შინაარსზე გადასვლა

ავაის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ავაის ბრძოლა
პარაგვაული ომების ნაწილი ნაწილი

„ავაის ბრძოლა“, პედრო ამერიკოს ნახატი, რიო-დე-ჟანეიროს ხელოვნების მუზეუმი
თარიღი 1868 წლის 11 დეკემბერი
მდებარეობა ავაი-აროიო, პარაგვაი
შედეგი ბრაზილიის გამარჯვება
მხარეები
ბრაზილიის დროშა ბრაზილია პარაგვაის დროშა პარაგვაი
მეთაურები
კაშიასის მარკიზი;
მანუელ ლუის ოსორიო
ბერნარდინო კაბალიერო
ძალები
18 000 7 000
დანაკარგები
297 გარდაცვლილი,
1 431 დაჭრილი
4 500 გარდაცვლილი
600 დაჭრილი
1 000 ტყვედ ჩავარდნილი
ავაის ბრძოლა ვიკისაწყობში

ავაის ბრძოლა — იყო შეტაკება ამავე სახელწოდების ნაკადულზე, რომელიც 1868 წელს პარაგვაის ტერიტორიაზე, პარაგვაული ომების დროს მოხდა, პარაგვაისა და სამთა ალიანსის ძალებს შორის.

შეტაკება დეკემბერში გამართული იმ ბრძოლათა სერიების ნაწილი იყო, რომლებშიც გამარჯვებას კაშიასის მარკიზმა ლიმა-ი-სილვამ მიაღწია.

1868 წლის 10 დეკემბრის ღამეს, ბრაზილიის არმიის 9 000 ჯარისკაცი პარაგვაის ტერიტორიაზე, იპანემა-პორტოსთან დაბანაკდა. მარკიზმა მათ ქალაქ ვილიეტისკენ მსვლელობა უბრძანა, სადაც ხიდთან იგივე რაოდენობის პარაგვაელები იყვნენ დაბანაკებული. გამარჯვების შემდეგ, ბრაზილიელთა ძალები დანარჩენ ვილიეტაშიც შევიდნენ.

შეტაკების დროს მდეგრად იბრძოდნენ პარაგვაის ძალები, მაგრამ მათ მტერმა ტყუილი მანევრებით გზა აუბნია და გაანადგურა. გაქცევა მხოლოდ ასმა პარაგვაელმა შესძლო, რომელთაც გენერალი ბერნარდინო კაბალიერო ხელმძღვანელობდა. ზეპირი გადმოცემების თანახმად, ამ შეტაკებაში პარაგვაელ მებრძოლთა მხარდამხარ ასობით ქალიც იბრძოდა.

  • DONATO, Hernâni. Dicionário das Batalhas Brasileiras. São Paulo: Editora Ibrasa, 1987.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: