თამაზ ჭელიძე
თამაზ ჭელიძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 24 დეკემბერი, 1934 |
დაბ. ადგილი | ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
საქმიანობა | გეოფიზიკოსი |
მუშაობის ადგილი | მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტი |
ალმა-მატერი | მოსკოვის მიხეილ ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი და ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი |
მამა | ლუკა ჭელიძე |
სამეცნიერო სფერო | ფიზიკა |
თამაზ ჭელიძე (დ. 24 დეკემბერი, 1934) — ქართველი ფიზიკოსი. თბილისის საპატიო მოქალაქე (2013).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1934 წლის 24 დეკემბერს, ქალაქ ქუთაისში. 1957 წელს დაამთავრა მოსკოვის მიხელ ლომოსოვის სახელობის უნივერსიტეტი.
1992-2007 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მ. ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი, ამავე ინსტიტუტის ექსპერიმენტული გეოფიზიკის განყოფილების გამგე. 1997-2007 წლებში — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოფიზიკური ძიების კათედრის გამგე.
1996 წლიდან არის ევროპის საბჭოსთან არსებული სპეციალიზებული ცენრტის „მაღლივი კაშხალების გეოდინამიკური რისკი“-ს დირექტორი, საქართველოს მუდმივი კორესპონდენტი ევროპის საბჭოს ღია წილობრივ შეთანხმებაში დიდი კატასტროფების შესახებ 1996-2007 წლებში. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული სეისმოლოგიისა და სეისმური პროგნოზის საბჭოს თავმჯდომარე.
1987-1992 წლებში იყო სტრასბურგის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი. 1995–1997 — წლებში რენის უნივერსიტეტის (საფრანგეთი) მიწვეული პროფესორი, ხოლო 2000 წელს — „ეკოლ ნორმალ სუპერიორ“–ის მიწვეული პროფესორი (პარიზი).
არის 300 სამეცნიერო სტატიისა და 6 მონაგრაფიის ავტორი და თანაავტორი.