მანჩესტერის სამხატვრო გალერეა
მანჩესტერის სამხატვრო გალერეა | |
---|---|
53°28′43″ ჩ. გ. 2°14′29″ დ. გ. / 53.47861° ჩ. გ. 2.24139° დ. გ. | |
დაარსდა | 1823 წელს |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
მდებარეობა | Manchester |
ექსპონატი | დაახ. 25,000 ნივთი[1] |
ვიზიტორები | 514,852 (1 აპრილი, 2013 – 31 მარტი, 2014)[2] |
ოფიციალური საიტი | http://manchesterartgallery.org[3] |
მანჩესტერის სამხატვრო გალერეა — საჯარო ხელოვნების მუზეუმი, მოსლის ქუჩაზე, მანჩესტერის ქალაქის ცენტრში. გალერეის მთავარი შენობა აშენდა განათლებული საზოგადოებისთვის, 1823 წელს და დღეს მისი კოლექცია იკავებს სამ ერთმანეთთან დაკავშირებულ შენობას, რომელთაგან ორი შეიქმნა სერ ჩარლზ ბერის მიერ. შენობა, რომელიც ამ ორ შენობას აკავშირებს, შემუშავებულია Hopkins Architects-ის მიერ არქიტექტურული დიზაინის კონკურსის შემდეგ, რომელსაც მართავს RIBA კონკურსები. მუზეუმი გაიხსნა 2002 წელს, სამხატვრო გალერეის მიერ განხორციელებული ძირითადი რემონტისა და გაფართოების შემდეგ.
მანჩესტერის სამხატვრო გალერეაში შესვლა შესაძლებელია კვირაში შვიდი დღის განმავლობაში. მასში განთავსებულია მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო მნიშვნელობის ნამუშევარი და აქვს 25000 -ზე მეტი ნივთის კოლექცია. 2014 წლის აპრილში გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მუზეუმს წელიწადში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ეწვია.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მანჩესტერის სამეფო ინსტიტუტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამეფო მანჩესტერის ინსტიტუტი იყო მეცნიერული საზოგადოება, რომელიც ჩამოყალიბდა 1823 წელს. ის განთავსებული იყო ხელოვნების გალერეის მთავარი გალერეის შენობაში, მოსლის ქუჩაზე. კოლექციისთვის შეძენილი პირველი ობიექტი, ჯეიმზ ნორტკოტის A Moor (ცნობილი ფერადკანიანი მსახიობის ირა ოლდრიჯის პორტრეტი), ინსტიტუტმა შეიძინა 1827 წელს.[4]
სამეფო მანჩესტერის ინსტიტუტმა თავისი გალერეები საზოგადოებისთვის გახსნა მისი ჩამოყალიბებიდან ათი წლის შემდეგ და შემდგომ მრავალჯერ გამოფინა ხელოვნების კოლექციები. ინსტიტუმა, წლების განმავლობაში, მრავალი სახვითი ხელოვნების ნიმუში შეაგროვა. 1820-იანი წლებიდან 1882 წლამდე, ინსტიტუტის შენობა და კოლექციები პარლამენტის აქტით გადაეცა მანჩესტერ სიტის საბჭოს და გახდა მანჩესტერის სამხატვრო გალერეა.[4] დაწესებულება საბჭოს იმ პირობით გადაეცა, რომ მომედვნო ოცი წლის განმავლობაში, ყოველწლიურად 2000 ფუნტი დაიხარჯებოდა მუზეუმის ხელოვნებაზე.[4] მე-19 საუკუნის ბოლოსთვის მუზეუმი ფლობდა სახვითი ხელოვნების შთამბეჭდავ კოლექციას, რომელსაც დაემატა მდიდარი მრეწველების საჩუქრები და ანდერძები.
1913 წლის 3 აპრილს გალერეას თავს დაესხნენ ლილიან უილიამსონი, ეველინ მანესტა და ენი ბრიგსი. სულ ოთხი ნახატი დაზიანდა. უილიამსონი სამი თვით გაუშვეს ციხეში, მანესტა კი ერთით.[5]
მმართველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გალერეას მართავს მანჩესტერ სიტის საბჭო, რომელიც ასევე პასუხისმგებელია Platt fields park-ისა და Fallowfield-ის დაცვაზე. გალერეების დირექტორია ალისტერ ჰადსონი, რომელიც ასევე მართავს მანჩესტერის უნივერსიტეტის ვიტვორთის სამხატვრო გალერეას. ჰადსონი მუზეუმების დირექტორი 2018 წელს გახდა, უნივერსიტეტსა და ქალაქის საბჭოს თანამშრომლობის შედეგად.[6]
გალერეის ბიუჯეტს აკონტროლებს ქალაქის საბჭო, მაგრამ ასევე აფინანსებს Manchester Art Gallery Trust, საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს მუზეუმის ხარისხიან მუშაობას.[7] ამჟამად გალერეა ღიაა ყოველდღე და ყოველი თვის პირველ ოთხშაბათს იხსნება საღამოს 9 საათამდე.[8]
არქიტექტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მანჩესტერის სამხატვრო გალერეა განთავსებულია სამ დაკავშირებულ შენობაში. ქალაქის სამხატვრო გალერეის შენობა, შეიქმნა და აშენდა 1824–1835 წლებში. აქ თავდაპირველად განთავსებული იყო მანჩესტერის სამეფო ინსტიტუტი. შექმნილია არქიტექტორის, სერ ჩარლზ ბარის მიერ, ბერძნული იონური სტილით.
