შინაარსზე გადასვლა

იური კვაჭაძე

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იური კვაჭაძე (დ. 2 იანვარი, 1947 — გ. 22 ივლისი 2007) — ქართველი ინჟინერი, მხატვარი, რეჟისორი, სცენარისტი.

1969 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტორის სპეციალობით და 1979 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი.

მუშაობდა ზონალური პროექტირების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში და კინოსტუდია „ქართულ ფილმებში“ არქიტექტორად. გადაიღო მხატვრული ფილმები: „ყველაწმინდა“, „ევრიკა“, „აია კოლხეთი“, „ექვსი თოვლიანი დღე“, „წინამორბედი“. დოკუმენტური ფილმები: „არქიტექტორები“, „ალავერდი“, „უკანასკნელი წერილი შვილებს“. დამდგმელი მხატვარია ფილმებისა: „ბეღურების გადაფრენა“, „რად სტვენს ბულბული“, „თეთრი ცხენი უკეთესია?“ და სხვ.

  • ქართული კონო, 1896-2011, თბ., 2011 გვ. 109

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]