შინაარსზე გადასვლა

ივანკივის ბრძოლა

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ივანკივის ბრძოლა
კიევისათვის ბრძოლის ნაწილი
თარიღი 25–27 თებერვალი, 2022 (2 დღე)
მდებარეობა ივანკივი, კიევის ოლქი, უკრაინა
შედეგი

რუსეთის გამარჯვება[1]

  • რუსულმა ნაწილებმა დაიკავეს ივანკივი
  • 31 მარტს მათ უკან დაიხიეს
მხარეები
რუსეთის დროშა რუსეთი უკრაინის დროშა უკრაინა
დანაკარგები
უცნობია უცნობია
ივანკივის ბრძოლა ვიკისაწყობში

ივანკივის ბრძოლა — სამხედრო დაპირისპირება რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის. დაიწყო 2022 წლის 25 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს. გამთენიისას, რუსეთის სახმელეთო ჯარების კოლონა კიევის ოლქის ქალაქ ივანკივს ჩრდილო-დასავლეთიდან მას შემდეგ მიუახლოვდა, რაც ჩერნობილის ბრძოლის შემდეგ უკრაინული თავდაცვის გარღვევა შეძლო.

25 თებერვლის დილით, უკრაინულმა ძალებმა მდინარე ტეტერივზე ივანკივში გაანადგურეს ხიდი, რითაც შეაჩერეს კიევისკენ მიმავალი რუსული სატანკო დივიზიის წინსვლა. უკრაინის საჰაერო მედესანტეები ივანკივსა და ახლომდებარე ქალაქ დიმერში ბრძოლაში ჩაებნენ რუს ჯარისკაცებთან.[2][3][4][5][6]

რუსული ძალების ნაწილმა შეძლო ივანკივის თავდაცვის გარღვევა და შეტაკების შემდეგ აიღეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ანტონოვის აეროპორტი. იგი კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 20 კმ-ში მდებარეობს.[7]

ივანკივში ბრძოლები გრძელდებოდა 25 თებერვლის შუადღესა და საღამოს, რუსულმა ძალებმა ქალაქი არტილერიით დაბომბეს, რამაც გამოიწვია რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა. ივანკივში გადის მსხვილი გაზსადენი, რომლის განადგურების შემთხვევაში შესაძლებელია ევროპის დიდი ნაწილისათვის უკრაინული გაზის მიწოდების შეწყვეტა.[8]

26 თებერვალს ივანკივში ბრძოლები გრძელდებოდა.[9]

27 თებერვლის დილით, ივანკოვისკენ მიმავალი რუსული სატრანსპორტო საშუალებების დიდი კოლონა გამოჩნდა თანამგზავრულ სურათებზე.[10]

2022 წლის 27 თებერვალს ბრძოლის დროს რუსული ძალების მიერ დაინგრა ივანკივის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, განადგურდა უკრაინელი მხატვრის მარია პრიმაჩენკოს ოცზე მეტი ნამუშევარი.[11][12] ამის საპასუხოდ, უკრაინის კულტურის მინისტრმა ოლექსანდრ ტკაჩენკომ მოითხოვა რუსეთისთვის იუნესკოს წევრობის ჩამორთმევა.[13]

27 თებერვლის დილას თანამგზავრულ სურათებზე შეამჩნიეს რუსული სატრანსპორტო საშუალებების 4,8 კმ-ზე მეტი სიგრძის კოლონა, რომელიც ივანკივისკენ მიემართებოდა.[14] 28 თებერვლისთვის მომავალი კოლონის სიგრძემ დაახლოებით 64 კილომეტრი შეადგინა.[15] რუსების მიერ ივანკივის აღება ოფიციალურად დადასტურდა 2 მარტს.[1]

რუსული ძალების ქალაქიდან გასვლის შემდეგ, 31 მარტს, უკრაინულმა მხარემ ივანკივზე კონტროლი აღადგინა.[16]

  1. 1.0 1.1 Abdurasulov, Abdujalil. „Town under Russian control 'not losing spirit'. BBC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-05. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  2. „The fight for Kyiv: Ukrainians offer resistance but know the biggest battle is ahead“. The Independent (ინგლისური). 25 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  3. „Українські військові під Києвом зупинили колону російських танків“. Gazeta.ua (უკრაინული). 2022-02-25. ციტირების თარიღი: 2022-02-25.
  4. „Here's how Russia's invasion of Ukraine unfolded on day one“. euronews (ინგლისური). 24 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  5. „ЗСУ ведуть бій в районах Димера та Іванкова на Київщині - Генштаб“. www.ukrinform.net (უკრაინული). ციტირების თარიღი: 2022-02-25.
  6. „Ukrainian military blow up bridge near Kyiv, stopping column of Russian tanks from Ivankiv“. www.ukrinform.net (ინგლისური). ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  7. „Russia claims to take control of Hostomel airport just outside Kyiv“. timesofisrael.com (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-02-25.
  8. „Окупанти обстрілюють “градами” місто Іванків на Київщині: є жертви серед цивільного населення“. Інформаційне агентство Українські Національні Новини (УНН) (უკრაინული). ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  9. „Ukraine invasion: Video appears to show home troops in firefight with Russians near Ivankiv“. Sky news (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-02-27.
  10. „Satellite images show more than three-mile-long Russian military column on roadway to Kyiv“. CNN (ინგლისური). 2022-02-27. ციტირების თარიღი: 2022-02-28.
  11. „Russian invaders burn down Ivankiv Museum. Maria Prymachenko's artwork destroyed“. Ukrayinska Pravda (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-02-28.
  12. Giorgobiani, Natia (2022-02-28). „A museum with unique works by Maria Primachenko burned down near Kiev“. Perild (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-28. ციტირების თარიღი: 2022-02-28.
  13. „Museum of Maria Pryimachenko's paintings burns down during Russian offensive (video)“. LB.ua. ციტირების თარიღი: 2022-02-28.
  14. „Satellite images show more than three-mile-long Russian military column on roadway to Kyiv“. CNN (ინგლისური). 27 თებერვალი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  15. Beech, Eric (28 თებერვალი, 2022). „Russian military convoy north of Kyiv stretches for 40 miles -Maxar“. Reuters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  16. Zinets, Natalia; Hunder, Max (2022-04-01). „Ukraine says Russian forces pushed back around Kyiv but fighting rages“. Reuters (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-04-01.