ემილ ლენცი
ემილ ლენცი | |
---|---|
გერმ. Heinrich Friedrich Emil Lenz | |
დაბ. თარიღი | 12 (24) თებერვალი, 1804[1] [2] [3] [4] |
დაბ. ადგილი | ტარტუ[5] [2] [3] |
გარდ. თარიღი | 29 იანვარი (10 თებერვალი), 1865[2] [4] (60 წლის) |
გარდ. ადგილი | რომი, პაპის ოლქი[5] [2] [3] |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
საქმიანობა | ფიზიკოსი, ინჟინერი, გამომგონებელი და უნივერსიტეტის პროფესორი |
მუშაობის ადგილი | სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტი, მთავარი პედაგოგიური ინსტიტუტი, Saint Peter's School, Mikhailovsky Artillery School და სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | დერპტის უნივერსიტეტი |
მეუღლე | Q114903257? |
მამა | Christian Heinrich Friedrich Lenz |
დედა | Q124837382? |
შვილ(ებ)ი | Robert Lenz[6] |
ემილ ლენცი (დ. 24 თებერვალი, 1804, დერპტი — გ. 10 თებერვალი, 1865, რომი) — ესტონელი ფიზიკოსი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ემილ ლენცი 1804 წლის 24 თებერვალს ქალაქ დერპტში დაიბადა მაგისტრის ობერმდივნის ოჯახში. ლენცი მამით ადრე დაობლდა. დედას ძალიან უჭირდა ბავშვების შენახვა, მაგრამ მაინც ყველა შვილს მისცა განათლება. 16 წლის ლენცმა გიმნაზია დაამთავრა. ამავე წელს შევიდა უნივერსიტეტში ბუნებისმეტყველების ფაკულტეტზე ქიმიის სპეციალობით.
უნივერსიტეტის კურსის დამთავრებამდე 19 წლის ემილ ლენცი მიიწვიეს, როგორც ფიზიკოსი, დედამიწის ირგვლივ სამხედრო ხომალდით სამოგზაუროდ, რომელსაც ხელმძღვანელობდა რუსი მოგზაური კოცებუ. მოგზაურობა გაგრძელდა 1823-1826 წლები. ამ ექსპედიციაში ლენცი პოლარულ და ტროპიკულ განედებში არსებული წყლების ტემპერატურათა სხვაობას სწავლობდა და დაადგინა პოლარული და ზღვის დინების გამომწვევი მიზეზი, რასაც შემდეგ ოკეანური ცირკულაციის კანონი ეწოდა. ემილ ლენცმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ელექტრობის განვითარების ისტორიაში. მან არსებითად შეავსო ელექტრომაგნიტური ინდუქციის კანონები საკუთარი კანონებით და იგი საფუძვლად დაუდო თავისი დროის ელექტროტექნიკას.
ემილ ლენცის შრომები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ემილ ლენცმა აღმოაჩინა კანონი, რომლითაც ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრა ინდუქტირებული დენის მიმართულება ყველა შემთხვევისათვის; მიუთითა მაგნიტო-ელექტრული და ელექტრო-მაგნიტური მოვლენების მჭიდრო ურთიერთდამიკიდებულებაზე და შეისწავლა ის პირობები, რომელთაგანაც დამოკიდებულია ყოველი ინდუქტირებული დენის ძალა.
1830 წლამდე იგი მუშაობდა ფიზიკური გეოგრაფიის საკითხებზე და ამ დარგში დიდი სახელიც გაითქვა. ამ ხნის განმავლობაში მან მონაწილეობა მიიღო კავკასიონის ექსპედიციაში იალბუზის მიდამოებსა და დაღესტანში. 1829 წელს გაემგზავრა ქალაქ ნიკოლაევში დედამიწის ამ წერტილში საქანის რხევაზე დასაკვირვებლად; გარკვეული დრო დაჰყო ქალაქ ბაქოში კასპიის ზღვის სანაპიროზე და აწარმოებდა ჰიდროლოგიურ დაკვირვებებს. ამავე წელს დაიწყო მუშაობა ვოლგისპირა ტყეების დაცვის საკითხებზე. 1828 წელს ემილ ლენცი აირჩიეს პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის ადიუნქტად (აკადემიკოსის თანაშემწედ).
1830 წლიდან ლენცის გამგებლობაში გადავიდა მისი წინამორბედის, აკადემიკოს ვ. პეტროვის მიერ აწყობილი და გამზადებული ფიზიკის კაბინეტი, რომელიც ლენცმა კიდევ უფრო გაამდიდრა. 1830 წელს ლენცმა დაწერა ფიზიკის სახელმძღვანელო, რომელიც 11-ჯერ გამოიცა და 30 წლის განმავლობაში იხმარებოდა. უფროსი კურსის სტუდენტებისთვის ლენცი კითხულობდა სპეციალურ კურსს სინათლის ტალღურ თეორიაზე, საზომ იარაღებს და სხვა.
ემილ ლენცი 20 წლის განმავლობაში პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანად მუშაობდა. 1861 წელს სტუდენტთა მოძრაობის დროს ლენცი შუამდგომლობდა სტუდენტთათვის სასჯელის შემსუბუქებაზე.
1863 წელს, უნივერსიტეტის დებულების დამტკიცების შემდეგ, ლენცი აირჩიეს პეტერბურგის უნივერსიტეტის რექტორად. მაგრამ ამ თანამდებობაზე იგი ცოტა ხანს დარჩა. ლენცმა საუცხოო ცდების საშუალებით დაამტკიცა, რომ ინდუქტირებული დენის ძალა რაოდენობრივად განისაზღვრება ომის კანონით ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა დენის ძალა.
ფიზიკის მეორე, საყოველთაოდ ცნობილი კანონი, რომელთანაც ემილ ლენცის სახელია დაკავშირებული, ჯოულ-ლენცის კანონია. ლენცმა ეს კანონი 1844 წელს გამოიყვანა ჯოულის შრომებისაგან სრულიად დამოუკიდებლად, ამასთან გაცილებით უფრო ზუსტი ცდების საშუალებით, ვიდრე ეს ჯოულს ჰქონდა. ევროპის მკვლევარებმა მას ჯოულ-ლენცის კანონი უწოდეს.
1864 წლის აგვისტოში მან მიიღო შვებულება თვალების ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ და საზღვარგარეთ გაემგზავრა. 1865 წლის 10 თებერვალს გარდაიცვალა რომში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პარკაძე ვ., პარკაძე მ., მსოფლიოს ფიზიკოსები, ტ. II, თბ., 1973, გვ., 192-199
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 190.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #116911344 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Ленц, Эмилий Христианович // Русский биографический словарь / под ред. Н. Д. Чечулин, М. Г. Курдюмов — СПб: 1914. — Т. 10. — С. 192–194.
- ↑ 3.0 3.1 3.2 www.accademiadellescienze.it
- ↑ 4.0 4.1 Педагоги и психологи мира — 2012.
- ↑ 5.0 5.1 Ленц Эмилий Христианович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Н. Г. Ленц, Роберт Эмилиевич // Энциклопедический словарь — СПб: Брокгауз — Ефрон, 1896. — Т. XVIIа. — С. 539.