შინაარსზე გადასვლა

აბიდოსის დინასტია

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბიდოსის დინასტიაძველი ეგვიპტის ფარაონების დინასტია. მართავდა ზემო ეგვიპტის ნაწილს ეგვიპტის მეორე გარდამავალი პერიოდის დროს ძვ. წ. 1650-1600 წლების განმავლობაში. სხვა დინასტიებისაგან განსხვავებით, რომელთაც ნომერი მისცა მანეთონმა, ამ დინასტიას ნომერი არ აქვს[1].

იმის შესახებ, რომ მსგავსი დინასტია აბიდოსში არსებობდა, პირველად 1988 წელს განაცხადა დეტლეფ ფრანკემ[2]. 1997 წელს ეგვიპტოლოგმა კიმ რიჰოლტმა გამოთქვა ვარაუდი, რომ აღნიშნული დინასტია მართავდა ეგვიპტეს XV და XVI დინასტიების პარალელურად[3].

დინასტიის არსებობა დადასტურდა 2014 წლის იანვარში, როდესაც არქეოლოგმა ჯოზეფ ვეგნერმა აბიდოსში აღმოაჩინა აქამდე უცნობი ფარაონის სენებკაის საფლავი, რომელიც აგებული იყო დაახლოებით ძვ. წ. 1650 წელს[1][4][5].

დინასტია სავარაუდოდ იყო ადგილობრივი წარმოშობისა და სრულიად დამოუკიდებელნი იყვნენ ჰიქსოსებისაგან. თუ ვიმსჯელებთ საფლავის მცირე ზომებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ დინასტიას ჰქონდა მცირე რესურსები[5].

სამეფო ნეკროპოლისი მდებარეობს აბიდოსის სამხრეთში ე. წ. ანუბისის მთასთან, მის ახლობლად მდებარეობს შუა სამეფოს ფარაონების სენუსერტ III-ისა (XII დინასტია) და სებეხოტეპ I-ის (XIII დინასტია) საფლავები[1].

  1. 1.0 1.1 1.2 Giant Sarcophagus Leads Penn Museum Team in Egypt To the Tomb of a Previously Unknown Pharaoh. Penn Museum (январь 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-24. ციტირების თარიღი: 2014-01-18.
  2. Franke Detlef. Zur Chronologie des Mittleren Reiches. Teil II: Die sogenannte Zweite Zwischenzeit Altägyptens // Orientalia 57. — 1988. — S. 259.
  3. Ryholt K. S. B. The Political Situation in Egypt during the Second Intermediate Period c. 1800-1550 B.C. — P. 164.
  4. New Pharaoh Discovered In Egypt – Introducing King Seneb Kay. Ancient Origins (2014-01-15). ციტირების თარიღი: 2014-01-18.
  5. 5.0 5.1 Американские археологи раскопали могилу неизвестного фараона. Вести.Ру (2014-01-16). ციტირების თარიღი: 2014-01-18.