ლეგენდა
იერსახე
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ლეგენდა (ლათ. legenda – სიტყვასიტყვით, სავალდებულო წასაკითხი ტექსტი) — ზეპირმეტყველების თხრობითი ჟანრი. საფუძვლად უდევს ზღაპრული, სასწაულებრივი ამბავი ან ფანტასტიკური იერსახე. მასში შეიძლება ასახული იყოს წარსული, თანამედროვეობა და მომავალიც. თემატურად: რელიგიური, ისტორიული, გეოგრაფიული, საყოფაცხოვრებო ლეგენდები. თანამედროვე გაგებით ლეგენდას უწოდებენ ნაწარმოებს (განურჩევლად ჟანრისა), რომელშიც მხატვრული გამონაგონი ემყარება გმირულ, ფანტასტიკურ ამბავს.