აზერბაიჯანის სახელმწიფო აკადემიური ფილარმონიის დარბაზი
აზერბაიჯანის სახელმწიფო აკადემიური ფილარმონიის დარბაზი (აზერბ. Müslüm Maqomayev adına Azərbaycan Dövlət Akademik Filarmoniyası) — შენობა მდებარეობს ბაქოში, არის მთავარი საკონცერტო დარბაზი აზერბაიჯანში, რომელიც აშენდა 1910 წელს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აზერბაიჯანის სახელმწიფო აკადემიური ფილარმონიის დარბაზი 1910–1912 წლებში აშენდა ქალაქის ელიტის თხოვნით და სომეხი არქიტექტორის გაბრიელ ტერ–მიქელოვის მიერ იყო შექმნილი იტალიის რენესანსის (ექსტერიერის) და გერმანული როკოკოს (ინტერიერის) სტილში. მისი დიზაინი შთაგონებული იყო მონტე-კარლოს კაზინოს შენობების არქიტექტურული სტილით, განსაკუთრებით მონტე-კარლოს ოპერადან.
საზოგადოებისთვის ეს ადგილი ცნობილია, როგორც საზოგადოებრივი შეკრების საზაფხულო ცენტრი. 1936 წლამდე თავდაპირველად იყო ორგანიზებული, როგორც ბაქოს მდიდარი ფენისთვის, რომლებიც ესწრებოდნენ ბანკეტებსა და სხვადასხვა გასართობებ ღონისძიებებს. რუსეთის სამოქალაქო ომის დროს იგი საზოგადოებრივი მიტინგების ადგილი იყო. 1936 წელს კლუბი გადაკეთდა ფილარმონიის რეზიდენციად და მიზნად ისახავდა აზერბაიჯანული კლასიკური და ხალხური მუსიკის პოპულარიზაციას. 1937 წლის 11 აგვისტოს შენობა გარემონტდა და მას აზერბიაჯანელი კომპოზიტორის და დირიჟორის მუსლიმ მაგომაევის სახელი მიენიჭა [1].
1995 წელს დარბაზი 8 წელზე მეტი ხნის განმავლობაში დახურული იყო, კიდევ ერთი რემონტის გამო. ამასთან, იმ პერიოდში უმეტესად საერთოდ არ ჩატარებულა აღდგენითი სამუშაოები, რამაც ბაქოს მრავალი მაცხოვრებლის უკმაყოფილება გამოიწვია. აზერბაიჯანის კულტურის მინისტრმა ასეთი შეფერხება ახსნა იმით, რომ მიწისქვეშა წყლებმა დროთა განმავლობაში დააზიანეს შენობის საძირკველი. ამის მიუხედავად, გავრცელდა ინფორმაცია (ძირითადად ოპოზიციურ მედიაში) იმის შესახებ, რომ მთავრობის მიერ რემონტისთვის გამოყოფილი თანხა ან სხვადასხვა გამოჩენილი მუსიკოსის მიერ შემოწირული თანხა (მაგალითად: მსტისლავ როსტროპოვიჩი პოლონელი-რუსი ვიოლონჩელისტის და დირიჟორის, საზოგადო მოღვაწის, ადამიანის უფლებათა დამცველის, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტისა და ბაქოს მკვირდის შეწირული თანხა) დიდწილად მიითვისეს ბიუროკრატებმა და ოფიციალურმა პირებმა.
მხოლოდ 2002 წლის ნოემბერში განახლდა აღდგენითი სამუშაოები პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის სპეციალური განკარგულების გამო. სრულად გარემონტებული შენობის გახსნა მოხდა 2004 წლის 27 იანვარს. ახლად გარემონტებული შენობის გახსნის ცერემონია 2004 წლის 27 იანვარს გაიმართა. გახსნით საზეიმო ცერემონიალს რამდენიმე ცნობილი ადამიანი ესწრებოდა, როგორიცაა პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, კულტურის ყოფილი მინისტრი პოლად ბულბულოღლუ, გამოჩენილი ვიოლონჩელისტი მსტისლავ როსტროპოვიჩი, პროფესორი ფერჰად ბადალბაილი [2].
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი (in Azerbaijani, Russian, and English)
- The Ali and Nino Walking Tour: Philharmonic Hall by Betty Blair and Fuad Akhundov. Azerbaijan International Magazine. #12.2. Summer 2004
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ (in Azerbaijani) The Magomayev Azerbaijan State Philharmonic Hall დაარქივებული January 3, 2007, საიტზე Wayback Machine. . Official website. Retrieved 29 December 2006
- ↑ Azərbaycan Dövlət Filarmoniyasıთარგი:Circular reference