ლიეტუვური ლიტი
ლიეტუვური ლიტი ლიეტ. litas | |||
---|---|---|---|
| |||
კოდი ISO 4217 | LTL | ||
ქვეყანა | ლიეტუვა | ||
ოფიციალური მომხმარებლები |
* ლიეტუვა | ||
შედგება | 100 ცენტი | ||
სიმბოლო | Lt | ||
მონეტები | 1, 2, 5, 10, 20, 50 ცენტი და 1, 2, 5 ლიტი. | ||
ბანკნოტები | 10, 20, 50, 100, 200, 500 ლიტი. | ||
ცენტრალური ბანკი | ლიეტუვის ბანკი | ||
გაცვლითი კურსი (2011 3 ოქტომბერი თვის) | |||
1 USD | = 2,4292 LTL | ||
1 EUR | = 3,4528 LTL | ||
1 GBP | = 3,9417 LTL |
ლიეტუვური ლიტი (ლიეტ. litas) — ფულის ერთეული ლიეტუვაში.
- 1 ლიტი შედგება 100 ცენტისგან.
- კოდიISO 4217 LTL.
- გრაფიკული სიმბოლო — LT
- ამჟამად მიმოქცევაშია ბანკნოტები ნომინალით:10, 20, 50, 100, 200, 500 ლიტი.
- მონეტები ნომინალით: 1, 2, 5, 10, 20, 50 ცენტი და 1, 2, 5 ლიტი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1922 წლის 2 ოქტომბერს მიმოქცევაში შევიდა პირველი ლიტი, რომელმაც პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანიის ოკუპაციური მთავრობის მიერ თავსმოხვეული ოსტმარკები და ოსტრუბლები შეცვალა. ლიეტუვაში ოსტმარკები ცნობილი იყო, როგორც აუკსინასი (ლიეტ. auksinas; ოქროს).
ლიტის კურსი დოლართან მიმართებაში იყო 10 ლიტი = 1 ამერიკულ დოლარს და 1 ლიტი შედგებოდა 100 ცენტისგან. მსოფლიო ეკონომიკური დეპრესიის პირობებში, ლიტი აღმოჩნდა საკმაოდ მყარი და სტაბილური ვალუტა, რაც აისახა ლიეტუვის ეკონომიკაზე დეპრესიის უმნიშვნელო გავლენით. ერთი ლიტი დაფარული იყო 0.150462 გრამი ოქროთი. ლიეტუვური ლიტის ბანკნოტები იბეჭდებოდა ინგლისში, ჩეხოსლოვაკიაში და გერმანიაში. 1925 წელს გამოშვებული მონეტებიც მოიჭრა საზღვარგარეთ, ხოლო 1936 – 1938 წლებში მონეტები მოიჭრა ქალაქ კაუნასიში.
1940 წლის 25 მარტს ლიტვის| სსრკსთან შეერთების შემდეგ ლიტი შეიცვალა საბჭოთა რუბლით.
1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გადახდის დროებით საშუალებად გამოიყენებოდა «ლიეტუვური ტალონები».
1993 წლის 25 ივნისს მიმოქცევაში შევიდა ლიტი. დროებითი ტალონები იცვლებოდა 100 : 1-თან თანაფარდობით. დრობითი ტალონები მიმოქცევაში არსებობდა 1993 წლის 20 ივლისამდე.
1993 წლის 25 ივნისიდან 2002 წლის 31 იანვრამდე ლიტი მიბმული იყო დოლარზე 4 : 1-თან თანაფარდობით.
2002 წლიდან ლიტი მიბმულია ევროზე 3,4528 : 1-თან თანაფარდობით. ეს თანაფარდობა არ უნდა შეიცვალოს ლიეტუვაში ევროს დანერგვამდე.
მონეტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1991 წლის მონეტის ნიმუშები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სურათი | ნომინალი | მეტალი | დიამეტრი, მმ | სისქე, მმ | მასა, გ | გურთი |
---|---|---|---|---|---|---|
1997-1998 წლების მონეტების ნიმუში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სურათი | ნომინალი | მეტალი | დიამეტრი, მმ | სისქე, მმ | მასა, გ | გურთი | |
---|---|---|---|---|---|---|---|
1997 1998 1999 2000 2003 2006 2007 2008 2009 2010 2011 |
|||||||
1997 1998 1999 2000 2003 2007 2008 2009 2010 2011 |
|||||||
1997 1998 1999 2000 2003 2008 2009 2010 2011 |
|||||||
1998 1999 2000 2001 2002 2003 2008 2009 2010 2011 |
|||||||
1998 1999 2000 2001 2002 2003 2008 2009 2010 2011 |
ცენტრი: სპილენძი+ნიკელი |
ამობურცული | |||||
1998 1999 2000 2003 2008 2009 2010 2011 |
ცენტრი: სპილენძი+ალუმინი+ნიკელი |
წარწერით PENKI LITAI | |||||
შენიშვნა: სქლად აღნიშნულია წლები, როდესაც მოცემული მონეტები გამოვიდა მხოლოდ კომპლექტის შემადგენლობაში |
ბანკნოტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიეტუვაში მიმოქცევაშია ბანკნოტები შემდეგი ნომინალით:
სურათი | ნომინალი | ფერი | აღწერა | გამოშვების თარიღი | ||
---|---|---|---|---|---|---|
ავერსი | რევერსი | ავერსი | რევერსი | |||
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლიეტუვური მონეტები (კატალოგი)
- დსთ ქვეყნების მონეტების კატალოგი
- ლიეტუვის ბანკნოტების ენციკლოპედია დაარქივებული 2013-01-18 საიტზე Wayback Machine.
|