შინაარსზე გადასვლა

Fun (ჯგუფი)

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Fun

ჯგუფი 2012 წელს
ბიოგრაფია
წარმოშობა ნიუ-იორკი, აშშ
ჟანრ(ებ)ი ინდი პოპი[1] , ალტერნატიული როკი, ფაუერ პოპი
აქტიური 2008-იდან დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Fueled by Ramen,Nettwerk, Hassle
წევრები ნეიტ რუესი
ენდრიუ დოსტი
ჯეკ ანტონოვი
საიტი ournameisfun.com
Fun ვიკისაწყობში

Fun — ამერიკული ალტერნატიული როკ-ჯგუფი, რომელიც დაარსდა ნიუ-იორკში ნეიტ რუესის მიერ, მას შემდეგ რაც დაიშალა ჯგუფი The Format. 2008 წელს დაიშალა The Format, რის შემდეგ რიუსესმა შექმნა ჯგუფი ენდრიუ დოსტთან ჯგუფ Anathallo-დან და ჯეკ ანტონოვთან Steel Train-დან ერთად[2]. Fun-მა გაავრცელა 2 ალბომი: მათი სადებიუტო Aim and Ignite 2009 წელს და მათი ბოლო ალბომი Some Nights 2012 წლის თებერვალში.

ჯგუფი არის ცნობილი მისი ჰიტით „We Are Young“ ჟანელ მონესთან ერთად. სიმღერამ „We Are Young“ მიაღწია ნომერ პირველს ამერიკის Billboard Hot 100 და Digital Songs-ის ჩარტში და გახდა პირველი ალტერნატიული ჟანრის სიმღერა, რომელიც მოექცა Billboard Hot 100 ჩარტის სათავეში Coldplay-ის „Viva la Vida“-ს შემდეგ. ასევე მიაღწია პიკს გაერთიანებული სამეფოს ჩარტებიში.

2007-2008: კარიერის დასაწყისი დ ჯგუფის ფორმირება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

The Format 2008 წლის თებერვალში დაიშალა, რის შემდეგაც რიუსესმა ენდრიუ დოსტსა და ჯეკ ანტონოვს სთხოვა, რომ შეერთებოდნენ მას თავის ახალ პროექტში. დოსტი The Format-თან ერთად ტურნეზე იყო ნამყოფი და სხვადასხვა აპარატურით უზრუნზელყოფდა. რიუსესი შეხვდა ანტონოვს The Format-ის ტურნის შემდეგ Steel Train-თან ერთად. სამეულმა მუშაობა ნიუ-ჯერსიში დაიწყო. რუისესი სიმღერებს მღეროდა, დოსტი და ანტონოვი კი მუსიკას წერდნენ. მათ გამოუშვეს თავიანთი პირველი დემო სიმღერა „Benson Hedges“, რომელიც უფასოდ იყო ხელმისაწვდომი.

ჯგუფის პირველი სინგლი „At Least I'm Not as Sad (As I Used to Be)“ უფასოდ იყო ხელმისაწვდომი Myspace-ის გვერდზე 6 აპრილს ალბომი Aim and Ignite 2009 წელს 25 აგვისტოს გამოვიდა და პოზიტიური შეფასებები მიიღო. ალბომმა მიაღწია #26-ს Sputnikmusic-ის Top 50-ში 2009 წლის ალბომებს შორის. ალბომის ყველაზე დიდი მიღწევა იყო 71-ე ადგილი ამერიკის ალბომების ჩარტებში.

2011 წლიდან დღემდე: Some Nights

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის 17 მაისს ჯგუფმა განაცხადა, რომ მათი შემდეგი ალბომი Some Nights 2012 წლის 21 თებერვალს გამოვიდოდა. ალბომის პირველი სიმღერა „We Are Young“ ჟანელ მონესთან ერთად გამოყენებულ იქნა სერიალებში: „ჭორიკანა“, „90210“, „კლუბი“, „Chuck“.

2012 წლის ივნისში YouTube-ში გავრცელდა მათი სიმღერა „Some Nights“.

ჯგუფის წევრები ხანგრძლივობა ინსტრუმენტი
ჯეკ ანტონოვი 2008— ვოკალი, გიტარა, საყვირი
2012— დასარტყმელი საკრავები
ენდრიუ დოსტი 2008— მაღალ დიაპაზონიანი ინსტრუნემტები
ნეიტ რუესი 2008— მთავარი ვოკალისტი
ტურის წევრები ხანგრძლივობა ინსტრუმენტი
ნეიტ ჰაროლდი 2009— ბას გიტარა, ვოკალი
ეემილი მური 2009— გიტარა, ვოკალი, კლავიშებიან ინსტრუმენტებზზე , საქსოფონი
უილ ნუნი 2010— დასარტყმელი საკრავები
სტუდიური ალბომები

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ]Kellman, Andy. Fun. - biography and credits. Allmusic. Rovi Corporation. ციტირების თარიღი: 12 March 2013.
  2. Martin, Hannah (September 15, 2009). "A new dynamic to Fun: Nate Ruess", Boston Globe, p. G3.