შინაარსზე გადასვლა

ლა-პასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ლა-პასი
La Paz
Nuestra Señora de La Paz

ლა-პასი ილიმანის მთის ფონზე
დროშა გერბი

ქვეყანა ბოლივიის დროშა ბოლივია
დაქვემდებარება დედაქალაქი
კოორდინატები 16°30′00″ ს. გ. 68°09′00″ დ. გ. / 16.50000° ს. გ. 68.15000° დ. გ. / -16.50000; -68.15000
ქალაქის მერი ხუან დელ გრანადო
დაარსდა 20 ოქტომბერი, 1548
ფართობი 470 კმ²
ცენტრის სიმაღლე 3,640
მოსახლეობა 877,363 კაცი (2008)
სიმჭიდროვე 6,275.16 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-4
სატელეფონო კოდი 2
საფოსტო ინდექსი 0201–0220
ოფიციალური საიტი ci-lapaz.gov.bo
ლა-პასი — ბოლივია
ლა-პასი
ბოლივიის მთავრობის სასახლე ლა-პასის ცენტრში

ლა-პასი (ესპ. La Paz) — ბოლივიის ფაქტობრივი დედაქალაქი, გაშენებულია ანდების მთებში, ლა-პასის ხეობაში, ზღვის დონიდან 3660 მეტრ სიმაღლეზე. 2020 წლის მდგომარეობით დაახლოებით 816,044 მოსახლე ცხოვრობს,[1] ლა-პასი მოსახლეობის მიხედვით ბოლივიის რიგით მესამე ქალაქია.

ქალაქი, მდებარეობს დასავლეთით ცენტრალურ ბოლივიაში, ტიტიკაკას ტბის სამხრეთ- აღმოსავლეთით, მდინარე ჩოკეიაპუს მიერ შექმნილ კანიონში. ის მდებარეობს ალტიპლანოს მაღალი მთებით გარშემორტყმულ ტერიტორიაზე. ქალაქს გადაჰყურებს ულამაზესი, სამ მწვერვალიანი მთა ილიმანი. მისი მწვერვალები ყოველთვის თოვლითაა დაფარული და მისი ნახვა ქალაქის მრავალი წერტილიდან არის შესაძლებელი. ზღვის დონიდან, დაახლოებით, 3,650 მეტრზე მდებარე ლა-პასი არის ყველაზე მაღალი დედაქალაქი მსოფლიოში.[2][3] თავისი სიმაღლეების გამო, ლა-პასს აქვს არაჩვეულებრივი სუბტროპიკული მაღალმთიანი კლიმატი, წვიმიანი ზაფხულითა და მშრალი ზამთრით.

ქალაქი დააარსა ალონსო მენდოსამ 1548 წელს. სახელი (La Paz — მშვიდობა) ეწოდა ესპანელ დამპყრობელთა შორის მშვიდობიანობის ჩამოვარდნის აღსანიშნავად. ლა-პასი ესპანეთის კოლონიური მმართველობის ქვეშ იყო, როგორც რიო-დე-პლატის ვიცე-სამეფო, ბოლივიის დამოუკიდებლობის მოპოვებამდე. დაარსების დღიდან ქალაქში მრავალი აჯანყება მოხდა. 1781 წელს აბორიგენი ლიდერი და დამოუკიდებლობის აქტივისტი ტუპაკ კატარი უძღვებოდა ქალაქის ალყას ექვსი თვის განმავლობაში, მაგრამ საბოლოოდ დამარცხდა. 1809 წლის 16 ივლისს ბოლივიის პატრიოტმა პედრო დომინგო მურილიომ წამოიწყო რევოლუცია დამოუკიდებლობისთვის, აღინიშნა ესპანეთის ამერიკულ კოლონიებში დამოუკიდებლობისთვის ომის დასაწყისში, რამაც მოიპოვა სამხრეთ ამერიკის შეერთებული შტატების თავისუფლება 1821 წელს.[4] 1825 წელს ქალაქი საბოლოოდ გაათავისუფლა გენერალმა ანტონიო ხოსე სუკრემ. 1898 წლიდან ლა-პასი ბოლივიის ფაქტობრივი დედაქალაქია (ოფიციალური დედაქალაქია — სუკრე).

