Slaves and Masters — Deep Purple-ის მეცამეტე სტუდიური ალბომი, გამოცემული 1990 წელს. ეს არის ჯგუფის ერთადერთი ალბომი ჯო ლინ ტერნერის მონაწილეობით, რომელმაც შეცვალა იენ გილანი. მიუხედავად ამისა, დისკის The Battle Rages On... ჩაწერის დროს ტერნერი კვლავ იყო ჯგუფის პერსონალიში.
მიუხედავად იმისა, რომ ალბომმა არ მიიზიდა პრესის ყურადღება და პრაქტიკულად, ცუდად იყიდებოდა შტატებში, 1991 წლის ევროპული ტური მასშტაბური და წარმატებული აღმოჩნდა. ჯგუფის ამ პერსონალის (Mk V) დიდ პატივს სცემდნენ ცვალებადი სეტლისტების გამო.
ალბომის Slaves And Masters გარდა, Mk 5 სხვა სიმღერები წარადგინა 1990-91 წლებში. ერთ-ერთი იყო Slow Down Sister (სინგლიდან Love Conquers All). ასევე აღსანიშნავია Fire, Ice and Dynamite (რომელიც მოხვდა ამავე სახელწოდების ფილმში). სიმღერა შეტანილი იქნა ფილმის საუნდტრეკში. ჯონ ლორდი ამ სიმღერაში არ უკრავს - მის მაგივრად სინთეზატორებზე დაუკრა როჯერ გლოვერმა.
ალბომის არც ერთი სიმღერა არ შესრულებულა ცოცხლად 1991 წლის ტურის შემდეგ (გარდა შტატების). აღსანიშნავია მხოლოდ King Of Dreams, რომელიც მოხვდა 2002 წლის ჰიუზისა და ტერნერის ერთობლივ ევროპულ/იაპონურ ტურებში. ეს ვერსია ახლოს იყო ორიგინალურთან და მსმენელების ინტერესი მიიპყრო. იგი შეტანილი იქნა პროექტის 2002 წლის ალბომში Live In Tokyo.