კრისტოფ მეცელდერი
მეცელდერი 2010 წელს. | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | Christoph Tobias Metzelder | ||
დაბადების თარიღი | 5 ნოემბერი, 1980 | ||
დაბადების ადგილი | ჰალტერნი, დასავლეთ გერმანია | ||
სიმაღლე | 194 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ცენტრალური მცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1986–1995 | TuS Haltern | ||
1995–1996 | შალკე 04 | ||
1996–1998 | პროისენ მიუნსტერი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1999–2000 | პროისენ მიუნსტერი | 32 | (4) |
2000–2007 | ბორუსია დორტმუნდი | 126 | (2) |
2007–2010 | რეალ მადრიდი | 23 | (0) |
2010–2013 | შალკე 04 | 52 | (2) |
სულ | 233 | (8) | |
ეროვნული ნაკრები | |||
2000–2001 | გერმანია U21 | 9 | (1) |
2001–2008 | გერმანია | 47 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
კრისტოფ მეცელდერი (გერმ. Christoph Metzelder; დ. 1980 წლის 5 ნოემბერი) — ყოფილი გერმანელი ფეხბურთელი.
მეცელდერმა კარიერა საფეხბურთო კლუბ „მიუნსტერში“ დაიწყო, საიდანაც 2000 წლის ზაფხულში „დორტმუნდის ბორუსიაში“ გადაბარგდა. 2002 წელი კრისტოფისთვის ძალიან წარმატებული გამოდგა. მან გუნდთან ერთად მოიგო ბუნდესლიგა. გარდა ამისა, ეროვნულ გუნდთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშიც იასპარეზა. მეცელდერი ტურინის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელადაც დაასახელეს.
თავისი სიმაღლიდან გამომდინარე(193 სმ), მეცელდერი ძლიერად ასპარეზობს მეორე სართულზე. მისი თამაშით მოხიბლული თვით ალექს ფერგიუსონიც დარჩა, რომელიც კრისტოფს გარი ნევილის საუკეთესო შემცვლელად მოიაზრებდა.
2007 წლის 18 აპრილს, მეცელდერმა „მადრიდის რეალთან“ გააფორმა წინასწარი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, 2006-07 წ.წ სეზონის დასრულებისთანავე, ის სამეფო კლუბს შეუერთდებოდა.
კრისტოფის უმცროსი ძმა, მალტე, ასევე ფეხბურთელია, რომელიც მეორე ბუნდესლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო გუნდ „ინგოლშტადტის“ ღირსებას იცავს.
2008 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ მეცელდერს ტრავმის გამო 2 თვის გამოტოვება მოუხდებოდა. შედეგად, მან ვერ იასპარეზა ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალურ მატჩებში „რომას“ წინააღმდეგ. იმავე წლის 11 მაისს კრისტოფმა ფორმა აღიდგინა და სრულად ითამაშა კიდეც „სარაგოსას“ წინააღმდეგ.
ტრავმის აღდგენის შემდეგ, მეცელდერმა ყველა მატჩი ჩაატარა გერმანიის ნაკრების რიგებში ევრო 2008-ზე, სადაც მისი ნაკრები ფინალში ესპანეთის ნაკრებთან დამარცხდა.
ტიტულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბუნდესლიგა: 2002
- ლა ლიგა: 2007-08
- ესპანეთის სუპერთასი: 2008-09
- უეფას თასი ფინალში დამარცხებული: 2002
- კონფედერაციის თასი ვერცხლის მედალოსანი: 2005
- მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატი: ფინალში დამარცხებული
- მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატი: მესამე ადგილოსანი
- ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: 2002
- ევრო 2008: ფინალში დამარცხებული
კლუბური კარიერის სტატისტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კლუბი | სეზონი | ქვეყნის ჩემპიონატი | ქვეყნის თასი | ევროთასები | ჯამში | ||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თამ | გოლ | თამ | გოლ | თამ | გოლ | თამ | გოლ | ||
რეალი | 2008-09 | 1 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 1 | 0 |
2007-08 | 9 | 0 | 1 | 0 | 3 | 0 | 13 | 0 | |
ჯამში | 10 | 0 | 1 | 0 | 3 | 0 | 14 | 0 | |
დორტმუნდი | 2006-07 | 19 | 0 | 0 | - | - | 19 | 0 | |
2005-06 | 23 | 2 | 1 | 0 | - | - | 24 | 2 | |
2004-05 | 16 | 0 | 0 | 0 | - | - | 16 | 0 | |
2003-04 | 0 | 0 | 0 | 0 | - | - | 0 | 0 | |
2002-03 | 24 | 0 | 1 | 0 | 10 | 0 | 35 | 0 | |
2001-02 | 25 | 0 | 1 | 0 | 11 | 0 | 37 | 0 | |
2000-01 | 19 | 0 | 2 | 0 | - | - | 21 | 0 | |
ჯამში | 126 | 2 | 5 | 0 | 21 | - | 152 | 2 | |
კარიერის ჯამური შედეგები | 136 | 2 | 6 | 0 | 24 | 0 | 166 | 2 |