ისლამ რზაევი
ყურადღება: ეს სტატია/სექცია შეიცავს ფრაგმენტებს, რომლებიც არ იცავს მიუკერძოებლობის პრინციპს. |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ისლამ რზაევი | |
---|---|
აზერ. İslam Rzayev | |
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 11 ნოემბერი, 1934 |
დაბ. ადგილი | სარდარლი |
წარმოშობა | სარდარლი, ფუზულის რაიონი, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ |
გარდ. თარიღი | 26 აპრილი, 2008 (73 წლის) |
გარდ. ადგილი | ბაქო |
დასაფლავებულია | საპატიო ხეივანი |
ჟანრ(ებ)ი | მუღამი |
საქმიანობა | მომღერალი, ხანენდე |
აქტიური | 1950 — 2008 |
ისლამ თაფდიგ-ოღლუ რზევი (აზერ. İslam Rzayev; დ. 11 ნოემბერი, 1934, სოფ. სარდარლი, ფუზულის რაიონი — გ. 26 იანვარი, 2008, ბაქო) — ჰანენდე, აზერბაიჯანის სსრ სახალხო არტისტი (1989).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისლამ თაფდიგ-ოღლუ რზევი დაიბადა 1934 წლის 11 ნოემბერს აზერბაიჯანის ფუზულის რაიონის სოფელ სარდარში. პირველადი განათლების მიღების შემდეგ, ჩააბარა ბაქოში არსებულ ასაფა ზეინალის სახელობის მუსიკალურ ტექნიკუმში. აქ ისლამ რზაევი ეზიარა ჰანენდეს ხელოვნებას საყოველთაოდ ცნობილი ოსტატის, სეიდ შუშინსკის კლასში. ამ პერიოდში მისი როგორც მომღერლის ჩამოყალიბებაში დიდი გავლენა მოახდინეს გამოჩენილმა შემსრულებლებმა ზულფი ადიგეზალოვმა და ჰაგიგათ რზაევამ.
საბოლოოდ ისლამ რზაევმა დაამთავრა აზერბაიჯანის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი. ადრეული ასაკიდან მრავალი წლის განმავლობაში იყო მუსლიმ მაგომაევის სახელობის აზერბაიჯანის სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი. „მუღამის თეატრის“ ერთ-ერთი შემქმნელი ისლამ რზაევი 1988 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ამ თეატრშივე მუშაობდა მხატვრული ხელმძღავნელის რანგში.
ისლამ რზაევი არის ყარაბაღის ჰანენდეს სკოლის გამოჩენილი წარმომადგენელი და ღირსეული გამგრძელებელი.უნიკალური ტალანტის და დიდი შრომისმოყვარეობის წყალობით დროის მოკლე პერიოდში დაიმსახურა აღიარება, როგორც შემსრულებელმა და მოიპოვა მსმენელთა სიყვარული. მან ღირსეულად გააგრძელა საკუთარი წინამორბედების ტრადიციები ხელოვნებაში. მთელი თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობის განმავლობაში მიისწრაფოდა მუღამის კლასიკური სტილის შესრულების შენარჩუნებისაკენ და დიდი ღვაწლი შეტანა შეძლო ამ საქმეში, სახალხო მუსიკის ყველა ნიუანსის ღრმად მგრძნობი ისლამ რზაევი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გამოკვეთილ ოსტატს, რომელმაც კიდევ უფრო გაამდიდრა ნაციონალური მუსიკალური განძი. აზერბაიჯანის ხანენდეს სკოლაში, რომელსაც უძველესი ისტორიული ფესვები აქვს, დაიკავა რა ღირსეული ადგილი, მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ მუსიკალური მიმდინარეობის განვითარებაში.
აზერბაიჯანული მუსიკალური ხელოვნებაში შეტანილი დამსახურებისათვის ისლამ რზაევს მიენიჭა რიგი ჯილდოები, მათ შორის აზერბაიჯანის დამოუკიდებელი რესპუბლიკის მაღალი ჯილდო — ორდენი „შოხრატი“.
გარდაიცვალა 2008 წლის 26 იანვარს, 74 წლის ასაკში.