შინაარსზე გადასვლა

სამკურნალო ბარისპირა

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Stachys officinalis)
სამკურნალო ბარისპირა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Betonika officinalis

სამკურნალო ბარისპირა[1] (Stachys officinalis) — მისი ძველი სამეცნიერო სახელწოდებაა Betonica officinalis. გავრცელებულია ევროპაში, მცირე აზიას, კავკასიასა და დასავლეთ ციმბირში.

სამკურნალო ბარისპირა მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, 70 სმ-მდე სიმაღლისა, ტუჩოსანთა ოჯახიდან, კვერცხისებრ-ლანცეტური, ღეროსთან გულისებრი ფოთლებით; ღერო სწორი, დაღარული, ნაკლებად დაფოთლილი, მუქი მეწამული ფერის ყვავილებით. საქართველოში გავრცელებულია სუბალპურ და ალპურ მდელოებსა და ტყის პირებზე, ზღვის დონიდან 3000 მ-მდე, ყვავილობს ივლის-აგვისტოში.

სამკურნალო ბარისპირას გამხმარ ფოთლებს ადრე იყენებდნენ ხალხურ მედიცინაში სასუნთქი გზების კატარის სამკურნალოდ, ნორჩ ფოთოლს და ფესვებს — პირღებინების გამომწვევ და საფაღარათო საშუალებად.

  • დარეჯან მცხვეთაძე, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის თაიგული, თბ., 2001 წ.
  • Die große Pflanzenezklopädie, Herausg. von Christopher Brickell, Bd.2, გვ. 1001
  • Dr. Wilfried Weustenfeld, Heilpflanzenkartei, Melsungen, 1979