კარლოს IV (ესპანეთი)
კარლოს IV | |
---|---|
Carlos IV | |
ესპანეთის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 14 დეკემბერი, 1788 |
მმართ. დასასრული: | 19 მარტი, 1808 |
წინამორბედი: | კარლ III |
მემკვიდრე: | ფერდინანდ VII |
ესპანეთის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 6 მაისი, 1808 |
მმართ. დასასრული: | 6 მაისი, 1808 |
წინამორბედი: | ფერდინანდ VII |
მემკვიდრე: | ჟოზეფ ბონაპარტი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 11 ნოემბერი, 1748 |
დაბ. ადგილი: | პორტიჩის სასახლე, იტალია |
გარდ. თარიღი: | 20 იანვარი, 1819 |
გარდ. ადგილი: | რომი, იტალია |
მეუღლე: | მარია ლუიზა პარმელი |
შვილები: |
კარლოტა ხოაკინა, პორტუგალიის დედოფალი მარია ამალია მარია ლუისა, ერტურიის დედოფალი ფერდინანდ VII, ესპანეთის მეფე კარლოსი, მონილას გრაფი მარია ისაბელი, სიცილიის დედოფალი ფრანსისკო, კადისის ჰერცოგი |
დინასტია: | ბურბონები |
მამა: | კარლ III |
დედა: | მარია ამალია საქსონიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
კარლოს IV (ესპ. Carlos IV; დ. 11 ნოემბერი, 1748 — გ. 20 იანვარი, 1819) — ესპანეთის მეფე (1788-1808), კარლ III-ისა და მარია ამალია საქსონიელის მეორე შვილი. სამეფო ტახტზე ავიდა მამის კარლოს III-ის გარდაცვალების შემდეგ.
საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან ბრძოლა ესპანეთისთვის უიღბლო აღმოჩნდა. ქვეყანაში საფრანგეთის გავლენა გაიზარდა. 1803 წელს საფრანგეთ-ესპანეთს შორის დაიდო ახალი ხელშეკრულება, რომელმაც ესპანეთს ახალი ვალდებულებები და დიდ ბრიტანეთთან ახალი ომი დააკისრა. ეს ომი 1804 წელს დაიწყო და 1805 წელს ტრაფალგარის ბრძოლაში ესპანეთის ფლოტის განადგურება გამოიწვია. 1807 წელს ესპანეთ-საფრანგეთს შორის დაიდო საიდუმლო ზავი ფონტენბლოში, რომლის მიხედვითაც ხელმომწერი ქვეყნები იყოფდნენ პორტუგალიას, რომელთან დაკავშირებითაც საფრანგეთის იმპერატორს თავისი მიზნები ჰქონდა, რაც დაუმალა ესპანეთის ხელისუფლებას. საბოლოოდ საფრანგეთს ესპანეთისა და პორტუგალიის ხელში ჩაგდება უნდოდა.
ამ მიზნის მიღწევაში ნაპოლეონს დაეხმარა სამეფო კარზე არსებული დაპირისპირება, რომლის ერთ მხარეს იდგნენ დედოფალი და მისი ფავორიტი მანუელ გოდოი, ხოლო მეორე მხარეს ტახტის მემკვიდრე ფერდინანდი და მისი ცოლი მარია ანტონია. მარია ანტონიას გარდაცვალებით (1806 წ.) ვითარება დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეიცვალა: ფერდინანდმა დაგეგმა ცოლად მოეყვანა ნაპოლეონის დინასტიის წარმომადგენელი პრინცესა და დაახლოებოდა ნაპოლეონს. გოდოი და დედოფალი კი მეგობრებს საფრანგეთის მტრებს შორის ეძებდენ. მოსახლეობის სიმპატია ფერდინანდისკენ იხრებოდა.
ანონიმურ ინფორმაციაზე დაყრდნობით კარლ IV-მ 1807 წლის 20 ოქტომბერს გამოსცა ბრძანება ფერდინანდის დაპატიმრებისა და სასამართლოსთვის გადაცემის შესახებ. კარლი აპირებდა ტახტი მეორე შვილისათვის კარლოსისთვის გადაეცა. ეს საკმარისი საბაბი აღმოჩნდა ნაპოლეონისათვისრათა ესპანეთის საქმეებში ჩარეულიყო. მადრიდთან საფრანგეთის არმიის მოახლობისთანავე კარლ IV დედაქალაქიდან გაიქცა, რამაც მოსახლეობის ამბოხება გამოიწვია. 1808 წლის 18 მარტს ესპანეთის მეფედ ფერდინანდი გამოაცხადეს.
რამდენიმე დღის შემდეგ კარლ IV დაემორჩილა ფრანგი გენერლის სავარის, რჩევებს და აღიარა თავისი გადაგდომა. 1808 წლის 6 მაისს ნაპოლეონმა მოახერხა ბაიონაში მამა-შვილი შეეტყუებინა და ორივე დააპატიმრა. ესპანეთის ტახტზე კი ოდნავ მოგვიანებით თავისი ძმა ჟოზეფ ბონაპარტი დასვა.
მოგვიანებით კარლ IV რომში დასახლდა და იქ გარდაიცვალა 1819 წელს.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Baumgarten, «Geschichte Spaniens vom Ausbruch der franzoesischen Revolution bis auf unsere Tage» (Лпц., 1865-71);
- General Gomez de Arteche. Historia del Reinado de Carlos IV // Historia General de España de la Real Academia de la Historia (Madrid, 1892, etc.).
|