შინაარსზე გადასვლა

კოლოსეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოლოსეუმი დღისით
კოლოსეუმი საღამოს
კოლოსეუმი ღამით

კოლოსეუმი (ლათ. colosseus — „უზარმაზარი, კოლოსალური“), ფლავიუსების ამფითეატრი (ლათ. Amphitheatrum Flavium) — გიგანტური ამფითეატრი, ძველი რომის არქიტექტურული ძეგლი (ახ. წ. 75 - 80), გეგმით ელიფსური შენობის (სიგრძე 190 მ, სიგანე 156 მ) შუაში მოთავსებული არენის ირგვლივ 4 იარუსად, საფეხურისებრ, განლაგებულია მაყურებელთა ადგილები (დაახლოებით 45-დან 50 ათასამდე). ძირითადად ეთმობოდა გლადიატორების ბრძოლის სანახაობებს. კოლოსეუმი მდებარეობდა რომაული ფორუმის მარჯვნივ და მისი მშენებლობა დაიწყო 70-სა - 72 წელს იმპერატორ ვესპასიანეს ზეობის დროს. კოლოსეუმის მშენებლობა დასრულდა იმპერატორი ტიტუსის დროს და შემდგომი ცვლილებები შეტანილი იქნა იმპერატორი დომიციანეს ზეობისას. კოლოსეუმი რამდენიმეჯერ დააზიანა მიწისძვრამ, თუმცა დღეს იგი რომის სიმბოლოს წარმოადგენს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: