შინაარსზე გადასვლა

დონ ეირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დონ ეირი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 21 ივნისი, 1948
დაბ. ადგილი სანდერლენდი
წარმოშობა სანდერლენდი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი მძიმე როკი
აქტიური 1974 - დღემდე
საიტი დონ ეირის საიტი
დონ ეირი ვიკისაწყობში

დონალდ სმით ეირი (ინგლ. Donald Smith Airey, დაიბადა 1948 წლის 21 ივნისს სანდერლენდში) — ინგლისელი მუსიკოსი. მან შეცვალა Deep Purple-იდან წასული ჯონ ლორდი. ეირის საკმაოდ ხანგრძლივი და ნაყოფიერი კარიერა ჰქონდა. ის უკრავდა ისეთ ცნობილ ადამიანებსა და ჯგუფებთან, როგორიცაა: გარი მური, ოზი ოსბორნი, ბრიუს დიკინსონი, Judas Priest, Black Sabbath, ჯეთრო ტალი, ვაითსნეიქი, რეინბოუ, და ა.შ. ის ასევე მუშაობდა ენდრიუ ლოიდ ვებერთან ერთად.

დონ ეირიმ მუსიკისადმი სიყვარული ადრეულ ასაკშივე გამოამჟღავნა. მან შეისწავლა ფორტეპიანოზე დაკვრა. ის სწავლობდა ნოტინგემის უნივერსიტეტში. შემდეგ ჩრდილოეთის სამეფო მუსიკალურ კოლეჯში (Royal Northern College of Music), მანჩესტერში. 1974 წელს გადავიდა ლონდონში და კოზი პაუელის ჯგუფ ჰამერს შეუერთდა. 1978 წელს დონი მცირე ხნით ჯგუფ Black Sabbath-ში გადავიდა. მან მონაწილეობა მიიღო ალბომ Never Say Die!-ს ჩაწერაში. მალე ის შეუერთდა გიტარისტ რიჩი ბლექმორის ჯგუფ რეინბოუს. ეირიმ ჯგუფთან ერთად ორი ალბომი ჩაწერა: Down to Earth და Difficult to Cure. 1980 წელს ის უკრავდა ოზი ოსბორნის პირველ სოლო ალბომში The Blizzard of Ozz, სადაც განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია შესავალი სიმღერისა Mr. Crowley, ეირის შესრულებით. 1981 წელს მან დატოვა რეინბოუ და სამი წლის მანძილზე ოზი ოსბორნთან უკრავდა. თავისი წვლილი შეიტანა ალბომების - Bark at the Moon და Speak of the Devil-ს ჩაწერაში. 1987 წელს ტურნეს შეუერთდა ჯგუფ ჯეთრო ტალს. მაგრამ მალე დატოვა ჯგუფი და ჩაწერა ალბომი "K2".

2001 წელს დონ ეირი შეუერთდა ჯგუფ Deep Purple-ს, მან შეცვალა დაშავებული ჯონ ლორდი, რომელმაც ამ შემთხვევის შემდეგ მუსიკალური კარიერა დაასრულა. ეირი ჯგუფს სრული დატვირთვით 2002 წლის მარტში შეუერთდა.

ამჟამად დონ ეირი მეუღლე დორისსა და სამ შვილთან ერთად კემბრიჯში (ინგლისი) ცხოვრობს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]