შინაარსზე გადასვლა

Call of Duty 4: Modern Warfare

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Call of Duty 4: Modern Warfare
დეველოპერ(ებ)ი Infinity Ward
გამომცემელი Activision
სერია „Call of Duty“
ძრავა IW 3.0[1]
პლატფორმ(ებ)ი
გამოსვლის თარიღი Xbox 360, PS3, Windows
ჩრდ.ამ. 5 ნოემბერი, 2007
ავს 7 ნოემბერი, 2007
ევრ 9 ნოემბერი, 2007
OS X
ჩრდ.ამ. 26 სექტემბერი, 2008
PAL 28 იანვარი, 2011
Wii
10 ნოემბერი, 2009[2]
ჟანრ(ებ)ი პირველი პირის შუტერი
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთმაშიანი, მრავალმოთამაშიანი
რეჟისორ(ებ)ი ჯეისონ უესტი
პროდიუსერ(ებ)ი მარკ რუბინი
დიზაინერ(ებ)ი
  • ტოდ ალდერმანი
  • სტივ ფუკუდა
  • მაკეი მაკ-კენდლიში
მხატვარი რიჩარდ კრიგლერი
სცენარისტი ჯესი სტერნი
კომპოზიტორი სტივენ ბარტონი

Call of Duty 4: Modern Warfareპირველი პირის შუტერი ვიდეო თამაში, შემუშავებული Infinity Ward-ის და გამოცემული Activision-ის მიერ 2007 წლის 5 ნოემბერს Xbox 360, PlayStation 3-ის და Windows-ის პლატფორმებზე,[3] 2008 წლის 26 ნოემბერს - OS X-ზე,[4] ხოლო 2009 წლის 10 ნოებმერს - Wii-ზე.[2] ეს არის რიგით მეხუთე ნაწილი „Call of Duty“-ის სერიიდან.

„Modern Warfare“ წარმოადგენს მნიშვნელოვან გადახვევას წინა თამაშებისგან, სადაც სიუჟეტი მეორე მსოფლიო ომის ნაცვლად, მიმდინარეობს თანამედროვე პერიოდში, 2011 წელს, სადაც სეპარატისტული ჯგუფის ლიდერი, ხალედ ალ-ასადი კლავს უსახელო ქვეყნის პრეზიდენტს ახლო აღმოსავლეთში, ხოლო რუსეთში, ულტრანაციონალისტური მოძრაობა აღვივებს სამოქალაქო ომს. კონფლიქტები დანახულია ამერიკელი და ბრიტანელი ჯარისკაცების პერსპექტივით. მოქმედება მიმდინარეობს სხვადასხვა ტერიტორიებზე: აზერბაიჯანში, რუსეთში, დიდ ბრიტანეთსა და ახლო აღმოსავლეთში. თამაშის მრავალმოთამაშიანი მონაკვეთი შედგება სხვადასხვა რეჟიმებისგან და შეიცავს დონეების სისტემას, რომელიც საშუალებას აძლევს მოთამაშეებს განბლოკონ დამატებითი იარაღები, იარაღის მოწყობილობები და კამუფლიაჟები.[5]

თამაშზე ორი წლის განმავლობაში მუშაობდა დაახლოებით ასი ადამიანი. 2007 წლის 27 აპრილს, ოფიციალური ტრეილერის გამოსვლამდე ერთი დღით ადრე, შემქმნელებმა გაუშვეს საიტი სახელწოდებით „Charlie Oscar Delta“, რომელიც იძლეოდა ინფორმაციას თამაშის შესახებ.[6] იმავე წლის 28 აპრილს გამოვიდა პირველი ტრეილერი.[7] მასში გამოიყენეს IW 3.0-ის ძრავა.[1]

პროექტმა მიიღო უმაღლესი შეფასებები ვიდეო თამაშების მიმოხილველებისგან. ძირითადად შეაქეს გეიმპლეი და სიუჟეტი. თუმცა მიიღო კრიტიკაც სხვადასხვა ნაკლოვანებების გამო. მას გადაეცა უამრავი ჯილდო სათამაშო გამოცემებისგან, მათ შორის „Xbox 360-ის საუკეთესო თამაშის“ ჯილდო IGN-ისგან,[8] წლის თამაშის ტიტული GameSpy-ისგან[9] და „წლის კონსოლის თამაშის“ წოდება ინტერაქტიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიისგან,[10] ასევე ბრიტანული აკადემიის რამდენიმე ჯილდო.[11] საერთო განხილვების საიტ Metacritic-ზე X360-ის ვერსია ფლობს 94/100,[12] PS3 - 94/100,[13] PC - 92/100,[14] Wii - 76/100.[15]

