ილია ციონი
ილია ციონი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 13 (25) მარტი, 1842 |
დაბ. ადგილი | ტელშიაი |
გარდ. თარიღი | 23 ოქტომბერი (5 ნოემბერი), 1912[1] (70 წლის) |
გარდ. ადგილი | პარიზი |
დასაფლავებულია | მონპარნასის სასაფლაო |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
საქმიანობა | ექიმი, ფიზიოლოგი, ჟურნალისტი, უნივერსიტეტის პროფესორი[2] და პუბლიცისტი[2] |
მუშაობის ადგილი | სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი[3] და კიროვის სახელობის სამხედრო-სამედიცინო აკადემია |
ალმა-მატერი | ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი და Medical department of Kyiv Emperor University of St. Vladimir |
განთქმული მოსწავლეები | ივანე პავლოვი |
სამეცნიერო ხარისხი | მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი |
ილია ფადეის ძე ციონი (რუს. Илья Фаддеевич Цион; დ. 25 მარტი [ძვ. სტ. 13 მარტი], 1842, პანევეჟისი, ლიტვა — გ. 5 ნოემბერი [ძვ. სტ. 23 ოქტომბერი], 1912, პარიზი) — რუსი ფიზიოლოგი. 1864 წელს დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი. პეტერბურგის უნივერსიტეტისა (1870 წლიდან) და სამედიცინო-ქირურგიული აკადემიის (1872 წლიდან) პროფესორი.
1867 წელს ანატომიასა და ფიზიოლოგიას ასწავლიდა პეტერბურგის უნივერსიტეტში, სადაც ფიზიოლოგიის ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა. 1877 წელს ქალაქ პარიზში გადავიდა საცხოვრებლად. აქვე მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა. თავის ძმასთან, მ. ციონთან ერთად ექსპერიმენტულად დაამტკიცა გულზე სიმპათიკური ინერვაციის ამაჩქარებელი გავლენა. გერმანელ ფიზიოლოგ კარლ ლუდვიგთან ერთად აღმოაჩინა აორტის რკალიდან გამომავალი ცენტრისკენული (დეპრესორული) ნერვი და დაამტკიცა, მისი ცენტრის ბოლოს გაღიზიანება იწვევს სისხლის წნევის დაცემას ძარღვთა გაფართოების გამო (1866). შეისწავლა ზურგის ტვინის წინა ფესვების აგზნებადობის ცვლილოება მისი უკანა ფესვების გადაჭრის შემდეგ. აღმოაჩინა გულის მოქმედების ამაჩქარებელი ნერვები; გამოიკვლია გულის შეკუმშვის ძალასა და რიტმზე ტემპერატურის ცვალებადობის, აგრეთვე ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის გავლენა და სხვ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ილია ციონი – ცნობები (რუსული)
- ილია ციონი – ცნობები დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
- ილია ციონი – ცნობები (რუსული)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ყენია ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 222.
- ↑ gravsted.dk
- ↑ 2.0 2.1 Czech National Authority Database
- ↑ Тодес Д. «Что есть самое трудное, самое страшное в человеческой жизни?»: Правильность и Случайность в жизни и работе И.П. Павлова, What is the Most Difficult, the Most Terrible in Human Life?”: Lawfulness and Chance in I.P. Pavlov’s Life and Work // Историко-биологические исследования — 2018. — Т. 10, вып. 1. — С. 23–41. — ISSN 2076-8176; 2500-1221