შინაარსზე გადასვლა

ვიკიპედია:რჩეული სტატიები/კანდიდატები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რჩეული სტატიები   კანდიდატები   წესები და პროცედურა   სტატუსის მოხსნა   არქივი

გთხოვთ ამ გვერდზე დაასახელოთ რჩეული სტატიის კანდიდატები. დასახელებისას სტატიას მიუწერეთ თქვენი სახელი, ამასთან ყურადღება მიაქციეთ დასახელებისთვის აუცილებელ პირობებს. ახალი კანდიდატი დაამატეთ ბოლო სტატიის შემდეგ, სექციაში მომდევნო. არჩევა ხდება კონსენსუსით. გამოიყენეთ თარგები {{ნომი}}, {{ჰო}}, {{მოიცა}}, {{არა}}. თარგის {{ჰმმ}} გამოყენება რეკომენდირებული არ არის, ის კენჭისყრაში არ ჩაითვლება.

ზოგადად რჩეული სტატია უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე მოთხოვნას:

  • სტატია უნდა იყოს დასრულებული სახის (შინაარსი, ფორმატი, ბმულები, კატეგორიები).
  • სტატია დაწერილი უნდა იყოს ენციკლოპედიის სტილში გამართული ენით.
  • სტატიის მოცულობა უნდა იყოს არა ნაკლებ 20 კილობაიტისა.
  • სტატია გაფორმებული უნდა იყოს ქართულენოვანი თვალსაჩინო მასალებით: სურათი, რუკა, გრაფიკა და სხვა.

ყურადღება: სასურველია რჩეულ სტატიად გამოტანისას თემატური მონაცვლეობა დავიცვათ. რუბრიკებში სპორტი, რელიგია და მეცნიერება რჩეული სტატიების სიმწირეა.

ახალი კანდიდატის წარდგენა:

რჩეული სტატიის კანდიდატის წარსადგენად შეავსეთ ეს ფორმა

კანდიდატები

გვერდის რედაქტორს:


ახალი სტატიის მთავარ გვერდზე განთავსებამდე გაეცანით გეგმას (სტატიების განახლების თარიღია ყოველი თვის 1 რიცხვი და 15 რიცხვი).

