შინაარსზე გადასვლა

ლუნა-14

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუნა-14
NSSDC ID 1968-027A
SCN 03178

„ლუნა-14“ (რუს. «Луна-14», «Е-6ЛС №113») — საბჭოთა კოსმოსური პროგამა „ლუნას“ ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური (ასს). კოსმოსში გაშვებულ იქნა 1968 წლის 7 აპრილს, მთვარისა და გარე კოსმოსის შესასწავლად. პროექტის მიზანი იყო, რადიოკავშირების „დედამიწა-ბორტისა“ და „ბორტი-დედამიწის“ ტექნოლოგიების დამუშავება და სრულყოფა. ასს-მა დააზუსტა მთვარის მასა, ფორმა, გრავიტაციული ველი და სხვა.

1968 წლის 7 აპრილს 10:09:32 UTC დროით ბაიკონურის კოსმოდრომიდან, რაკეტა-მატარებელი „მოლნია“-ით («Молния») მთვარის მიმართულებით გაშვებულ იქნა ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური ლუნა-14. 8 აპრილს მოხდა ტრაექტორიის კორექტირება. 10 აპრილს 19:25:00 UTC დროით სადგური „ლუნა-14“ გაყვანილ იქნა სელენოცენტრულ ორბიტაზე და გახდა მთვარის ხელოვნური თანამგზავრი. ასს-მა მთვარის ორბიტაზე იმუშავა 75 დღე-ღამე და დედამიწასთან განახორციელა 271 რადიოავშირი.