შინაარსზე გადასვლა

ლეონტი ელიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლეონტი ვასილის ძე ელიაშვილი (დ. 17 ივნისი, 1893, სოფ. გელათი, ახლანდ. ტყიბულის მუნიციპალიტეტი, — გ. 20 აგვისტო, 1958, თბილისი) — ქართველი მეან-გინეკოლოგი და ჯანდაცვის ორგანიზატორი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1930), პროფესორი (1936), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1957).

დაამთავრა პეტროგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემია (1920), შემდეგ მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქალთა სნეულებათა კათედრაზე და გინეკოლოგიურ კლინიკაში. 1943–1958 წლებში განაგებდა თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრას. მისი თაოსნობით გაიხსნა პირველი საკოლმეურნეო სამშობიარო სახლები საქართველოში, 2 სამშობიარო სახლი თბილისში (1937), შეიქმნა ქალთა კონსულტაციები. 1955–1959 წლებში იყო თბილისის მეან-გინეკოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე. იკვლევდა საკვერცხეების მორფოლოგიასა და ფუნქციას საშვილოსნოს ამოკვეთის შემდეგ, ნიკოტინის გავლენას ქალის სასქესო სფეროზე, ქალის სასქესო ჯირკვლების ინკრეტულ ფუნქციას, საქართველოში სამეან-გინეკოლოგიური დახმარების განვითარების საკითხებს და სხვ.

  • საკვერცხეები საშვილოსნოს ამოკვეთის შემდეგ, ტფ., 1930.