როგორც ბოლივიის სამთავრობო განლაგების ადგილას, ლა-პასში მდებარეობს საპრეზიდენტო სასახლე - Palacio Quemado. აქვე მდებარეობს ბოლივიის საკანონმდებლო ორგანო, ბოლივიის ეროვნული კონგრესი და მრავალი სამთავრობო უწყება და სააგენტო. ბოლივიის საკონსტიტუციო დედაქალაქი სუკრე ინარჩუნებს სასამართლო ხელისუფლებას.[5] ქალაქი მასპინძლობს როგორც უცხოეთის საელჩოებს, ასევე საერთაშორისო მისიებს. ლა-პასი არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ადმინისტრაციული, ეკონომიკური და სპორტული ცენტრი ბოლივიაში; ის წარმოშობს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 24%-ს და წარმოადგენს მთავარ ოფისს ბოლივიის მრავალი კომპანიისა და ინდუსტრიისათვის.[6]

ლა-პასი ასევე ლათინური ამერიკის მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრია, რადგან მასპინძლობს კოლონიური ხანის კუთვნილ რამდენიმე ღირსშესანიშნაობას, მაგალითად, სან-ფრანცისკოს ეკლესია, ლა-პასის კათედრალი, მურილიოს მოედანი და ჟენის ქუჩა. ქალაქი განთქმულია უნიკალური ბაზრებით, განსაკუთრებით ჯადოქრების ბაზრით და აქტიური ღამის ცხოვრებით.[7][8] მისი უჩვეულო ტოპოგრაფია ქალაქის და მის მიმდებარე კორდილიერა-რეალის მთებში მრავალ, უნიკალურ ბუნებრივ სანახაობას ქმნის. ლა-პასში ასევე არის მსოფლიოში უდიდესი საქალაქო საკაბელო მანქანების ქსელი.[9] 2015 წლის მაისში, იგი ოფიციალურად აღიარეს, როგორც ახალი 7 საოცრებათა ქალაქიდან ერთ-ერთი ბეირუთთან, დოჰასთან, დურბანთან, ჰავანასთან, კუალა-ლუმპურთან და ვიგანთან ერთად.[10]

ეს ტერიტორია იყო ინკების ქალაქი, რომელიც მდებარეობდა დიდ სავაჭრო გზაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ესპანელი დამპყრობლები 1535 წელს შევიდნენ ამ მხარეში, მათ 1548 წლამდე ვერ იპოვნეს ლა-პასი. თავდაპირველად ის უნდა ყოფილიყო ადგილობრივ ინდიელთა დასახლების ლახას ტერიტორიაზე, ქალაქს ეწოდებოდა Nuestra Señora de La Paz (იგულისხმება მშვიდობის ქალბატონი). ქალაქის მდებარეობა მოგვიანებით შეიცვალა და გადავიდა ამჟამინდელ ადგილას, ჩუკიაგოს ხეობაში.[11] 

ინკების ყოფილ მიწებზე კონტროლი პედრო დე ლა გასკას მიანდო ესპანეთის მეფემ (და წმინდა რომის იმპერატორმა) იმპერატორმა კარლ V-მ. გასკამ უბრძანა ალონსო დე მენდოსას დაეფუძნებინა ახალი ქალაქი პერუში სამოქალაქო ომების დასრულების შემდეგ; ქალაქი ლა-პასი დაარსდა 1548 წლის 20 ოქტომბერს, ალონსო დე მენდოსას მიერ, რომლის პირველი მერის თანამდებობაზე დაინიშნა ხუან დე ვარგასი.[12]

1549 წელს ხუან გუტირეს პანიაგუას დაევალა ურბანული გეგმის შემუშავება, რომელზეც უნდა აღენიშნა საზოგადოებრივი ადგილები, მოედნები, ოფიციალური შენობები და საკათედრო ტაძარი. ეს იყო ესპანეთის კოლონიალური საზოგადოების იდეალებისა და ურთიერთობების გამოხატვა. La Plaza de los Españoles, რომელიც დღეს ცნობილია როგორც მურილიოს მოედანი, შეირჩა როგორც სამთავრობო შენობებისთვის, ისე მეტროპოლიტენის კათედრალისთვის.

