ლიკანდის თემი
ლიკანდოსი (ბერძ. Λυκανδός) — ბიზანტიის ციხესიმაგრისა და თემის (სამხედრო-ადმინისტრაციული ოლქი) სახელწოდება, X–XI საუკუნეებში ცნობილი იყო როგორც ლიკანდოსის თემი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიკანდოსის ციხესიმაგრე მდებარეობდა ქალაქ ელბისტანის ტერიტორიაზე, სამხრეთ თურქეთში, ანტიტავრის მთებზე. 903 წელს, სომეხი მლეჰი (მელიასი, ბერძნულ წყაროებში) დასახლდა აქ და ჩამოაყალიბა ნახევრად ავტონომიური სამმართველო[1]. ტერიტორია იყო მეტად სტრატეგიული მნიშვნელობის, რომელიც წარმოადგენდა ბიზანტიისა და მუსლიმური ემირატების დაპირისპირების ზონას, ის ასევე ანატოლიაში[1] ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადასასვლელი იყო. 905 წელს, იმპერატორ ლეონ VI-ის წინააღმდეგ[2], ანდრონიკოს დუკასის წარუმატებელ აჯანყებაში მონაწილეობისთვის, მელიასი და სხვა დანარჩენი სომეხი დიდებულები გააძევეს ბიზანტიიდან. 908 წელს, ლეონმა მელიასი მოიწვია და მას ლიკანდოსის ციხის აღდგენა და დაუსახლებელი[1] სასაზღვრო ოლქის გამაგრება დაავალა. მელიასი დავალებას წარმატებით ართმევდა თავს; ოლქში არსებულ აუთვისებელ მიწას და უხვ საძოვრებს შეეძლო ხალხის და ცხენების საკვებით უზრუნველყოფა. დაცლილ ოლქში სომხები ჩამოასახლეს. მელიასმა მალევე შეძლო მომიჯნავე მთიანი ოლქების გაკონტროლებაც[3].
არაბული წყაროები იუწყებიან, რომ ახალმა პროვინციამ, მნიშვნელოვანი საფრთხის წინ დააყენა მელითენეს საამირო. 909 წელს, ლიკანდოსის ციხეს, არაბები უშედეგოდ დაესხნენ თავს, მათ მხოლოდ უმნიშვნელო, მიმდებარე ტერიტორიების შემოერთება მოახერხეს[2][4]. ხოლო 915 წელს, მელიასის ჯარმა გააპარტახა არაბული ტერიტორიები. ლიკანდოსის მნიშვნელობა და ასევე მეთაურის წარმატებები მალევე იქნა აღიარებული, 916 წელს კი სამხედრო ოლქმა, თემის სტატუსი მიიღო[1][5]. 917 წელს, ლიკანდოსის ჯარმა, ბულგარეთის წინააღმდეგ ახელოოს ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა[6].
X საუკუნეში, თემის ძალებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ბიზანტია-არაბეთის ბრძოლებში, განსაკუთრებით იოანე კურკუასის ლაშქრობებში, რომელმაც შეძლო აღმოსავლეთ საზღვრები მდინარე ევფრატამდე გადაეტანა[1][7]. ასევე თემმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა X საუკუნეში არსებულ სამოქალაქო დაპირისპირებებში. 1071 წელს, მანასკერტის ბრძოლის შემდეგ, ტერიტორია თურქ-სელჩუკებმა დაარბიეს. 1108 წელს, იმპერატორმა ალექსი I კომნენოსმა, ტერიტორია ანტიოქიის მმართველს ბოემონდ I-ს ოფიციალურად გადასცა[1].
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- (1840) De thematibus et de administrando imperio. E. Weber.
- (1991) Oxford Dictionary of Byzantium. New York, New York and Oxford, United Kingdom: Oxford University Press. ISBN 978-0-19-504652-6.
- Pertusi, A. (1952). Constantino Porfirogenito: De Thematibus (Italian). Rome, Italy: Biblioteca Apostolica Vaticana.
- Treadgold, Warren (1997). A History of the Byzantine State and Society. Stanford, California: Stanford University Press. ISBN 0-8047-2630-2.
- Whittow, Mark (1996). The Making of Byzantium, 600–1025. Berkeley and Los Angeles, California: University of California Press. ISBN 0-520-20496-4.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Kazhdan 1991, p. 1258.
- ↑ 2.0 2.1 Whittow 1996, p. 316.
- ↑ Constantine Porphyrogennetos 1840, p. 33, 228.
- ↑ Kazhdan 1991, p. 1334.
- ↑ Treadgold 1997, p. 474.
- ↑ Whittow 1996, p. 316–317.
- ↑ Treadgold 1997, p. 479–481.
|