შინაარსზე გადასვლა

იანოშ კადარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იანოშ კადარი

იანოშ კადარი (დ. 26 მაისი, 1912 — გ. 6 ივლისი, 1989) — უნგრელი პოლიტიკოსი, კომუნისტი, საბჭოთა კავშირის გმირი (1964).

1919-1944 წლებში აქტიუროად საქმიანობდა ჰორტის რეჟიმის წინააღმდეგ. 1931 წლიდან იყო უნგრეთის კომუნისტური პარტიის წევრი. 1941-1943 წლებში ეჭირა მაღალი თანამდებობები პარტიაში. 1944 წლის აპრილში დააპატიმრეს და ნოემბერში გაიქცა ციხიდან. 1945-1950 წლებში ეჭირა მაღალი პრტიული და სახელმწიფო თანამდებობები, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრისა. 1951 წელს დააპატიმრეს და 1954 წელს მიიღო რეაბილიტაცია. 1956 წელს უნგრეთის რევოლუციის დროს დაიჭირა საბჭოთა კავშირის მხარე და ქალაქ სოლნოკში „უნგრეთის რევოლუციური მუშათა და გლეხთა მთავრობა“ გამოაცხადა, თუმცა ხალხის მხარდაჭერა მას არ ჰქონია. 1956-1965 წლებში კვლავ მაღალი პარტიული და სახელმწიფო თანამდებობები ეჭირა. მისი მმართველობის დროს დამკვიდრდა კადარიზმი.