Paranthropus aethiopicus
პარანთროპუს ეთიოპიკუსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სავარაუდო წარმომავლობის გნხილვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სად და როდის გაჩნდნენ პირველი ჰომინიდები? ეს არის ფიზიკური ანთროპოლოგიის მკვლევართა თაობების უმთავრესი კითხვა. ბოლო 30 წლის აღმოჩენების გამო, ფიზიკური ანთროპოლოგიის მკვლევარები ფიქრობენ, რომ პასუხი ახლოსაა. სკოტ სომპსონი მიმოიხილავს გამოკვლევას, რომელშიც მოცემულია პასუხი ჰომინიდების წარმოშობის შესახებ კითხვაზე და მსჯელობს პირველი ჰომინიდის სახელის მოპოვების ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე იმედის მომცემ კანდიდატზე აუსტრალოპითეკუს აფარენსისზე. თუმცა აფარენსისზე ძველი ჰომინიდებიც ვიცით.
დაახლოებთით 7 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა პრიმატი შაჰელანტროპუს ტრადენსის, მისი განამარხებული ძვლები იპოვეს 2001 წელს. აღმოაჩინეს შაჰელანტროპუსის თითქმის დაუზიანებული თავის ქალა, რომელსაც ჰქონდა როგორც ჰომინოიდის, ისე ჰომინიდისთვის დამახასიათებელი ნიშნები.
მართალია, მის თავის ქალას ჰომინოიდებისთვის დამახასიათებელი ნიშნები: პატარა მოცულობის ტვინი, წამწამების დიდი რკალები და ფართო სახე ჰქონდა, მაგრამ მისი კბილების აგებულება უფრო ჰომინიდების მსგავსი იყო, განსაკუთრებით ეშვები, რომლებიც კბილების რიგის ზემოდან არ იყო გამოშვერილი. სავარაუდოდ, იმის მტკიცებულება, რომ შაჰელანტროპუსი ორ ფეხზე გადაადგილდებოდა, არ არსებობს და ამის გასაგებად ახალ აღმოჩენას უნდა ველოდეთ. სამაგიეროდ არსებობს საინტერესო მასალა, რომელიც ამტკცებს, რომ ადრეული ჰომინიდი, რონინ ტუგენენსისი, ნამდვილად ორ ფეხზე გადაადგილდებოდა. მასალა 1998 წელს დასავლეთ კენიაში ბრეჯიტ სენუტმა და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს. რონინ ტუგენენსისის ნაშთები შედგებოდა ყბის, კბილების, თითების, მკლავისა და ფეხების ძვლების 19 ნაწილისგან, თეძოს ძვლის ზედა ნაწილის ჩათვლით. სენუტის აზრით, რონინის თეძოს ძვალს ბიპედალიზმის ადაპტაციის ნიშნები ახასიათებს, როდესაც აქვს გრძელი, კუთხისებური ზედა ნაწილი. სხვა მეცნიერები ამდენად დარწმუნებულები არ არიან. რორინი დაახლოებით 5,8-6 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა და ამდენად, თუ შემდგომი გამოკვლევა მის ბიპედალიზმს დაადასტურებს, შეიძლება ყველაზე ადრეულ ჰომინიდად ჩაითვალოს. 1992 წელს მკვლევართა ჯგუფი ანთროპოლოგ ტიმ უაითის ხელმძღვანელობით შეუდგა 4 მილიონი წლის წინანდელი განამარხებული ნაშთების ადგილსამყოფელის გათხრას ეთიოპიაში, ავაშის რეგიონის შუაგულში, ადგილ არამისში. ამ ადგილას მათ ყველაზე ადრეული ჰომინიდის 17 ნაშთი იპოვეს (მას შემდეგ კიდევ უფრო მეტი აღმოჩნდა, რომელთაგან ზოგი 5,8 მლნ. წლის წინანდელია) მართალია თავიდან ფიქრობდნენ, რომ ეს ავსტრალოპითეკის ახალი სახეობებია, მაგრამ უაითმა და მისმა კოლეგებმა დაადგინეს, რომ ეს ასე არ იყო და ამ აღმოჩენას რამიდუს დაარქვეს. ძალიან განსხვავდებოდა ავსტრალოპითეკებისგან და ამიტომ ახალი გვარი - არდიპითეკუს შეიქმნა. არდიპითეკუსი რამიდუსის უნიკალურობას განაპირობებდა ის, რომ მას ჰქონდა ადამიანის მსგავსი მაიმუნისათვის დამახასიათებელი კბილების აგებულება და ორ ფეხზე გადაადგილების დამადასტურებელი ნიშნები, ასევე ჰომინიდების მსგავსი მთლიანი ჩონჩხი. ადამიანის მსგავსი მაიმუნებივით არდიპეთეკუსს შედარებით პატარა, თხელმინანქრიან საღეჭი კბილები და შედარებით დიდი ეშვები ჰქონდა. მისი მკლავის ძვლები ჰომინიდების მსგავსია, ხოლო თავის ქალის ფუძიდან ჩანს, რომ კეფის ხვრელი ანუ ხერხემლის მიერთების ადგილი თავის ქალის ქვეშ იყო მოთავსებული, ზუსტად ისე, როგორც აშკარად გამოხატულ ორფეხა ჰომინდებს ჰქონდათ. არდიპთეკის ტერეფებიც ორ ფეხზე სიარულთან შეგუების ნიშნებს ატარებს, მართალია დასარწმუნებლად მეტი მტკიცებულებაა საჭირო, მაგრამ არდიპითეკი, შესაძლოა, აქამდე აღმოჩენილი უადრესი ჰომინიდი იყოს. მიუხედავად ამისა, რომ ჯერ კიდევ არის გარკვეული ეჭვი, მიეკუთვნება თუ არა არდიპითეკი ჰომინიდების გვარს, ავსტრალოპითეკინებს (ავსტრალოპითეკების გვარის წარმომადგენელები) შესახებ ასეთი ეწვი აღარ არსებობს. მათი კბილები ჰომინიდებისთვის დამახასიათებელ ნიშნებს ატარებს: პატარა ეშვები, ბრტყელი და სქელქამრიანი საღეჭი კბილები და პარაბოლური დენტალური თაღი. მაგრამ ყველაზე უტყუარი მტკიცებულება ის არის, რომ ავსტრალოპითენიკები აღმოჩნის ადგილები აბსოლუტურად ბიპედალურები იყვნენ, ანუ მხოლოდ ორ ფეხზე გადაადგილდებოდნენ, ამას ამტკიცებს არა მხოლოდ მათი ჩონჩხები, არამედ ლაეტოლიში აღმოჩენილი ფეხის 50-ზე მეტი გაქვავებული ანაბეჭდი, რომელთა ასაკი დაახლოებით 3,6 მილიონი წელია. ავსტრალოპითეკინების ბიპედალიზმი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი მთელ დროს მხოლოდ მიწაზე ატარებდნენ. ყველა ავსტრალოპითეკი, გვიანდელი სახეობების ჩათვლით, როგორც ჩანს, კარგად ცოცავდა და გადაადგილდებოდა ხეებზე, რასაც ადასტურებს, როგორც მათი ხელების სიგრძე, ისე ჩონჩხის დამახასიათებელი სხვა ნიშნებიც. ავსტრალოპითეკებს შორის გარკვეული სხვადასხვაობა არსებობს, რისმიხედვითაც, პალეანთროპოლოგობი მათ, სულ ცოტა ექვს სახეობად ყოფენ, მაგრამ შეიძლება მეტიც ყოფილიყო ზოგიერთი მეცნიერის აზრით ბოლოდროინდელი აღმოჩენების საფუძველზე, შესაძლოა, კიდევ ორი ახალი სახეობა: ბაჰრელგჰაზალი და გაჰრი დაემატოს, ასევე ერთი მონათესავე ჰომინიდი ენიანროპუს პლათოპუს, რომელიც ასევე ავსტრალოპითენიკენებად ყოფენ. თხელი ავსტრალოპითენიკები მოიცავენ, ანამენსის, აფარენსის და აფრიკანუს. ყველა მათგანს უფრო მომცრო ზომის კბილები და სახის შედარებით მსუბუქი კუნთები ჰქონდა, ვიდრე მასიურ ავსტრალოპითენიკებს. ავსტრალოპითეკი აუსტრლოპითეკუს ანამენსის, რომელიც შეიძლება 4,2 მლნ. წლის იყოს, მხოლოდ ჩრდილოეთ კენიაში აღმოჩნდა. სხვა ჰომინიდები, რომლებიც აღმ. აფრიკაში აღმოჩდნენ, მხოლოდ 4-3 მლნ. წლის წინ ცხოვრობდნენ, პალეოანთროპოლოგების უმეტესობის მიერ კლასიფიცირებულები არიან, როგორც აუსტრალოპიეთკუს აფრიკანუს რომელიც 3-2 მლნ. წლის წინ უმეტესად სამხრეთ აფრიკაში ცხოვრებდა, მაგრამ ამ ფორმებს შორის დროსა და სივრცეში არსებული განსხვავებებ მრავალ პალეოანთროპოლოგს აფიქრებინებს, რომ ისინი განსხვავებულ სახეობებს წარმოადგენდნენ.[1]
მასიური ავსტროპიტენიკები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რობასტული ავსტრალოპითენიკები აღმოსავლეთ აფრიკაში 2,7 მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ. ისინი ძალიან განსხვავდებიან თხელი ავსტრალოპითენიკებისაგან. მართლაც, ზოგიერთი პალეოანთროპოლოგის აზრით, ეს ნაშთები იმდენად განსხვავებულლლი, რომ იმსახურებენ ცალკე გვარად გამოყოფას, რომელსაც არანთოპუს ანუ „ადამიანებთან ახლოს მდგომი“ ეწოდება. რობასტრული ავსტრალოპითეკინები თავდაპირველად სამხრეთ აფრიკის გამოქვაბულებში — კრომდარაისა და სვარკრანსში აღმოაჩინეს, უფრო გვიან კი — აღმოსავლეთ აფრიკაში, ეთიოპიის მდინარე ომოს აუზში, ტურკანას ტბის აღმოსავლეთ და დასავლეთ უმრავლესობის კლასიფიკაციით, სამხრეთ აფრიკულ მასიურ ავსტრალოპითენიკებს, რომლებიც, 1,8-1 მლნ. წლის წინ ცხოვრობდნენ, რობუსტუს ეწოდებათ, ხოლო აღმოსავლურ აფრიკულ მასიურ ფორმებს, რომლებიც 2,3-1,3 მლნ წლის წინ ცხოვრობდნენ — ბოოსეი. მესამე სახეობა — ეთიოპიკუსი, რომელიც კიდევ უფრო ადრინდელია და 2,5 მლნ. წლის წინ ცხოვრობდა, შიძლება ბოისეის წინაპარიც ყოფილიყო. თხელი აღნაგობის ავსტრალოპითენიკებისგან განსხვავებით, რობასტულ ავსტრალოპითენიკებს უფრო სქელი ყბები, დიდი საღეჭი კბილები და შეარეით პატარა საჭრელი კბილები აქვთ, მათი საღეჭი კუნთები უფრო მასიურია ხოლო თავის ზედა ნაწილზე კარგად განვითარებული ისრისებური წანაზარდები ღეჭვის პროცესს ხელს უწყობენ. გარდა ამისა, ორივე სახეობას ბევრად უფრო დიდი მოცულობის თავის ქალა აქვს (დაახლოებით 490-530 სმ³), ვიდრე სხვა თხელი აღნაგობის სახეობებს, ადრე ფიქრობდნენ. რომ უხეში მასიური ავსტრლოპითეკინები ბევრად უფრო დიდები იყვნენ, ვიდრე სხვა ავსტრალოპითენიკები. იმის გამო, რომ რობატსული ანუ დიდი, უხეში განსხვავდებოდა სხვა სახეობებისაგან არც სიმაღლით და არც წონით. მასიურობა ანუ სიდიდე, თავის ქალისა ყბის ზომაში, უფრო მეტად კი კბილების აგებულებაში გამოიხატებოდა. სხეულის ზომა უფრო დიდი რომ ყოფილიყო, მაშინ მათი ტვინის დიდი მოცულობა გასაოცარი არ იქნებოდა, რაგდან დიდი ზომის ცხოველებს დიდი მოცულობის ტვინიც ახასიათებთ. მიუხედავად იმისა, რომ მასიური ფორმები სხეულის მოყვანილობითა და ზომით აფრიკანუსს ემსგავსებიან, ტვინი შედარებით უფრო დიდი მოცულობისა ჰქონიათ ვიდრე აფრიკანუს. აუსტრალოპითეკუს ბოისეი-სახის რეკონსტრუქციაა.