მეორე შენობა, ასევე ჩარლზ ბარის დიზაინით, აშენდა 1837 წელს, 1938 წელს შეიძინა მანჩესტერის საბჭომ. აშენებულია იტალიური პალაცოს სტილში
კოლექციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გალერეას აქვს სახვითი ხელოვნების კოლექცია, რომელიც შეიცავს 2000-ზე მეტ ზეთის ნახატს, 3000 აკვარელსა და სხვა ნამუშევრებს, 250 ქანდაკებას და 90 მინიატურას..[9] მას ეკუთვნის 13000 -ზე მეტი დეკორატიული ხელოვნების ნივთი, მათ შორის კერამიკა, მინა, მინანქარი, ავეჯი, ლითონის ნაწარმი, იარაღი და ჯავშანი, თოჯინების სახლები და მასთან დაკავშირებული ნივთები.[10] მუზეუმის უძველესი ობიექტია ეგვიპტური კანოპიანი ქილა, რომელიც თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1100 წელით.[10]
მანჩესტერის სამხატვრო გალერეა ყველაზე ძლიერია ვიქტორიანული ხელოვნების კოლექციაში, მუზეუმში ინახება პრერაფაელიტები და ვიქტორიანული დეკორატიული ხელოვნების ნივთები.
გალერეაში განთავსებულია ფრანგი იმპრესიონისტის, პიერ ადოლფ ვალეტის რამდენიმე ნამუშევარი, რომელიც მანჩესტერში მე-20 საუკუნის ადრეულ წლებში მოღვაწეობდა; იმავე ოთახში განთავსებულია მხატვრის, პოლ სეზანის ნახატები. მუზეუმში განთავსებულია ნახატი, სახელწოდებით პიკნიკი (1908), ბრიტანელი იმპრესიონისტი მხატვრის, ვინფორდ დიჰურსტის ნამუშევარი, რომელიც მანჩესტერში დაიბადა. ენ სვინერტონი, რომელიც დაიბადა ჰალმეში, კოლექციაში წარმოდგენილია 16 ნახატით.[11]
გარდა ნახატებისა, მუზეუმში ინახება მინის, ვერცხლისა და ავეჯის კოლექციები, მათ შორის ვიქტორიანელი არქიტექტორისა და დიზაინერის უილიამ ბურჟესის მიერ შექმნილი ნივთები.[12]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ About the collection. Manchester Galleries. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 იანვარი 2015. ციტირების თარიღი: 12 January 2015
- ↑ Denise Evans. (11 April 2014) Half a million visit Manchester Art Gallery in a year. Manchester Evening News. ციტირების თარიღი: 12 January 2015
- ↑ https://vocaleyes.co.uk/research/heritage-access-2022/benchmark/
- ↑ 4.0 4.1 4.2 History of the collection, Manchester Galleries, http://www.manchestergalleries.org/the-collections/about-the-collection-2/history-of-the-collection/. წაკითხვის თარიღი: 13 January 2015 დაარქივებული 11 July 2015[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები History of the collection დაარქივებული 2015-07-11 საიტზე Wayback Machine. , Manchester Galleries, retrieved 13 January 2015
- ↑ „Manchester Art Gallery Outrage | Manchester Art Gallery“. Manchester Art Gallery (ინგლისური). 2016-03-08. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-01. ციტირების თარიღი: 2018-04-30.
- ↑ Rebecca Atkinson (25 February 2011), Balshaw named joint director of Whitworth and Manchester Art Gallery, Museums Association, http://www.museumsassociation.org/museums-journal/news/25022011-maria-balshaw. წაკითხვის თარიღი: 13 January 2015
- ↑ Supporting Us, Manchester Galleries, http://www.manchestergalleries.org/supporting-us/. წაკითხვის თარიღი: 13 January 2015
- ↑ Jonathan Schofield. (11 April 2014) Art gallery's record year tells us about Manchester tourism. Manchester Confidential. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 იანვარი 2015. ციტირების თარიღი: 16 სექტემბერი 2021.
- ↑ Fine art, Manchester Galleries, http://www.manchestergalleries.org/the-collections/about-the-collection-2/the-fine-art-collection/. წაკითხვის თარიღი: 13 January 2015 დაარქივებული 13 January 2015[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
- ↑ 10.0 10.1 Decorative art, Manchester Galleries, http://www.manchestergalleries.org/the-collections/about-the-collection-2/decorative-art/. წაკითხვის თარიღი: 13 January 2015 დაარქივებული 13 January 2015[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
- ↑ We found 2,132 paintings relevant to your search. The BBC. ციტირების თარიღი: 13 February 2015
- ↑ Search the Collections. Manchester Art Gallery. ციტირების თარიღი: 2017-03-09