Pentium II
იერსახე
Pentium II - კორპორაცია Intel-მა 1998 წელს წარმოადგინა. Pentium II-ში შერწყმულია MMX ტექნოლოგია და Pentium Pro არქიტექტურა. L2 Cash მეხსიერება არ არის ინტეგრირებული პროცესორის მიკროსქემაში. იგი პროცესორს 64-თანრიგა სალტით უკავშირდება და პროცესორის პლატაზეა მოთავსებული, თავად პროცესორის პლატა კერტრიჯში თავსდება. Pentium II-ის სამუშაო სიხშირეა 200-450 მჰც.
Pentium II არქიტექტურა შემდეგი თავისებურებებით ხასიათდება:
- განშტოების მრავლობითი წინასწარმეტყველება, რაც პროგრამის განშტოებების რამდენიმე მიმართულების წინასწარ განსაზღვრას გულისხმობს;
- მონაცემების ნაკადის ანალიზი. მონაცემების ურთიერთდამოკიდებულებებიდან გამომდინარე პროცესორი თავად ირჩევს ინსტრუქციების შესრულების რიგი-თაობას;
- MMX ტექნოლოგიის სრული მხარდაჭერა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: