შინაარსზე გადასვლა

ლ’ანს-ო-მედოუზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლ’ანს-ო-მედოუზის ეროვნულ-ისტორიული ძეგლი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა კანადის დროშა კანადა
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები vi
სია [1]
რეგიონი** ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა
კოორდინატები 51°35′42″ ჩ. გ. 55°31′52″ დ. გ. / 51.59500° ჩ. გ. 55.53111° დ. გ. / 51.59500; -55.53111
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1978  (მე-2 სესია)
ნომერი 4
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 4
ინგლ.რუს.ფრ.

ლ’ანს-ო-მედოუზი (ინგლ. L'Anse aux Meadows; ფრანგ. L'Anse-aux-Méduses) — არქეოლოგიური ძეგლი კანადაში. მდებარეობს ნიუფაუნდლენდი და ლაბრადორის პროვინციის კუნძულ ნიუფაუნდლენდის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში. აღმოაჩინეს 1960 წელს და წარმოადგენს ვიკინგების ერთადერთ აღმოჩენილ სოფელს კანადასა და მთელს ჩრდილოეთ ამერიკაში, გრენლანდიის გარეთ. ძეგლი კოლუმბამდელი ტრანს-ოკეანური კონტაქტის ერთადერთ მაგალითად რჩება, შესაძლოა მას ასევე რაიმე კავშირი ჰქონდა დაახლოებით 1000 წელს ლეიფ ერიქსონის მიერ დაარსებულ კოლონია ვინლანდთან ან უფრო ფართოდ, ვიკინგების ამერიკულ ექსპედიციასთან.

1960 წელს, ნორვეგიელმა მკვლევარმა ჰელგე ინგსტადმა ნიუფაუნლენდში ვიკინგთა სოფლის ნარჩენები აღმოაჩინა. არქეოლოგებმა განსაზღვრეს ძეგლის ვიკინგური წარმოშობა, რადგან მას მტკიცე მსგავსებები ჰქონდა გრენლანდიასა და ისლანდიაში აღმოჩენილ ახ. წ. დაახლოებით 1000 წლის სტრუქტურებსა და არტეფაქტებთან.

ჰელგე ინგსტადმა და ენ სტინ ინგსტადმა 19611968 წლებში შვიდი არქეოლოგიური გათხრა ჩაატარეს, გამოიკვლიეს რვა სრული ნასახლარი და ცხრა ნასახლარის ნარჩენი.

ლ’ანს-ო-მედოუზი ერთადერთი ცნობილი ვიკინგური ძეგლია ჩრდილოეთ ამერიკაში, გრენლანდიის გარეთ და წარმოადგენს უშორეს ცნობილ ევროპულ ექსპედიციას და დასახლებას ახალ სამყაროში, ქრისტეფორე კოლუმბის მოგზაურობამდე თითქმის 500 წლით ადრე.

1978 წელს ძეგლი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შევიდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: