შინაარსზე გადასვლა

DC Comics

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
DC Comics
ტიპი კომპანია Warner Bros. Entertainment-ის დამატებითი განყოფილება
დაფუძნდა 1934; 90 წლის წინ (1934) (როგორც National Allied Publications)
სათავო ოფისი ნიუ-იორკი
პროდუქცია კომიქსების გამომცემლობა
პარტნიორი Time Warner

DC Comics, Inc. (დაარსდა 1934 წელს, როგორც National Allied Publications) — ამერიკული კომიქსების გამომცემლობა. იგი არის DC Entertainment-ის[1][2], Warner Bros. Entertainment, Inc.-ის ფილიალის საგამომცემლო განყოფილება და Time Warner-ის ფილიალი. DC Comics არის ამერიკის ერთ-ერთი ძველი კომიქსების გამომცემლობა. მის ცნობილ პერსონაჟებს შორის არიან სუპერმენი, ბეტმენი, ქალი საოცრება, ფლეში, მწვანე ფარანი და სამართლიანობის ლიგა. კომიქსების დიდი ნაწილის მოქმედება მიმდინარეობს DC-ის სამყაროში.

ინიციალი „DC“ შეიქმნა ამ კომპანიის პოპულარული „დეტექტიური კომიქსების“ მიხედვით (Detective Comics) და მალე კომპანიის ოფიციალური დასახელება გახდა. DC Comics-ების სათაო ოფისი მდებარეობდა 1700 ბროდვეიზე, მანჰეტენზე, თუმცა 2015 წელს გადავიდა კალიფორნიაში, ქალაქ ბერბენკში[3].

DC Comics, მთავარ მეტოქე Marvel Comics-თან ერთად, ამერიკული კომიქსების ბაზრის 70%-ს შეადგენს[4].

DC Comics-ის მიხედვით გადაღებული ტელეფილმები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უამრავი ფილმი და სერიალია გადაღებული DC Comics-ის მიხედვით. აქ თავმოყრილია ანიმაციური და მხატვრული ფილმების სია, დაწყებული 1951 წლიდან.

ფილმები
წელი ორიგინალური დასახელება ქართული დასახელება
1951 Superman and the Mole Men სუპერმენი და მოლეკულური ადამიანი
1966 Batman ბეტმენი
1978 Superman-The Movie
1980 Superman II სუპერმენი II
1982 Swamp Thing
1983 Superman III სუპერმენი III
1984 Supergirl სუპერქალი
1987 Superman IV - The Quest for Peace სუპერმენი IV
1989 Batman ბეტმენი
1989 The Return of Swamp Thing
1992 Batman Returns ბეტმენის დაბრუნება
1995 Batman Forever ბეტმენი სამუდამოდ
1997 Batman & Robin ბეტმენი და რობინი
1997 Steel მეტალის კაცი
2002 Road to Perdition დაწყევლილი გზა
2003 The League of Extraordinary Gentlemen გამორჩეულ ჯენტლმენთა ლიგა
2004 Catwoman ქალი კატა
2004 Constantine კონსტანტინე
2005 Batman Begins ბეტმენი დასაწყისი
2005 A History of Violence ძალადობის ისტორია
2005 V for Vendetta V for Vendetta
2005 The Batman vs Dracula: The Animated Movie ბეტმენი დრაკულას წინააღმდეგ: ანიმაციური ფილმი
2006 Superman Returns სუპერმენის დაბრუნება
2006 Superman: Brainiac Attacks (animiert) ანიმაცია
2007 Superman: Doomsday (animiert) სუპერმენი: განკითხვის დღე
2008 The Dark Knight ბნელი რაინდი(ბეტმენი)
2009 Watchmen მეთვალყურეები (მფარველები)
2009 Wonder Woman ქალი საოცრება
2010 Justice League Mortal

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Melrose, Kevin. (October 10, 2009) DC Entertainment – what we know so far. Comic Book Resources. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 1, 2016. ციტირების თარიღი: September 11, 2009.
  2. http://www.dccomics.com/blog/2017/05/05/dc-entertainment-expands-editorial-leadership-team
  3. DC Comics Inc. Hoovers. Retrieved October 18, 2008.
  4. Johnston, Rich. DC Comics Humiliates Marvel With August 2016 Marketshare, As Diamond Sets A Record Month Of Sales. ციტირების თარიღი: 18 September 2016.