ალექსანდრე ერისთავი
ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ერისთავი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 5 ივლისი, 1873 |
დაბადების ადგილი | თბილისი |
გარდაცვალების თარიღი | 10 თებერვალი, 1955 |
გარდაცვალების ადგილი | პარიზი |
კუთვნილება | რუსეთის იმპერია, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
ჯარის სახეობა | Chevalier Guard Regiment |
წოდება | გენერალ-ლეიტენანტი |
ბრძოლები/ომები | რუსეთ-იაპონიის ომი |
ჯილდოები | წმინდა ანას 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა ანას მე-4 ხარისხის ორდენი, წმინდა ანას მე-3 ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-4 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენი და წმინდა გიორგის მე-4 ხარისხის ორდენი |
ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ერისთავი (დ. 5 ივლისი, 1873, თბილისი, — გ. 10 თებერვალი, 1955, პარიზი) — ქართველი სამხედრო-მოღვაწე, გენერალ-ლეიტენანტი (1917).
ქსნის ერისთავთა შთამომავალი. 1892 წელს დაამთავრა ტფილისის კადეტთა კორპუსი და სამხედრო სამსახურში შევიდა. 1895 წელს პოდპორუჩიკის ჩინით დაამთავრა მიხეილის საარტილერიო სასწავლებელი და გაამწესეს ლაიბ-გვარდიის ცხენოსან არტილერიაში. დაამთავრა მიხეილის საარტილერიო აკადემია (1903) და ოფიცერთა საარტილერიო სკოლა (1907). მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში (1904–1905); პოლკოვნიკი (1908). პირველი მსოფლიო ომის დროს თავი გამოიჩინა კაუშენის ბრძოლაში (1914 წლის 6 აგვისტო) და მიიღო გენერალ-მაიორის წოდება; მეთაურობდა კავალერგარდის პოლკს, გვარიის კავალერიის ბრიგადას, დივიზიას. 1917 წლის აგვისტოში დაინიშნა კავკასიის მე-3 არმიული კორპუსის მეთაურად და მიიღო გენერალ-ლეიტენანტის ჩინი. 1917 წლის ოქტომბრის ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და ქართული არმიის რიგებში ჩადგა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით იმყოფებოდა ანკარაში, საიდანაც, საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, საფრანგეთში გადასახლდა. აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის საიმპერატორო არმიის ყოფილი ოფიცრების ემიგრანტულ ორგანიზაციებში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გოგიტიძე, მ., ბეჟიტაშვილი, გ., „სამხედრო ფიცის ერთგულნი“, თბილისი, 2015. — გვ. 59-61, ISBN 978-9941-0-7386-1.
- გოგიტიძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 54.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- (რუსული) Александр Николаевич Эристави. Hronos Project