საინტერესო ცნობები კონკრეტულად „ეთიოპიკუსის“ შესახებ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აღწერა: პირველი აუსტრალოპითეკუს ეთიოპიკუსი, რომელიც აღმოჩენილი იქნა სამხრეთ ეთიოპიაში, ფრანგი არქეოლოგების მიერ, ის ცნობილია სახელით — „ომო 18“ აუსტრალოპითეკუს ეთიოპიკუსი ადრეული და ასევე ნაკლებად ცნობილი ავსტრალოპითეკენია. ეთიოპიკუსის განამარხებული ნაშთების ჯგუფით ჩრდილოეთ კენიასა და სამხრეთ ეთიოპიაში აღმოჩნდა და 2,7 მლნ წლის წინანდელი პერიოდით თარიღდება. მათ შორის ერთი განსაკუთრებით საინტერესო ნიმუში — 1985 წელს აღმოჩენილი თითქმის დაუზიანებელი თავის ქალა, რომელსაც მუქი ფერის გამო „შავ თავის ქალას“ უწოდებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ რამდენიმე ნაშთი გვაქვს აშკარაა, რომ ეთიოპიკუსი სხვა ავსტრალოპითეკებისაგან საკმაოდ განსხვავდებოდდა. თითქმის იმავე ტერიტორიაზე და იმავე პერიოდში მცხოვრები ცხოველებისაგან განსხვავდება უფრო დიდი კბილებით, საღეჭი და ლოყის დიდი ძვლებით, თეფშის ფორმის მრგვალი და ბრტყელი, წინ წამოწეული სახეებითა და დიდი საგიტალური ქედით, სხვა დანარჩენი ნიშნებით მათ მსგავსი აქვთ საერთო ჯამში ეთიოპიკუსი ემსგავსება აფარენსისს მასიური „გაზრდილი“ საღეჭი აპარატით.
აუსტრალოპითეკუს რობუსტუს. 1936 წელს რობერტ ბრუმმა, შემდგომში სამხრეთ აფრიკის ტრანსილვანიის მუზეუმის ხერხემლიანთა პალეონროლოგიის კურატორმა, მუზეუმისთვის განამარხებული ექსპონატების მოსაპოვებლად ქვის კარიერების დათვალიერება დაიწყო. მას განსაკუთრებით ჰომინიდების პოვნა აინტერესებდა, რათა განემტკიცებინა რეიმონდ დარტის „ტაუნგის ბავშვის“ ადრინდელი აღმოჩენა, 1938 წელს კარიერის მენეჯერმა ბრუმსს მისცა ჰომინიდის ყბა, რომელიც შორიახლოს მდებარე გამოქვაბულში, სახელად კრომდრაიში აღმოჩნდა, ბრუმმა დაუყოვნებლივ დაიწყო გათხრები გამოქვაბულში და სულ რამდენიმე დღეში შეძლო შეედგინა ავსტრალოპითეკის ახალი სახეობის — აუსტრალოპითეკუს რობუსტუსის თავის ქალა. ასტრალოპითეკუს რობუსტუს 1949 წელს აღმოაჩინა რობერტ ბრუნმა სვარტკრანსის გამოქვაბულში.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://en.wikipedia.org/wiki/Paranthropus_aethiopicus
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-15. ციტირების თარიღი: 2016-07-06.