შინაარსზე გადასვლა

ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩა

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი მთაწმინდის რაიონი
წინა სახელები კომენდატის ქუჩა

ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (მთაწმინდა). ბესიკის ქუჩიდან შოთა რუსთაველის გამზირამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის დასაწყისში. დააპროექტა პოლკოვნიკმა ბანოვმა 1809 წელს. 1843 წლიდან კომენდატის ქუჩა ერქვა (აქ იდგა ქალაქის კომენდატის სახლი), ამ სახელითაა შეტანილი 1843 წლის შედგენილ თბილისის ქუჩების სიაშიც. 1879 წელს ალექსანდრე გრიბოედოვის გარდაცვალებიდან 50-ე წლის აღსანიშნავად ქუჩას ეწოდა მისი სახელი. ქუჩაზე არის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემია (XIX საუკუნის 50-იანი წლები, არქიტექტორი გ. ივანოვი; შენობის მარცხენა ნაწილი გადაკეთდა 1902 წელს, არქიტექტორი სიმონ კლდიაშვილი), ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (1904; არქიტექტორი ალექსანდრე შიმკევიჩი), ტიძიან ტაბიძის ბინა-მემორიალი (№18).

XIX საუკუნის 40-იანი წლებიდან ახლანდელი ალექსანდრე გრიბოედოვისა და ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩების კუთხეში იდგა ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლი. ამჟამად ამ ადგილას ბაქოს I გილდიის ვაჭრის გრ. არაფელოვის ყოფილი სახლია (1897; არქიტექტორი პავლე შტერნი). სამხატვრო აკადემიის წინ სკვერში, დგას მიხაი ზიჩის ქანდაკება (მოქანდაკე შ. კიში. არქიტექტორები: ჯ. ვადაში, ნოდარ მგალობლიშვილი). შემონახულია XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის დასაწყისის საცხოვრებელი სახლები. აქვს 1 შესახვევი.