შინაარსზე გადასვლა

დიდგორი 2

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დიდგორი.
დიდგორი 2

დიდგორი 2
ტიპი ჯავშანტრანსპორტიორი
წარმომავლობის ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სამსახურის ისტორია
შეიარაღებაშია 2011 - დღემდე
იყენებენ საქართველოს სახმელეთო ჯარები
წარმოების ისტორია
კონსტრუქტორი სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“
მწარმოებელი სსსტც „დელტა“
რაოდენობა 50+
მახასიათებლები
წონა 8059 კგ (8855 კგ საბრძოლო წონა)
გათვლა / ჯგუფეული 3+6 ჯარისკაცი

დიდგორი 2 — მრავალფუნქციური დაჯავშნული სამხედრო-სატრანსპორტო საშუალება. განკუთვნილია ბრძოლის ველზე პირადი შემადგენლობის გადასაყვანად და სადაზვერვო ოპერაციების ჩასატარებლად.

შექმნილია 2011 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“-ს მიერ რომელსაც ექვემდებარება ექვსი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და თბილისის საავიაციო ქარხანა

ტექნიკური მახასიათებლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მანქანას გააჩნია მოდულური კონსტრუქცია, რაც საშუალებას იძლევა მის ბაზაზე შეიქმნას ათეულობით სხვადასხვა მოდიფიკაციის და სხვადასხვა შეიარაღების მატარებელი საბრძოლო მანქანა, დიდგორი 2 აღჭურვილია თერმული ვიზუალიზაციის კამერებით. ინფორმაცია კამერებისგან გადადის სამ სხვადასხვა მინიტორზე: ერთი მძღოლისთვის,ერთი მეთაურისთვის და ერთი დესანტისთვის. მძღოლ მექანიკოსის სამუშაო ადგილი აღჭურვილია ღამის ხედვის სათავალით და „GPS“-ის ნავიგაციური სისტემით.

ჯავშანი უზრუნველყოფს დაცვას 7,62X54 მმ კალიბრის ჯავშანგამტანი ტყვიებისგან. მანქანას გააჩნია 3 ფენიანი სენდვიჩის ტიპის დაჯავშნული ფსკერი. შუა ფენა ნაღმის აფეთქებისას წარმოქმნილ დარტყმით ტალღას შთანთქავს, დანარჩენი ორი კი ეკიპაჟს ნამსხვრევებისგან იცავს.

მანქანის მულტიფუნქციური პლატფორმა საშუალებას იძლევა მასზე დამონტაჟდეს შეიარაღების სხვადასხვა სისტემები, მათ შორის: სხვადასხვა კალიბრის ტყვიამფრქვევები, ავტომატური ყუმბარმტყორცნები, საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო მოდულები, სადაზვერვო სისტემები და სხვა სტანდარტულ მოდიფიკაციაში მანქანა შეიარაღებულია 7,62 მმ კალიბრის M-134 G Minigun-ის ტიპის მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევით ან დისტანციური მართვის საბრძოლო მოდულით, რომელშიც დამონტაჟებულია 12,7 მმ НСВ და მასთან შეწყვილებული 7,62 მმ-იანი ПКТ-ს ტიპის ტყვიამფრქვევები

  • დიდგორი 1 — ჯავშანტრანსპორტიორი, 2+7 ეკიპაჟი, 356 ცხენის ძალიანი ძრავა, მაქსიმალური სიჩქარე 120 კმ/სთ.
  • დიდგორი 2 — ჯავშანტრანსპორტიორი, 3+6 ეკიპაჟი, 356 ცხენის ძალიანი ძრავა, მაქსიმალური სიჩქარე 120 კმ/სთ.
  • დიდგორი 2 — ინტეგრირებული ქსელების მანქანა
  • დიდგორი 3 — ჯავშანტრანსპორტიორი, 148 ცხენის ძალიანი ძრავა, 8+1 ეკიპაჟი, 6x6 წამყვანი თვლები.
  • დიდგორი მედევაკი — სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]