ანდერს ფოგ რასმუსენი
იერსახე
ანდერს ფოგ რასმუსენი Anders Fogh Rasmussen | |
ნატოს მე-12 გენერალური მდივანი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 აგვისტო, 2009 – 1 ოქტომბერი, 2014 | |
წინამორბედი | იაპ დე ჰოოპ სხეფერი |
მემკვიდრე | იენს სტოლტენბერგი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
27 ნოემბერი, 2001 – 5 აპრილი, 2009 | |
წინამორბედი | პოულ ნიურუპ რასმუსენი |
მემკვიდრე | ლარს რასმუსენი |
დაბადებული | 26 იანვარი, 1953 გინერუპი დანია |
ანდერს ფოგ რასმუსენი (დან. Anders Fogh Rasmussen; დ. 26 იანვარი 1953) — დანიელი პოლიტიკოსი. დანიის პრემიერ-მინისტრი (2001-2009 წწ.). „კარიკატურების სკანდალის“ ერთ-ერთი პერსონაჟი.
დაიბადა ფერმერის ოჯახში, პოლიტიკური კარიერა დაიწყო 17 წლისამ, როდესაც დააარსა ქალაქ ვიბორგის ახალგაზრდა ლიბერალთა გაერთიანება და უკვე სამ წელიწადში შევიდა ლიბერალური პარტიის ცენტრალური საბჭოს შემადგენლობაში. ეკონომიკური განათლება მიიღო ორჰუსის უნივერსიტეტში.
- 1984 წლიდან პარლამენტის ფრაქცია ლიბერალების ერთ-ერთი ხელმძღვანელი.
- 1985 წლიდან ლიბერალური პარტიის ვიცე-თავმჯდომარე.
- 1987-1992 დანიის გადასახადების მინისტრი.
- 1998-2009 დანიის ლიბერალური პარტიის ლიდერი.
- 2001-2009 წლიდან დანიის პრემიერ-მინისტრი.
- 2009-2014 წლებში ნატოს გენერალური მდივანი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბიოგრაფია დაარქივებული 2009-04-08 საიტზე Wayback Machine.
|