დენიელ დენეტი
დენიელ დენეტი | |
---|---|
ინგლ. Daniel Clement Dennett | |
დაბ. თარიღი | 28 მარტი, 1942[1] [2] [3] [4] [5] [6] |
დაბ. ადგილი | ბოსტონი[7] |
გარდ. თარიღი | 19 აპრილი, 2024[8] [9] (82 წლის) |
გარდ. ადგილი | პორტლენდი[10] |
მოქალაქეობა | აშშ[11] |
საქმიანობა | ფილოსოფოსი[7] , მწერალი[9] , პროფესორი[9] და მკვლევარი[9] |
მუშაობის ადგილი | სანტა-ფეს ინსტიტუტი, ტაფტსის უნივერსიტეტი[9] და University of California, Irvine[9] |
ალმა-მატერი | ფილიპსის ექსეტერის აკადემია, Wesleyan University, ჰარვარდის უნივერსიტეტი[9] და ჰერტფორდის კოლეჯი[9] |
ჯილდოები | გუგენჰაიმის სტიპენდია[12] , Richard Dawkins Award, ერაზმის პრემია[9] , წლის ჰუმანისტი[9] , ფულბრაიტის სტიპენდია, Jean Nicod Prize[13] , AAAI Fellow[14] , CSS Fellow, სკეპტიკური კვლევის კომიტეტის წევრი, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი[9] , Emperor Has No Clothes Award და Barwise Prize[15] |
გავლენა მოახდინეს | |
ხელმოწერა | |
საიტი | ase.tufts.edu/cogstud/incbios/dennettd/dennettd.htm |
დენიელ კლემენტ დენეტი (ინგლ. Daniel Clement Dennett; დ. 28 მარტი, 1942, ბოსტონი, მასაჩუსეტსი, აშშ, — გ. 19 აპრილი, 2024) — ამერიკელი ფილოსოფოსი, კოგნიტივისტი, XX-XXI საუკუნეების მიჯნის „ახალი ათეიზმის“ მოძღვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი (ფილოსოფიის ბაკალავრი, 1963) და ოქსფორდის უნივერსიტეტი (ფილოსოფიის დოქტორი, 1965). 1965-1971 წლებში ასწავლიდა კალიფორნიის უნივერსიტეტში (ირვინი), 1971 წლიდან — ტაფტზის უნივერსიტეტში (მედფორდი, მასაჩუსეტსი), სადაც მოგვიანებით აირჩიეს პროფესორად და კოგნიტივისტიკის ცენტრის თანადირექტორად (1985). მიღებული აქვს არაერთი სამეცნიერო ჯილდო. გარდაიცვალა 2024 წელს, 82 წლის ასაკში.
შრომები და შეხედულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტრადიციული ფილოსოფიური განათლების გარდა დენეტმა თვითგანათლების გზით შეიძინა დიდი ცოდნა საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ მეცნიერებებში, დაინტერესებული იყო ხელოვნური ინტელექტის, ნეირომეცნიერების და კოგნიტური ფსიქოლოგიის საკითხებით. 1960-იანი წლებიდან ის ავითარებდა შეხედულებას, რომ მხოლოდ მეცნიერების სხვადასხვა დარგიდან მიღებულ ცოდნას შეეძლო გონებისა და ფიზიკური სუბსტანციის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ ფილოსოფიური მსჯელობის გამყარება. დენეტის მრავალმხრივი ერუდიცია საფუძვლად დაედო მისი შრომების ინტერდისციპლინურ ხასიათსა და თემატურ მრავალფეროვნებას, რაც მას გამოარჩევდა იმდროინდელი ფილოსოფოსების უმრავლესობისგან.
დენეტის ნაშრომებიდან მნიშვნელოვანია „ცნობიერების ახსნა“ (Consciousness Explained, 1991) და „დარვინის სახიფათო აზრები“ (Darwin’s Dangerous Idea, 1995), რომლებშიც განხილულია თუ როგორ დაედო საფუძვლად ბუნებრივი გადარჩევის არაგონიერი პროცესი თავის ტვინისა და ადამიანის ცნობიერების ევოლუციას. ცნობიერების ფენომენის ახსნას ეძღვნება ასევე „გონის სახეები“ (Kinds of Minds, 1996), „ინტუიციის ტუმბოები და აზროვნების სხვა ხელსაწყოები“ (Intuition Pumps and Other Tools for Thinking, 2013) და სხვ. დაგროვილი ცოდნის ერთგვარი შემაჯამებელი ნაშრომია „ბაქტერიებიდან ბახამდე და უკან: გონის ევოლუცია“ (From Bacteria to Bach and Back: The Evolution of Minds, 2017).
დენეტის მსოფლმხედველობის მნიშვნელოვანი მხარეა სეკულარიზმი და ათეიზმი. რიჩარდ დოკინზთან, სემ ჰარისთან და კრისტოფერ ჰიტჩენსთან ერთად ის ითვლება ე. წ. ახალი ათეიზმის მოძრაობის მამამთავრად. თავის წიგნში „ჯადოს გაქარწყლება: რელიგია, როგორც ბუნებრივი ფენომენი“ (Breaking the Spell: Religion as a Natural Phenomenon, 2006) დენეტს მოცემული აქვს რელიგიური აზროვნების განვითარების ახსნა ევოლუციური პროცესებით. ის მიიჩნევს, რომ რელიგიური მისწრაფებები ძირითადად ინსტიქტებით განპირობებული სოციალური ფენომენების თანაპროდუქტია. დენეტის აზრით, ღმერთის ფუნდამენტური შეუცნობლობა რწმენის ცენტრალური ელემენტია. მასვე ეკუთვნის ასევე „ღმერთის რწმენის რწმენის“ კონცეფცია, რომლის მიხედვითაც ადამიანი შეიძლება იყოს ათეისტი და ამავდროულად სწამდეს „ღმერთის რწმენის“. ათეიზმის საკითხებს დენეტის მრავალი ლექცია და დებატიც მიეძღვნა. ამ მხრივ აღსანიშნავია მისი დისკუსია ქრისტიან ფილოსოფოს ალვინ პლანტიგასთან (2009, წიგნად „მეცნიერება და რწმენა: თავსებადია თუ არა ისინი ერთმანეთთან?“ [Science and Religion: Are They Compatible?], 2011).
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Brainstorms: Philosophical Essays on Mind and Psychology (MIT Press 1981) (ISBN 0-262-54037-1)
- Elbow Room: The Varieties of Free Will Worth Wanting (MIT Press 1984) – on free will and determinism (ISBN 0-262-04077-8)
- Content and Consciousness (Routledge & Kegan Paul Books Ltd; 2nd ed. 1986) (ISBN 0-7102-0846-4)
- The Intentional Stance (6th printing), Cambridge, Massachusetts: The MIT Press, 1996, ISBN 0-262-54053-3 (First published 1987)
- Consciousness Explained. Back Bay Books. 1992. ISBN 0-316-18066-1.
- Darwin's Dangerous Idea: Evolution and the Meanings of Life (Simon & Schuster; reprint edition 1996) (ISBN 0-684-82471-X)
- Kinds of Minds: Towards an Understanding of Consciousness (Basic Books 1997) (ISBN 0-465-07351-4)
- Brainchildren: Essays on Designing Minds (Representation and Mind) (MIT Press 1998) (ISBN 0-262-04166-9) – A Collection of Essays 1984–1996
- Hofstadter, Douglas R.; Dennett, Daniel C. (January 17, 2001). The Mind's I: Fantasies And Reflections On Self & Soul. Basic Books. ISBN 978-0-465-03091-0.
- Freedom Evolves (Viking Press 2003) (ISBN 0-670-03186-0)
- Sweet Dreams: Philosophical Obstacles to a Science of Consciousness (MIT Press 2005) (ISBN 0-262-04225-8)
- Breaking the Spell: Religion as a Natural Phenomenon (Penguin Group 2006) (ISBN 0-670-03472-X).
- Neuroscience and Philosophy: Brain, Mind, and Language (Columbia University Press 2007) (ISBN 978-0-231-14044-7), co-authored with Max Bennett, Peter Hacker, and John Searle
- Science and Religion: Are They Compatible? (Oxford University Press 2010) (ISBN 0-199-73842-4), co-authored with Alvin Plantinga
- Intuition Pumps and Other Tools for Thinking (W. W. Norton & Company 2013) (ISBN 0-393-08206-7)
- Caught in the Pulpit: Leaving Belief Behind (Pitchstone Publishing – 2013) (ISBN 978-1634310208) co-authored with Linda LaScola
- Inside Jokes: Using Humor to Reverse-Engineer the Mind (MIT Press – 2011) (ISBN 978-0-262-01582-0), co-authored with Matthew M. Hurley and Reginald B. Adams Jr.
- From Bacteria to Bach and Back: The Evolution of Minds (W. W. Norton & Company – 2017) (ISBN 978-0-393-24207-2)
- I've Been Thinking (Allen Lane 2023) (ISBN 978-0-393-86805-0)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დენიელ დენეტი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
- დობორჯგინიძე, ზაზა, სიცოცხლის წარმოშობა და რელიგიის მომავალი — ინტერვიუ დენიელ დენეტთან. ჟურნალი „ტაბულა“, 2020.
- 82 წლის ასაკში ამერიკელი ფილოსოფოსი დენიელ დენეტი გარდაიცვალა. ჟურნალი „ტაბულა“, 19 აპრილი 2024.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ SNAC — 2010.
- ↑ Encyclopædia Britannica
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Internet Philosophy Ontology project
- ↑ Babelio — 2007.
- ↑ Munzinger Personen
- ↑ 7.0 7.1 Catalog of the German National Library
- ↑ Sigsbee D. Daniel Dennett (1942-2024) — 2024.
- ↑ 9.00 9.01 9.02 9.03 9.04 9.05 9.06 9.07 9.08 9.09 9.10 9.11 9.12 Yuste R., Levin M. Daniel C. Dennett (1942—2024) // Science / H. Thorp — Northern America: AAAS, 2024. — Vol. 384, Iss. 6702. — P. 1305–1305. — ISSN 0036-8075; 1095-9203 — doi:10.1126/SCIENCE.ADQ5873
- ↑ Murphy B. Daniel Dennett, atheist philosopher guided by science, dies at 82 — 2024. — ISSN 0190-8286
- ↑ LIBRIS — 2018.
- ↑ Guggenheim Fellows database
- ↑ Jean-Nicod Lectures and Prize
- ↑ Elected AAAI Fellows — Association for the Advancement of Artificial Intelligence.
- ↑ https://www.apaonline.org/page/barwise