სოფელი — დასახლების ერთ-ერთი უძველესი და საყოველთაოდ გავრცელებული ფორმა. ხალხმრავლობის მიხედვით არჩევენ პატარასა (რამდენიმე კაცი ან კომლი) და დიდ (რამდენიმე ათასი) სოფლებს. სოფლების გარეგნული იერსახე განსხვავებულია ქვეყნის ბუნებრივი პირობებისა და საწარმოო მიმართულების გამო, მაგრამ მათი საერთო დამახასიათებელი ნიშანია ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებით განაშენიანებისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოების უპირატესი გავრცელება.

დართლო, თუშეთი, საქართველო.
ბერბერების სოფელი მაროკოში
სოფელი საფრანგეთში, ზემო პროვანსის ალპების დეპარტამენტში
მასულე, გილანის პროვინცია, ირანი

ისტორიულად ჩამოყალიბდა სასოფლო დასახლების რამდენიმე ფორმა:

  • გრძივი განაშენიანება — როდესაც სახლები განლაგებული არიან ერთი გზის (ქუჩის) გასწვრივ.
  • წრიული განაშენიანება — როდესაც სახლები განლაგებული არიან ცენტრალური საერთო მოედნის ირგვლივ წრიულად.

ეს ორი ფორმა არქაულია, ამჟამად იშვიათად გვხვდება, რადგან სოფლად მოსახლეობის ზრდამ მათი ტრანსფორმაცია გამოიწვია.

ურბანიზაციის საყოველთაო გაძლიერებას თან სდევს სოფლების საერთო რაოდენობისა და მოსახლეობის შემცირების ტენდენცია.

სოფლები საქართველოში

რედაქტირება

საქართველოში სოფელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის ძირეული ერთეულია. სოფელში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოა სოფლის საკრებულო. მცირე ზომის სოფლები გაერთიანებული არიან თემის საკრებულოში. კონფლიქტური რეგიონების გაუთვალისწინებლად საქართველოში 3668 სოფელია, რომლებიც მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით შემდეგნაირად ჯგუფდებიან:

ჯგუფი ქვედა ზღვარი ზედა ზღვარი რაოდენობა
1 < 10 312
2 11 50 393
3 51 100 360
4 101 200 480
5 201 500 911
6 501 1000 621
7 1001 2000 373
8 2001 3000 124
8 3001 5000 64
9 5001 > 28

ეს სტატისტიკა არ ითვალისწინებს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სასოფლო დასახლებებს, რადგან მათ შესახებ სარწმუნო ინფორმაცია არ არსებობს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: