შინაარსზე გადასვლა

მარგარეტ ჩეიზ-სმითი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარგარეტ ჩეიზ-სმითი
Margaret Chase Smith
მარგარეტ ჩეიზ-სმითი Margaret Chase Smith
აშშ-ის სენატორი მენის შტატიდან
თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 იანვარი, 1949 – 3 იანვარი, 1973
წინამორბედიუელის ვაიტი
მემკვიდრეუილიამ ჰეითვეი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 ივნისი, 1940 – 3 იანვარი, 1949
წინამორბედიკლაიდ სმითი
მემკვიდრეჩარლი ნელსონი

დაბადებული14 დეკემბერი, 1897
სკაუჰიგანი, მენი
გარდაცვლილი29 მაისი, 1995
სკაუჰიგანი, მენი
პოლიტიკური პარტიარესპუბლიკური პარტია
მეუღლეკლაიდ სმითი
განათლებაკოლბის კოლეჯი
ხელმოწერა

მარგარეტ ჩეიზ-სმითი (ინგლ. Margaret Chase Smith; დ. 14 დეკემბერი, 1897, სკაუჰიგანი, მენი — გ. 29 მაისი, 1995, სკაუჰიგანი, მენი) — ამერიკელი პოლიტიკოსი, მენის შტატის სენატორი 1949-1973 წლებში და მენის შტატიდან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი 1940-1949 წლებში.

მარგარეტ მადლენ ჩეიზი დაიბადა 1897 წლის 14 დეკემბერს. იგი იყო ჯორჯ ემერი ჩეიზისა და მისი მეუღლის კერი მიურეის შვილი. დაწყებითი სკოლა მშობლიურ ქალაქ სკაუჰიგანში დაასრულა. 1916-1917 წელს მუშაობდა მასწავლებლის ასისტენტად[1], შემდეგ მუშაობდა სატელეფონო სადგურში, ჟურნალისტად ყოველკვირეულ „დამოუკიდებელ რეპორტიორში“ და ასევე მდივნად[2]. პირველი საზოგადოებრივი გამოსვლა მარგარეტმა გამართა 1920-იან წლებში და ეხებოდა ქალთა უფლებებს.

1930 წელს ცოლად გაჰყვა რესპუბლიკელ პოლიტიკოსს კლაიდ სმითს[3], რომელიც 1937 წლის იანვრიდან გახდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი მენის შტატიდან. მარგარეტ ჩეიზმა პირველი პოლიტიკური გამოცდილება მიიღო მაშინ, როდესაც დაინიშნა მეუღლის მრჩევლად. 1940 წლის აპრილში, მეუღლის ნაადრევი გარდაცვალების შემდეგ დაიკავა მისი ადგილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში[4]. იგი მხარს უჭერდა ემანსიპირებულ ქალებს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს მხარს უჭერდნენ და იცავდნენ ამერიკის არმიის ინტერესებს. წარმომადგენელთა პალატაში მუშაობდა საზღვაო საქმეების კომიტეტში[5].

პალატაში ადგილის დაკავებიდან რვა წლის შემდეგ, მარგარეტ ჩეიზ-სმითმა წარმატებულად მიიღო ადგილი აშშ-ის სენატში. 1949 წლის 3 იანვარს იგი სენატორის ფუნქციების შესრულებას შეუდგა და გახდა პირველი ქალი კონგრესის ისტორიაში, რომელიც აირჩიეს კონგრესის ორივე პალატაში.

გამოდიოდა მაკარტიზმის პოლიტიკის წინააღმდეგ[6].

სენატორის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მარგარეტ ჩეიზ-სმითი ესტუმრა მსოფლიოს 23 სახელმწიფოს და შეხვდა ისეთ პოლიტიკოსებს, როგორებიც იყვნენ უინსტონ ჩერჩილი, კონრად ადენაუერი, ვიაჩესლავ მოლოტოვი, შარლ დე გოლი და სხვა. 1960 წელს მან დაამარცხა წარმომადგენელთა პალატის წევრი ლუჩია კორმე სენატორის მანდატისათის ბრძოლაში. ეს იყო სენატის ისტორიაში პირველი საარჩევნო კამპანია, რომელშიც მონაწილეობდნენ ქალები. 1964 წელს სცადა დაეყენებინა საკუთარი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებზე, მაგრამ წარუმატებლად.

სენატში თავისი მოღვაწეობის უკანასკნელ პერიოდში ითვლებოდა ვიეტნამის ომისა და რიჩარდ ნიქსონის პოლიტიკის მომხრედ[7]..

მარგარეტ ჩეიზ-სმითი აირჩიეს სამჯერ, სენატში გაატარა 24 წელი და იგი დატოვა 1973 წლის 3 იანვარს. სენატში მუშაობის განმავლობაში ხმა მისცა 2 941 კანონპროექტს.

სენატში მუშაობის დასრულებისა და პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ სამი წლის განმავლობაშ კითხულობდა ლექციებს აშშ-ის უნივერსიტეტებში, როგორც მიწვეული პროფესორი. დაჯილდოებულია 95 საპატიო წოდებით, მათ შორის აღსანიშნავია რუტგერსის უნივერსიტეტის იურიდიულ მეცნიერებათა საპატიო დოქტორის ხარისხი. 1989 წელს პრეზიდენტმა ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუშმა დააჯილდოვა პრეზიდენტის თავისუფლების მედლით[8].

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ არასოდეს გათხოვილა. შვილები არ ჰყოლია.

მარგარეტ ჩეიზ-სმითი გარდაიცვალა მშობლიურ ქალაქში ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ 1995 წლის 29 მაისს, 97 წლის ასაკში[9].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Gutgold, Nichola D. Paving the Way for Madam President (неопр.). — Lexington Books (англ.)русск., 2006.
  2. „Margaret Chase Smith“. Encyclopædia Britannica.
  3. „Smith, Margaret Chase“. Women in Congress.
  4. „Smith, Margaret Chase“. Women in Congress.
  5. „First Woman Elected to Both Houses of Congress“. Senate Stories.
  6. The Woman Who Said ‘No’ to McCarthy. ციტირების თარიღი: 2018-07-09.
  7. Hodgson, Godfrey (1995-06-03). „OBITUARIES: Margaret Chase Smith“. The Independent.
  8. „SMITH, Margaret Chase, (1897–1995)“. Biographical Directory of the United States Congress.
  9. Severo, Richard (1995-05-30). „Margaret Chase Smith Is Dead at 97; Maine Republican Made History Twice“. The New York Times.