უპირველეს ყოვლისა

მომდევნო

სოჭის კონფლიქტი

კენჭისყრაში მონაწილეობა სტატიის ხილვა

  • (ნომინაცია) — --M. განხილვაწვლილი 06:48, 7 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
  • (მომხრე)----ჯეო4WIKIგანხილვაწვლილი 06:56, 7 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
  •  კომენტარი: - ამ ფორმით ამ სტატიის რჩეულზე წარდგენა არ შეიძლება. გადავხედე სტატიას, დამოწმებებს. ტექსტი მთლიანად შემოტანილია მხოლოდ ერთი მონოგრაფიიდან, ესაა ,,რუსეთ-საქართველოს სამხედრო პოლიტიკური ურთიერთობები და საბრძოლო მოქმედებები აფხაზეთის რეგიონსა და შავიზღვისპირეთში (1918-1920)”. შიდა მითითებები (სქოლიო), რაც 1918-1919 წლის პრესიდანაა ასევე იდენტურია იმასთან, რაც ამავე წიგნის შიგნითაა გამოყენებული. დიახ, ასეც შემოდის ვიკიპედიაში სტატიები, მაგრამ ესაა ფაქტობრივად ამ წიგნის კონსპექტური ვერსია. 25 სქოლიო არის მხოლოდ ამ ერთი წიგნიდან და თქვენ მითითებული გაქვთ ამ წიგნის ავტორის მოძიებული მასალები იდენტურ ადგილას, ეს არღვევს ტექსტის საავტორო უფლებებს. მსგავს ადილებში ან მიუთითეთ მხოლოდ ეს წიგნი, ან მიუთითეთ ეს წიგნი და ამავდროულად წიგნის შიგნით გამოყენებული მითითებები ერთად, გვერდიგვერდ. სხვაგვარად არანაირ რჩეულის სტატუსს არ იმსახურებს, ასე პლაგიატი გამოდის. ერთი წიგნით შემოტანილი სტატია კი რჩეულის სტატუსს ვერ მიიღებს.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 17:26, 15 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
    •  კომენტარი: ამ კომენტარიდან შემიძლია გავითვალისწინო ეს ნაწილი „მიუთითეთ მხოლოდ ეს წიგნი, ან მიუთითეთ ეს წიგნი და ამავდროულად წიგნის შიგნით გამოყენებული მითითებები ერთად, გვერდიგვერდ“ — ეს მისაღებია, თუმცა არ ეხება ყველა სქოლიოს, არამედ მხოლოდ სქოლიოს ნაწილს (დაახლოებით ნახევარს). რაც შეეხება კომენტარის დანარჩენ ნაწილს — თითიდანაა გამოწოვილი. ეტყობა რომ მართლაც „გადახედეთ“ და არ წაგიკითხავთ. სტატია იმ ლიტერატურითაა მომზადებული, რაც არსებობს ქართულ ენაზე და რაც მითითებულია კიდეც სტატიაში და ეს არაა მხოლოდ ერთი წიგნი. თუ თქვენ მეტზე მიგიწვდებათ ხელი, დაამატეთ, არავინ გიშლით. --M. განხილვაწვლილი 18:15, 15 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
      •  კომენტარი: ვფიქრობ საკმაოდ კონსტრუქციული შენიშვნა მოგეცით სტატიასთან დაკავშირებით, რადგან არსებული ფორმა პლაგიატია. 25 არსებული სქოლიოდან 25-ვე არის არსებული წიგნიდან ამ წიგნის მითითების გარეშე (არანაირი ნახევარი). გამოდის წიგნის ავტორს ტყუილად უწვალია და გადმოგვაქვს მისი ნაშრომი ამ პიროვნების მითითების გარეშე. ასე არ იწერება სტატია. ნამდვილად გადავხედე და ფორმაზეც მოგეცით შენიშვნა, წაკითხვა შინაარსობრივი მხარის გააზრებასაც ნიშნავს და რადგან არ ვარ საკითხის მიმართ კომპეტენტური შინაარსობრივ მხარეზე ვერაფერს ვიტყვი. თითიდან გამოწოვილი არა, ამ წიგნიდან და სტატიიდან აღებული ინფორმაციის შედეგად გიზიარებთ შენიშვნას. ამ ფორმით სტატიის არსებობა და გარჩეულება არის ვიკიპედიისთვის დამაზიანებელი და ორიგინალი ავტორის მიმართ არაკეთილსინდისიერი ქმედება.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 18:40, 15 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
  •  კომენტარი: - მიხარია რომ ეგ ხარვეზი აღმოიფხვრა. ამისთვის მადლობა. მაგრამ ახლა უკეთ ჩანს რომ სტატია ერთი წიგნიდანაა გადმოწერილი (ყოველ შემთხვევაში სქოლიო ამას მოწმობს), ამიტომ ამჯერად გირჩევთ სტატიის დამოწმებაში დამატებითი მასალები შეიტანოთ. სხვაგვარად კენჭისყრა ვერ შედგება.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 15:24, 24 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
    •  კომენტარი: სტატიაში გამოყენებულია სამი წიგნი და ორი სტატია. ყველა მითითებულია. სტრუქტურა და გადმოცემის ენა ორიგინალურია, copy paste არ არის. ახლა შინაარსიც ორიგინალური ვერ იქნება --M. განხილვაწვლილი 17:13, 24 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
  • სქოლიოთი ჩანს, რომ გამოყენებულია ერთი წიგნი. თუ სხვა წიგნებიცაა გამოყენებული და სქოლიოთი არაა დამოწმებული, მაშინ ესეც გასასწორებელია.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 18:52, 24 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

გურიის აჯანყება

კენჭისყრაში მონაწილეობა სტატიის ხილვა

  • (ნომინაცია) --M. განხილვაწვლილი 05:29, 7 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
  •  კომენტარი: - სტატია არაა სქოლიოებით გამართული. რჩეულ სტატიას ვერ ექნება ორი სქოლიო. მითითებული ლიტერატურა ჩასვით ტექსტში სქოლიოს სახით. რომელი ფრაზა, თუ მთლიანი ტექსტი რომელი წიგნიდან გაქვთ გამოყენებული. მაგალითად წიგნი ,,გურული ვ., „საქართველოს ახალი ისტორია (1801-1918)“, ტ. I, თბილისი: ქართული უნივერსიტეტი, 2017, ISBN 978-9941-953408” ჩემი აკრეფილია. ბატონ ვახტანგ გურულს და მე ამიტომ არ გვიწვალია, რომ ჩვენი შრომის შედეგი (რაც აქედან გაქვთ აღებული სტატიაში) სქოლიოთი არ მიუთითონ.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 20:23, 7 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
  • (წინააღმდეგი) — მიუხედავად მითითებისა, სტატია არაა გამართული წყაროებით და ფაქტიურად, ერთ წყაროს ეყრდნობა, არსადაა წყაროს მითითებები ტექსტის შიგნით. ვერ აკმაყოფილებს არათუ რჩეულის, არამედ კარგი სტატიის მოთხოვნებსაც. — Anry Kiknavelidze (განხილვა/წვლილი) 17:45, 30 მაისი 2023 (UTC)[უპასუხე]

შვედეთი

კენჭისყრაში მონაწილეობა სტატიის ხილვა

ნოე ჟორდანია

კენჭისყრაში მონაწილეობა სტატიის ხილვა

  • (ნომინაცია) --M. განხილვაწვლილი 09:55, 10 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
  •  კომენტარი: - ,,დაჭაბუკებული რეჯები დაბრუნდა ლანჩხუთში, მაგრამ მისმა ნათესავებმა არ მიიღეს... რეჯებმა დაიწყო ბრძოლა საკუთარი მამულისთვის და ნათესავებს საბოლოოდ გამოსთხოვა ლანჩხუთში დასახლების უფლება. მას მიუჩინეს ეკალ-ნარიანი ადგილი, რომელიც რეჯებმა გაკაფა...” - როგორ ფიქრობთ, ასეთ ტექსტს რაიმე ენციკლოპედიური მნიშვნელობა აქვს? მხატვრული ლიტერატურა ასე არ გადმოგვაქვს ვიკიპედიაში. ასევე რაც ერთი შეხედვით ჩანს გასაზრდელია სტატიის შესავალი ტექსტი, მხატვრული პასაჟები ტექსტიდან ამოსაღებია. პიროვნების ცხოვრების ცალკეული ეტაპები ცალკეა გამოსაყოფი და რაც ყველაზე მთავარია - დიდი ტექსტია და სათანადო სქოლიოებით არაა დამოწმებული. ამ სახით რჩეულზე წარდგენაც კი არ შეიძლება.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 12:13, 10 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
  • ამ ეტაპზე ნაადრევია. სტატია სტილისტურად გასამართია, მისი შესავალი გასავრცობია.--Melberg მიწერა 19:19, 15 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

ვარშავის ისტორია

კენჭისყრაში მონაწილეობა სტატიის ხილვა

ჯუმათის მონასტერი

კენჭისყრაში მონაწილეობა სტატიის ხილვა

ბრუნუ ფერნანდეში

კენჭისყრაში მონაწილეობა სტატიის ხილვა

  • (ნომინაცია) - ინფორმატიულად მდიდარი სტატიაა, მგონია რომ მკითხველამდე მაქსიმალურად ამომწურავ ინფორმაციას მიიტანს. საფეხბურთო თემატიკაზე ასეთი მოცულობის სტატიები არც თუ ისე ბევრი გვაქვს. ველოდები შენიშვნებს, კომენტარებს----ჯეო2007განხილვაწვლილი 12:59, 21 ივლისი 2022 (UTC)[უპასუხე]
  • (წინააღმდეგი) სტატია ჯერ დასამოწმებელია, ვფიქრობ დარღვევაა ამ სტატიის წარდგენა კანდიდატად. დამოწმება კი ხდება მას შემდეგ რაც შემმოწმებლები გადახედავენ და სტატიას ჩათვლიან დამოწმების ღირსად. --Wiki - ჯაბა 17:47, 21 ივლისი 2022 (UTC)[უპასუხე]
@Jaba1977: დღეის მდგომარეობით სტატია დამოწმებულია----ჯეო2007განხილვაწვლილი 19:56, 14 აგვისტო 2022 (UTC)[უპასუხე]
@ზურა6446: დღეის მდგომარეობით სტატია დამოწმებულია----ჯეო2007განხილვაწვლილი 19:56, 14 აგვისტო 2022 (UTC)[უპასუხე]

სლოვიანსკის ალყა

კენჭისყრაში მონაწილეობა სტატიის ხილვა

რობერტ ლევანდოვსკი

კენჭისყრაში მონაწილეობა სტატიის ხილვა

ბენიამინ ჩხიკვიშვილი

კენჭისყრაში მონაწილეობა სტატიის ხილვა

გაეროს წევრი სახელმწიფოები

კენჭისყრაში მონაწილეობა სტატიის ხილვა

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024: ფინალი

კენჭისყრაში მონაწილეობა სტატიის ხილვა

  • (ნომინაცია) - ერთის მხრივ, ფინალისთვის საკმაოდ მოცულობითი ინფორმაციაა, ამას ემატება ისიც, რომ სტატია აქტუალურ მიმდინარე მოვლენას ეხება. მივიღებ ყველა შენიშვნას და რეკომენდაციას, გამიხარდება თუ სხვა მომხმარებლებისთვისაც საინტერესო იქნება ამ სტატიის დამუშავება/კორექტირება, პატივისცემით ----ჯეო2007განხილვაწვლილი 11:47, 15 ივლისი 2024 (UTC)[უპასუხე]

ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა

კენჭისყრაში მონაწილეობა სტატიის ხილვა

ჟან სიბელიუსი

კენჭისყრაში მონაწილეობა სტატიის ხილვა