ბილბორდის მუსიკალური დაჯილდოება
ბილბორდის მუსიკალური დაჯილდოება ერთ-ერთია ყოველწლიური ამერიკული მუსიკალური დაჯილდოების შოუებიდან, გრემის, ამერიკული მუსიკის დაჯილდოების და როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შესვლის ცერემონიის გვერდით. დასპონსორებულია მუსიკალურ ჟურნალ ბილბორდის მიერ და ტარდებოდა ყოველი წლის დეკემბერში, სანამ არ შეწყდა. ამ დროისათვის მაიკლ ჯეკსონი ყველაზე მეტ ჯილდოს ფლობს.
ამერიკული მუსიკის დაჯილდოების მსგავსად ბილბორდის მუსიკალური ჯილდოებიც ამა თუ იმ შემსრულებლის პოპულარობის მაჩვენებელია. ყოველწლიურად ხდებოდა დაჯილდოება სხვადასხვა ნომინაციების მიხედვით თითოეულ ჟანრში: საუკეთესო ალბომი, საუკეთესო შემსრულებელი, საუკეთესო სინგლი და სხვა. 1992 წლიდან ჯილდოებს დაემატა ბილბორდის საუკუნის ჯილდო, რომელსაც ბილბორდი გასცემდა უმაღლესი შემოქმედებითი მიღწევებისათვის. ჯილდოს სახელწოდება ეწოდა ჟურნალის ასი წლისთავის აღსანიშნავად, რომელიც 1994 წელს შეუსრულდა.
დაარსებიდან ბილბორდის მუსიკალური დაჯილდოების ცერემონია გარაიცემოდა ტელეარხ Fox Broadcasting Company-ის მიერ. საკონტრაქტო ხელშეკრულების ვადის ამოწურვისა და სხვა გაუთვალისწინებელ ვითარებათა გამო 2007 წელს ჯილდოების გაცემა შეწყდა. ცერემონიის განახლების გეგმები 2008 წლისთვის ჩაიშალა და დღემდე აღარ ჩატარებულა. ამის გამო გამარჯვებულები სახელდება ბილბორდის მიერ პრესისა და ყოველწლიური გამოცემების დახმარებით.