შინაარსზე გადასვლა

ბილ კლინტონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უილიამ ჯეფერსონ კლინტონი
William Jefferson Clinton
უილიამ ჯეფერსონ კლინტონი William Jefferson Clinton
აშშ-ის 42-ე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 იანვარი, 1993 – 20 იანვარი, 2001
ვიცე-პრეზიდენტი  ალბერტ გორი
წინამორბედიჯორჯ ჰ. ბუში
მემკვიდრეჯორჯ უ. ბუში

არკანზასის 42-ე გუბერნატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 იანვარი, 1983 – 12 დეკემბერი, 1992
წინამორბედიფრანკ ვაითი
მემკვიდრეჯიმ ტაკერი

არკანზასის მე-40 გუბერნატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
9 იანვარი, 1979 – 19 იანვარი, 1981
წინამორბედიჯო პარსელი
მემკვიდრეფრანკ ვაითი

არკანზასის გენერალური პროკურორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 იანვარი, 1977 – 9 იანვარი, 1979

დაბადებული19 აგვისტო, 1946 (1946-08-19) (78 წლის)
ჰოუპი, არკანზასი
პოლიტიკური პარტიადემოკრატიული პარტია
მეუღლეჰილარი კლინტონი
საქმიანობაადვოკატი
რელიგიაბაპტისტი
ჯილდოებიწმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი
ხელმოწერა
საიტიბილ კლინტონის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა

უილიამ ჯეფერსონ „ბილ“ კლინტონი (ინგლ. William Jefferson "Bill" Clinton, დაბ. William Jefferson Blythe III ; დ. 19 აგვისტო, 1946) — აშშ-ის 42-ე პრეზიდენტი (1993-2001) დემოკრატიული პარტიიდან. იგი აშშ-ის პირველი პრეზიდენტი იყო, ვინც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიბადა. მისი მეუღლეა ჰილარი კლინტონი, აშშ-ის 67-ე სახელმწიფო მდივანი.

კლინტონმა ჯორჯტაუნის უნივერსიტეტი, ოქსფორდის საუნივერსიტეტო კოლეჯი და იელის სამართლის სკოლა დაამთავრა. იგი 12 წელი მსახურობდა როგორც არკანზასის 40-ე და 42-ე გუბერნატორი. 1992 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მან მოქმედი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში დაამარცხა.

პრეზიდენტის რანგში კლინტონმა ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას დაუჭირა მხარი და სოციალური უზრუნველყოფის რეფორმა (welfare reform) განახორციელა. მან წარუმატებლად სცადა ჯანმრთელობის დაცვის რეფორმის (health care reform) გატარება, რომელიც კონგრესის წინააღმდეგობის გამო ვერ განხორციელდა. მისი პრეზიდენტობისას აშშ-ის ეკონომიკა სწრაფი ტემპით ვითარდებოდა, მაღალი ტექნოლოგიების სექტორი ძალიან განვითარდა და უმუშევრობა მინიმალური იყო. 1996 წელს კლინტონი მეორე ვადით აირჩიეს პრეზიდენტად. მეორე ვადის დროს ლევინსკის სკანდალის გამო წარმომადგენელთა პალატამ მისი იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო, მაგრამ სენატმა ის გაამართლა. მისი მმართველობისას ნატო-მ 1995 წელს ბოსნია-ჰერცეგოვინის და 1999 წელს იუგოსლავიის დაბომბვის ოპერაციები განახორციელა, ასევე ნატო-ში ყოფილი კომუნისტური ქვეყნების მიღება დაიწყო. იგი ფრანკლინ რუზველტის შემდეგ პირველი დემოკრატი პრეზიდენტი იყო, ვინც პოსტზე ორი სრული ვადა გაატარა.

თანამდებობის დატოვების დროს კლინტონის ნდობის რეიტინგი 66 % იყო, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პოსტიდან მიმავალი პრეზიდენტის ყველაზე მაღალი რეიტინგია. პრეზიდენტობის შემდეგ ის აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევა, 2004 წელს ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: