Alstom Citadis
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|Alstom Citadis}} |
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
Citadis — დაბალიატაკიანი ტრამვაის იმ ვაგონების საერთო დასახელება, რომლებსაც კომპანია Alstom აგებს საფრანგეთსა (ლა-როშელი) და ესპანეთში (ბარსელონა). ამჟამად მსოფლიოს 28 ქალაქში 1140 Citadis-ის მარკის ტრამვაი მოძრაობს.
ტექნიკური მიმოხილვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიტადისის ყველა ტრამვაი ძაბვას საკონტაქტო სადენიდან ნახევარპანტოგრაფით იღებს, თუმცა ზოგიერთ ქალაქში (ბორდო, ანჟე, რეიმსი, დუბაი) პანტოგრაფთან ერთად მათ აქვთ მესამე რელსიც (ორ რელსს შორის, მიწაზე) და მასზე მოსრიალე დენმიმღები, რომელიც შასიზე, ღერძებსშორისაა მიმაგრებული. სადენებით ქალაქის იერ–სახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით ქალაქის ცენტრში გამავალ ხაზებზე ელექტრომომარაგება ასეთი მესამე რელსით წარმოებს, სხვა უბნებში კი ელექტრომომარაგება ჩვეულებრივ, საჰაერო საკონტაქტო სადენიდან ხდება. ამ ტიპის მესამე რელსი სრულიად უსაფრთხოა ქვეითად მოსიარულეთათვის და ცხოველებისთვის.
სიტადისის ტიპები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Citadis–ის ოჯახი მოიცავს ნახევრადდაბალიატაკიან და 100% დაბალიატაკიან ვაგონებს, რომლებიც სამ, ხუთ და შვიდსექციურია. სიტადისის ოჯახის შემადგენლობა:
Citadis 100_სამსექციური, 70% დაბალი იატაკი. დაპროექტებული და აგებულია ერთობლივად, Alstom–ისა და Konstal–ის მიერ, პოლონეთში, Konstal–ის ქარხანაში (ხოჟუვი). ექსპლუატაციაშია პოლონეთში, ქალაქებში,_კატოვიცე და გდანსკი.
Citadis 202_სამსექციური, 100% დაბალიატაკიანი,_მელბურნი.
Citadis 301_სამსექციური, 70% დაბალი იატაკი,_ორლეანი და დუბლინი.
Citadis 302_ხუთსექციური, 100% დაბალიატაკიანი. ექსპლუატაციაშია შემდეგ ქალაქებში: ადელაიდა, ლიონი, ბორდო, პარიზი (ხაზი T2), ვალენსიენი, როტერდამი, ბუენოს-აირესი, მადრიდი, მელბურნი, მურსია და ბარსელონა.
Citadis 401_ხუთსექციური, 70% დაბალი იატაკი,_მონპელიე და დუბლინი.
Citadis 402_შვიდსექციური, 100% დაბალიატაკიანი,_ბორდო, დუბლინი, გრენობლი, პარიზი (ხაზი T3).
Citadis 403_შვიდსექციური, განახლებული საკიდარით,_სტრასბურგი.
Citadis X-04_სამსექციური, 100% დაბალიატაკიანი. დაპროექტდა ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპისთვის. აიგო პოლონეთში, Alstom–ისა და Konstal–ის მიერ. ექსპლუატაციაშია თურქეთში (სტამბული).
Regio-Citadis_სამსექციური, 70% დაბალი იატაკი. ექსპლუატაციაშია ქალაქებში: კასელი, რიდერკერკი, ზალცგიტერი.
ფოტოგალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
Citadis 403 სტრასბურგში.
-
მე-1000 Citadis ლიონში.
-
Citadis სტამბოლში.
-
მიულუზის Citadis-ის ინტერიერი.
-
Citadis 402 ტურში.
-
Citadis 402 პარიზში.
-
Citadis 302 ორლეანში.
-
Citadis 305 კაენში.
-
Citadis 405 ნიცაში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Alstom Transport
- List of all ordered Citadis (en Français/in French) (read the notes written by visitors at the end of the page, because there are some errors in the table)
- «Sensolab drives interior experimentation» – design of Citadis tram interiors for Paris, Le Mans, Angers, Railway Gazette International