შინაარსზე გადასვლა

აკაკი გოგიჩაიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აკაკი გოგიჩაიშვილი (დ. 26 ივლისი, 1966, თბილისი, საქართველო) — ქართველი ჟურნალისტი, ტელეკომპანია „იბერია“-ზე ბიზნესგადაცემის წამყვანი.

1991 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტი, ხოლო 1993 წელს ასპირანტურა. 1995 წელს დაამთავრა კოლორადოს უნივერსიტეტის ეკონომიკის ინსტიტუტი, 1997 წელს კი დიუკის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 2004 წელს განათლება დაასრულა სტენფორდის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტით.

1993-1996 წლები, „რეზონანსის“ გაზთის მთავარი რედაქტორის მოადგილე იყო. 1996-1997 წლები, „ამერიკის ხმის“ ქართული რეპორტიორი და რედაქციის წამყვანი იყო. 1997-1999 წლები, „რუსთავი 2“-ში „კურიერის“ რეპორტიორი იყო. 1993-2003 წლები, წამყვანი და მთავარი რედაქტორი იყო ტელეშოუ „60 წუთის“. 2006 წლიდან პროდუსერია „იდეა, ფული და ერთი შანსი“ და ხელმძღვანელია გახდა ბიზნეს-ახალი ამბების. 2006-2018 წლები, მუშაობდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში ავტორად და წამყვანად „კვირის გამოძიება“ და „ბიზნეს კურიერ“-ში ასევე გადაცემა „P.S.“-ის კორესპონდენტად. 2018 წლიდან, წამყვანია „იბერიაზე“ გამოსული გადაცემის „ბიზნეს კოდი აკაკი გოგიჩაიშვილთან ერთად“.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]