ესპანეთი აკონტროლებდა ლა-პასს მყარი ძალით და ესპანეთის მეფეს ჰქონდა ბოლო სიტყვა ყველა პოლიტიკურ საკითხში, მაგრამ კონსულტაცია გაგრძელდა თვეების მანძილზე. მკვიდრი მოსახლეობის მიერ არეულობა მეორდებოდა XIX საუკუნის ბოლომდე. 1781, სულ ექვსი თვის განმავლობაში, აიმარელ ხალხთა ჯგუფმა ალყა შემოარტყა ლა-პასს, ტუპაკ კატარის ხელმძღვანელობით, მათ გაანადგურეს ეკლესიები და სამთავრობო ქონება. ოცდაათი წლის შემდეგ ინდიელებმა განახორციელეს ორთვიანი ალყა ლა-პასის წინააღმდეგ. ეს ინციდენტი იყო ეკეკოს ლეგენდის წარმოშობის საფუძველი. 1809 წელს ესპანეთის მმართველობისგან დამოუკიდებლობისთვის ბრძოლამ გამოიწვია აჯანყებები სამეფო კარის წინააღმდეგ. 1809 წლის 16 ივლისს პედრო დომინგო მურილიომ თქვა, რომ ბოლივიის რევოლუციამ აანთო ნათურა, რომლის გამორთვასაც ვერავინ შეძლებდა. ეს აჯანყება ოფიციალურად გახდა სამხრეთ ამერიკის ესპანეთისგან განთავისუფლების დასაწყისი. პირველი ღია აჯანყებები ესპანეთის გვირგვინის წინააღმდეგ ერთდროულად მოხდა ლა-პასში და ქალაქ სუკრეში. ეს მოვლენა ცნობილია როგორც Primer Grito Libertario de América.

პედრო დომინგო მურილიო ჩამოახრჩეს ეპანელთა მოედანზე იმავე საღამოს. მას შემდეგ, რაც ბოლივიამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ლა-პასმა ამ მოედანს მისი სახელი უწოდა. იგი ახსოვთ, როგორც რევოლუციის ხმა სამხრეთ ამერიკაში.

1825 წელს, აიაკუჩოში რესპუბლიკელთა გადამწყვეტი გამარჯვების შედეგად ესპანურ არმიაზე, ესპანეთის ამერიკულ კოლონიებში დამოუკიდებლობისთვის ომის დროს, ქალაქის სრული სახელი შეიცვალა La Paz de Ayacucho-დ (იგულისხმება აიაკუჩოს მშვიდობა).

ბოლივიის საკანონმდებლო სასახლე

1898 წელს, ლა-პასმა ჩამოაყალიბა დე ფაქტო ეროვნული მთავრობა, სადაც ქალაქმა სუკრემ მიიღო ნომინალური ისტორიული და სასამართლო დედაქალაქის წოდება.

ლა-პასი აშენებულია მდინარე ჩოკეიაპუს მიერ შექმნილ კანიონში, რომელიც გადის ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ.

ლა-პასის გეოგრაფია (კერძოდ, სიმაღლე) აღინიშნება სოციალური განსხვავებებით. უფრო მდიდარი მოსახლეობა ცხოვრობს სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქვედა, ცენტრალურ რაიონებში. საშუალო დონის ბევრი მაცხოვრებელი ცხოვრობს შემაღლებულ ტერიტორიაზე ცენტრის მახლობლად. დაბალშემოსავლიანი მოსახლეობა მიმდებარე ბორცვებში აშენებული აგურის სახლებში ცხოვრობს.

სატელიტური ქალაქი ელ ალტო, რომელშიც მდებარეობს აეროპორტი, ვრცელდება ფართო კანიონის დასავლეთ ნაწილში, ალტიპლანოზე. ლა-პასი ცნობილია თავისი უნიკალური ბაზრებით, უჩვეულო და დრამატული ტოპოგრაფიით და ტრადიციული კულტურით.

ლა-პასი მდებარეობს ანდების ხეობებში, ალტიპლანოს რეგიონის აღმოსავლეთ გაყოფთან ახლოს. ის უფრო ახლოს არის ისეთ მნიშვნელოვან მთებთან, როგორებიცაა ილიმანი (ლა-პასის მცველი), უაინა ფოტოსი, მურურატა და ილიამპუ. დასავლეთ მხარეს, სადაც ალტიპლანო იყოფა, ლა-პასის დასავლეთით დაახლოებით ერთი საათის სავალზე, მდებარეობს ვულკანი სახამა, ბოლივიის ყველაზე მაღალი მთა და ანდების მეცხრე ყველაზე მაღალი მთა.

1994 წლის ივლისში, მოხდა 8.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ლა-პასის ჩრდილოეთით 322 კმ-ზე. ზიანი მიაყენა რეგიონის ყველა სოფელს.

ზღვის დონიდან 4,000 მეტრზე ზემოთ, ლა-პასის უფრო მაღალმთიან ნაწილებს აქვთ უჩვეულო სუბტროპიკული მაღალმთიანი კლიმატი (Cwc, კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით), სუბპოლარული ოკეანეური მახასიათებლებით (4 თვეზე ნაკლები აქვთ საშუალო ტემპერატურა 10 °C-ზე მეტი), ესაზღვრება ტუნდრის კლიმატი (ET). მთელ ქალაქს აქვს წვიმიანი ზაფხული და მშრალი ზამთარი. ღამის საათებში ტემპერატურა მერყეობს ცივიდან ძალიან ცივამდე. თოვლის ქარბუქი შეიძლება მოხდეს ზამთარში, განსაკუთრებით გამთენიისას და ის ჩვეულებრივ დნება შუადღემდე. ამ მაღალ სიმაღლეებზე, მიუხედავად იმისა, რომ ეკვატორიდან მხოლოდ 16 გრადუსითაა დაშორებული, ქალაქის საშუალო ტემპერატურა ანალოგიურია ისეთი ქალაქების, როგორებიცაა ბერგენი, ნორვეგია ან ტორსჰავნი, ფარერის კუნძულები, რომლებიც მდებარეობს ეკვატორიდან 60 და 62 გრადუსამდე.

ტემპერატურა ცენტრალურ ლა-პასში, 3,600 მეტრზე და სამხრეთის ზონაში 3,250 მეტრზე ზღვის დონიდან, უფრო თბილია (სუბტროპიკული მაღალმთიანი კლიმატი Cwb,[13] კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით).

ქალაქის ზღვის დონიდან გამომდინარე, ტემპერატურა მუდმივად გრილი და რბილია მთელი წლის განმავლობაში, თუმცა დღის მანძილზე ტემპერატურის ცვალებადობა, როგორც წესი, დიდია. ქალაქს შედარებით მშრალი კლიმატი აქვს, ნალექი ძირითადად ნოემბრიდან მარტის თვეებში შედარებით თბილ თვეებში გვხვდება.

