ-ვოკალისტი, მუსიკოსი, Soundgarden-ის და Audioslave-ის ლიდერი. (დ. 1964)
დღესასწაულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- აგრეთვე:
- მუზეუმების საერთაშორისო დღე
- თურქმენეთი - კონსტიტუციის, ერთიანობის და აღორძინების დღე (1992).
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სხვა თვეები