შინაარსზე გადასვლა

აიუბიდები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აიუბიდები
الأيوبيون‎


1171 — 1260
დროშა

აიუბიდების დინასტია 1193 წელს
დედაქალაქი კაირო
ენა არაბული
რელიგია სუნიზმი
ფულის ერთეული დინარი(?)
მმართველობის ფორმა მონარქია


აიუბიდები – დინასტია ახლო აღმოსავლეთში, დააარსა სალაჰ-ად-დინმა 1171 წელს ეგვიპტეში ფატიმიდების დამხობის შემდეგ. სახელი ეწოდა სალაჰ-ად-დინის მამის აიუბ იბნ შადის სახელის მიხედვით. აიუბიდების დინასტიის სხვადასხვა შტო მართავდა ეგვიპტეს (1171-1250 წწ.), დამასკოს (1186-1260 წწ.), ჰალაბს (1186-1260 წწ.), ჰამს (1178-1341 წწ.), ჰომსს (1178-1262 წწ.), მესოპოტამიას (1200-1245 წწ.) და სამხრეთ არაბეთს (1173-1228 წწ.). ეგვიპტელი აიუბიდები იყვნენ ჯვაროსნების წინააღმდეგ ომის ორგანიზატორები და რამდენიმეჯერ დაამარცხეს კიდეც ისინი. დინასტიურმა განხეთქილებებმა და მამლუქების გაძლიერებამ აიუბიდები დაასუსტა. საბოლოოდ მათ შეთქმულმა ეგვიპტელმა მამლუქებმა მოუღეს ბოლო 1250 წელს.