ქალაქის უმაღლეს ნაწილში, 4000 მეტრის ზემოთ, ორი თვე ღრუბლიანობით გამოირჩევა - თებერვალი და მარტი, ზაფხულის ბოლოს, მზის შუქი საშუალოდ დღეში 5 საათს აღწევს. ორი ყველაზე მზიანი თვეა ივნისი და ივლისი, ზამთარში, მზის შუქი საშუალოდ დღეში 8 საათს აღწევს.[14]

ძლიერი ნალექი, როგორც წესი, მოდის მთელი ზაფხულის განმავლობაში და ხშირად იწვევს დესტრუქციულ ღვარცოფს. 3,250 მეტრის სიმაღლეზე, ქალაქის სამხრეთ ნაწილში, ყველაზე სველი თვეა იანვარი, თვეში საშუალოდ 114 მმ, ხოლო ყველაზე მშრალი ივლისი 8 მმ.

ჩაწერილი ყველაზე თბილი ტემპერატურა იყო 27,0 °C და ყველაზე ცივი იყო -12.5 °C.

ფაილი:LA PAZ.png
ლა-პასის ურბანული რუკა
ლა-პასის უბნები
# უბანი რუკა
1 მალასა
2 სურის ზონა
3 სან ანტონიო
4 პერიფერიკა
5 მაქს პარედესი
6 ცენტრის ზონა
7 კოტაჰუმა
ლა-პასის პანორამული ხედი

კოლონიალური არქიტექტურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქ ლა-პასის კოლონიალური შენობების მოცულობა მუდმივად მცირდება, უმეტესად მურილიოს მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. სახსრების უქონლობის გამო მეპატრონეებმა ვერ შეძლეს გადაეხადათ კოლონიალური შენობების აღდგენისთვის, ბევრი დაიშალა, ან მძიმე მდგომარეობაშია. რადგან ისტორიული შენობების შენარჩუნება უფრო ძვირია, მიწის მეპატრონეები ირჩევენ უფრო თანამედროვე შენობების აშენებას, ვიდრე ძველთა დაცვას. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უამრავი პროექტი და წინადადება, რომ აღდგეს ქალაქის ზოგიერთი კოლონიალური შენობა, ამ ისტორიული ნაშთების მომავალი კვლავ გაურკვეველია.

  1. Bolivia: Proyecciones de Población según Departamento y Municipio, 2012-2020.. Instituto Nacional de Estadística, Estado Plurinacional de Bolivia (Bolivia's National Institute of Statistics).. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-06. ციტირების თარიღი: 2020-05-29
  2. Bolivia Facts. National Geographic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 August 2016. ციტირების თარიღი: 14 August 2016
  3. The Incredible Mountain City of La Paz, Bolivia. Amusing Planet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 October 2016. ციტირების თარიღი: 14 August 2016
  4. The History of La Paz, Bolivia. Bolivia Bella. ციტირების თარიღი: 14 August 2016
  5. Sucre: National Constitutional Capital, Bolivia. Encyclopedia Britannica. ციტირების თარიღი: 14 August 2016
  6. La importancia económica de La Paz. Economía Bolivia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-25. ციტირების თარიღი: 2020-07-18.
  7. The Witches' Market in La Paz, Spells are Hot Sellers. National Geographic (30 May 2003). ციტირების თარიღი: 14 August 2016
  8. Top 10 Nightlife Cities. National Geographic. ციტირების თარიღი: 14 August 2016
  9. A Bolivian Subway in the Sky. The Atlantic (11 August 2015). ციტირების თარიღი: 14 August 2016
  10. New 7 Wonder Cities. New Open World Corporation. ციტირების თარიღი: 14 August 2016
  11. Crespo, Alberto (Alberto Crespo Rodas) (1998). 450 Anos De La Fundación De La Paz. Cochabamba, Bolivia: Canelas. 
  12. Crespo, Alberto (Alberto Crespo Rodas) (1980). Alonzo de Mendoza: Fundador de La Paz. La Paz, Bolivia: Biblioteca Popular Boliviana de Última Hora. 
  13. Climate: La Paz (altitude: 3610m) - Climate graph, Temperature graph, Climate table. Climate-Data.org. ციტირების თარიღი: 2014-01-05.
  14. La Paz Climate La Paz Temperatures La Paz Weather Averages. ციტირების თარიღი: 2015-06-12

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: