ზამთარეთი
ზამთარეთი — სოფელი საქართველოში, ჯავის მუნიციპალიტეტში.
მდებარეობს მდინარე ღრამულის (ჯეჯორის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1640 მეტრზე, ჯავიდან 30 კმ-ის დაშორებით.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზამთარეთი ისტორიული კუდაროს ხეობის ერთ-ერთი სოფელია. ერეკლე II-ის 1772 წლის საბუთის მიხედვით ზამთარეთი ოსებით დასახლებულ მთის რამდენიმე სხვა სოფელთან ერთად სამოურავოდ დაუმტკიცდა ფავლენიშვილებს.[1] მას იხსენიებს XVIII საუკუნის მოგზაური იოჰან გიულდენშტედტიც (Samtareti).[2] რუსეთის იმპერიის მმართველობის დროს რაჭის მაზრაში შედიოდა.
საბჭოთა პერიოდში, 1922-1990 წლებში შეიყვანეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქში (ჯავის რაიონის წონის სოფსაბჭო). 1989 წლის აღწერით იყო 36 მცხოვრები. 1990-იანი წლების დასაწყისში მოექცა სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმის კონტროლის ქვეშ. სამხრეთო ოსეთის ოლქის გაუქმების (1990) შემდეგ, საქართველოს დე-იურე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით, შედიოდა ონის რაიონში, შემდეგ — ჯავის მუნიციპალიტეტში.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 305.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 479.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ სცსა. ფ. 1450. წიგ. 45. საქ. №188.
- ↑ იოჰან გიულდენშტედტი, მოგზაურობა საქართველოში, გერმანული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და გამოკვლევა დაურთო გ. გელაშვილმა, ტომი II, უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ, წიგნი IX, თბ., 1962. — გვ. 104-105.