ის იყო 2007 წლის ყველაზე გაყიდვადი თამაში.[16] 2008 წლის ივნისში გაყიდვებმა 10 მილიონ ასლს მიაღწია,[17] 2013 წლის მონაცემით კი - 16 ეგზემპლარი შეადგინა.[18] თამაშის რემასტერინგული ვერსია სახელწოდებით „Call of Duty: Modern Warfare Remastered“ გამოვიდა Call of Duty: Infinite Warfare-ის სპეციალურ გამოცემასთან ერთად კომპლექტში 2016 წლის 4 ნოემბერს PlayStation 4-ზე, Xbox One-სა და PC-ზე,[19] 2017 წლის ივნისში კი გამოიცა განცალკევებით.[20]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Stead, Chris. (15 ივლისი, 2009) The 10 Best Game Engines of This Generation. IGN. ციტირების თარიღი: 15 ივლისი, 2009.
  2. 2.0 2.1 Call of Duty(R): Modern Warfare(R) Coming to Wii. Activision Publishing, Inc.. PRNewswire.com (5 აგვისტო, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 სექტემბერი, 2009. ციტირების თარიღი: 7 აგვისტო, 2009.
  3. Release Summary. GameSpot. ციტირების თარიღი: 19 თებერვალი, 2009.
  4. Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil).
  5. BradyGames (30 ოქტომბერი, 2007). Call of Duty 4: Modern Warfare Official Strategy Guide. BradyGames. ISBN 0-7440-0949-9. 
  6. Radd, David. (12 ნოემბერი, 2007) Activision Gets StreetWise on Charlie Oscar Delta. GameDaily. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ივნისი, 2008. ციტირების თარიღი: 21 აპრილი, 2008.
  7. Reveal Trailer HD. Spike. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 მარტი, 2008. ციტირების თარიღი: 22 აპრილი, 2008.
  8. Xbox 360 Top 10. GameSpy. IGN Entertainment, Inc. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 მარტი, 2009. ციტირების თარიღი: 17 მარტი, 2008.
  9. 2007 Game of the Year. GameSpy. IGN Entertainment, Inc. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 მაისი, 2009. ციტირების თარიღი: 17 მარტი, 2008.
  10. 11th Annual Interactive Achievement Awards. The Academy of Interactive Arts & Sciences. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 თებერვალი, 2008. ციტირების თარიღი: 17 მარტი, 2008.
  11. „Three Baftas for Call of Duty 4“. BBC.com. 10 მარტი, 2009. ციტირების თარიღი: 11 მარტი, 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  12. Call of Duty 4: Modern Warfare (Xbox 360). Metacritic. ციტირების თარიღი: 13 მარტი, 2009.
  13. Call of Duty 4: Modern Warfare (PlayStation 3). Metacritic. ციტირების თარიღი: 13 მარტი, 2009.
  14. Call of Duty 4: Modern Warfare (PC). Metacritic. ციტირების თარიღი: 13 მარტი, 2009.
  15. Call of Duty: Modern Warfare: Reflex Edition (Wii). Metacritic. ციტირების თარიღი: 13 მარტი, 2009.
  16. Call of Duty(R) 4: Modern Warfare(TM) Ranks #1 Title in Units Worldwide for Calendar 2007. Activision (25 იანვარი, 2008). ციტირების თარიღი: 30 აპრილი, 2008.
  17. Terdiman, Daniel. (3 ივნისი, 2008) 'Call of Duty 4' hits 10 million units sold. CNET News. CBS Interactive Inc.
  18. Call of Duty: A Short History. IGN. Ziff Davis (ნოემბერი, 2013). ციტირების თარიღი: 23 თებერვალი, 2014.
  19. Scammell, David. (2 მაისი, 2016) Modern Warfare Remastered is developed by Raven; first multiplayer maps confirmed. VideoGamer.com. ციტირების თარიღი: 2 მაისი, 2016.
  20. PC, Xbox One Finally Receive Call Of Duty: Modern Warfare Remastered Standalone Version. ციტირების თარიღი: 27 ივლისი, 2017.